თბილისის "დინამოს" მწვრთნელი: ასეთ შედეგს არ ველოდით და არც ვიმსახურებდით

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ფეიენოორდთან" 0:4 განადგურების შემდეგ კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა ფელის ვისენტემ გააკეთა.

"ასეთ შედეგს არ ველოდით და არც ვიმსახურებდით. მე-80 წუთამდე არ გვითამაშია ცუდად. ამის შემდეგ მსაჯის გადაწყვეტილების გამო კაცნაკლულნი დავრჩით. ამ პერიოდში გუნდიც აირია და ასეთი შედეგი მივიღეთ.

ამის გამო მეორე მატჩში თამაშის შემოტრიალება გართულდება.

ფსიქოლოგიურ მზადყოფნას რაც შეეხება, ჩვენი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან. კარგად ჩანდა, რომ მე-80 წუთამდე ყველაფერი ასე თუ ისე ნორმალურად მიდიოდა და ჩემი სუბიექტური აზრით, მთლად სამართლიანი არ იყო შულაიას
გაძევება.

შენგელია ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისი შეცვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო.

თამაშისთვის ყველა ფეხბურთელი მზადაა და ვერ გეტყვით, ვინ იასპარეზებს საპასუხო შეხვედრაში. შევეცდებით, სახლში მაქსიმუმი ვაჩვენოთ და გულშემტკივრის იმედიც გვექნება", - აღნიშნა ვისენტემ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ამას ეტყობა სკამების იმედი აქვს,აბა გულშემატკივარს არ ექნება დასწრების უფლება და.თორე რო ქონდეს ხომ რას ამბობ....როცა იგებენ ჩისკოა მწვრთნელი,როცა აგებენ ეს
კახა ქ.
09 აგვისტო 2019 00:25
7
ბოლო-ბოლო ამ გუნდს ვინ წვრთნის ??
George
09 აგვისტო 2019 00:07
6
ვის არ მოგეწონათ ჩემი კომეტარი? სულ ასე არ ისმის მედიიდან? იმას რატომ არ აპროტესტებთ? რაღა დარჩა - აქაც გადმოვიტანოთ ეს მისამღერი და ეგ არის

ჰო კიდევ ქიბარ ხალვაშიც - ახლა მიკარნახეს...
kote
09 აგვისტო 2019 02:43
9
პირდაპირ ივანიშვილი? არა, ასრულებენ - უჩა მამაცაშვილი, ანზორ ჩუბინიძე და ოტარ ფარცხალაძე
kote
09 აგვისტო 2019 00:52
17
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული