თბილისის "დინამოს" მწვრთნელი: ასეთ შედეგს არ ველოდით და არც ვიმსახურებდით

AutoSharing Option
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ფეიენოორდთან" 0:4 განადგურების შემდეგ კომენტარი თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა ფელის ვისენტემ გააკეთა.

"ასეთ შედეგს არ ველოდით და არც ვიმსახურებდით. მე-80 წუთამდე არ გვითამაშია ცუდად. ამის შემდეგ მსაჯის გადაწყვეტილების გამო კაცნაკლულნი დავრჩით. ამ პერიოდში გუნდიც აირია და ასეთი შედეგი მივიღეთ.

ამის გამო მეორე მატჩში თამაშის შემოტრიალება გართულდება.

ფსიქოლოგიურ მზადყოფნას რაც შეეხება, ჩვენი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან. კარგად ჩანდა, რომ მე-80 წუთამდე ყველაფერი ასე თუ ისე ნორმალურად მიდიოდა და ჩემი სუბიექტური აზრით, მთლად სამართლიანი არ იყო შულაიას
გაძევება.

შენგელია ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მისი შეცვლა ტაქტიკური გადაწყვეტილება იყო.

თამაშისთვის ყველა ფეხბურთელი მზადაა და ვერ გეტყვით, ვინ იასპარეზებს საპასუხო შეხვედრაში. შევეცდებით, სახლში მაქსიმუმი ვაჩვენოთ და გულშემტკივრის იმედიც გვექნება", - აღნიშნა ვისენტემ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
აბა რას ელოდი ჯიგარ? გულზე ხელი დაიდე და ისე თქვი
ალეკსანდრე
15:28 09-08-2019
1
ეს იყო ლოგიკური შედეგი, იმ თამაშისა რაც ითამაშეს, თუმცა მეტიც არ შეუძლიათ, თავს ზემოთ კი ვერ ახტები. ისე ატყუებ დნენ ჰოლანდიელები ჩვენ 4-5 მოთამაშეს ერთდროულად (ახლა ფეხებს შუა გატარება?) თითქოს პატარა ბავშვებს ეთამაშებოდნენ. რა კლასიცაა ის ანგარიშიც დადგა.
დათო
14:41 09-08-2019
0

სიახლეები პოპულარული