რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში ქართველი ქომაგების დიდი ნაწილი, სანჩო პანსასავით აღელვებული, დონ კიხოტს მისდევდა და წარმოსახვაში წარმოიდგენდა, თუ როგორ ეთამაშებოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის "დინამო" თუნდაც "მანჩესტერ იუნაიტედს". ამ წარმოსახვაში გვავიწყდებოდა ის ამბავი, რა დონეზე ვიყავით და სად? მავანნი იტყვიან, რომ ჟურნალისტები საკბილოს ეძებთო ან თუ მატჩამდე დაიწერებოდა რაიმე, დაგვაბრალებდნენ, ეგ არის, ფეხბურთელებს გუნება-განწყობას უფუჭებთო.

ბლეზ პასკალს დავესესხები ერთ ფრაზას: "წარმოსახვა - ესაა ადამიანის უნარი, ცდუნების სათავე, შეცდომებისა და სიცრუის წყარო, მით უფრო ცბიერი, რომ ყოველთვის როდი ცბიერობს". - ჰოდა, წარმოსახვაში
გვეგონა, რომ "დე კუიპზე" ისევ ის "დინამო" იდგებოდა, რომლის ისტორია დღევანდელ თაობას არ გვახსოვს და მხოლოდ ძველ კადრებში შეგვიძლია ვიხილოთ ან უფროსების მონაყოლი გავიგონოთ.

დღეს ქობულეთში ჩემი ახლობელი მეუბნებოდა, კომუნისტების დროს მოსკოვის ცსკა შეკრებაზე იყო ჩამოსული. სოფელ ბობოყვათში ადგილობრივმა მოსახლეობამ გუნდი შეკრა და დღეს სადაც ქობულეთის "შუქურა" ვარჯიშობს, იქ ფრედ, 2:2 ეთამაშნენო. შეიძლება ეს ამბავი მართლაც მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი განმეორებადია და რაც ადრე იყო, ის ახლაც იქნება.

რაღაცნაირად ბევრი თითს ჩისკოსკენ იშვერს. დაგეთანხმებით, ის დებიუტანტია, შეიძლება მისი სამწვრთნელო კარიერა ან მალე დამთავრდეს, ან დიდხანს გაგრძელდეს. ხშირია შემთხვევა, რომ ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა ვერ ამართლებს, რადგან მოედანზე სირბილი და ტაქტიკური მონახაზების გაკეთება სხვადასხვა საქმეა. თუმცა მას ჰყავს თუნდაც გვერდით ზაურ სვანაძე, რომელსაც შეუძლია რაღაცები ასწავლოს და ქართულ-ესპანური კონსესუსი მივიღოთ. მაგრამ ათასში ერთხელ ხდება, რომ მწირი რესურსით მწვრთნელი საოცრებებს ახდენს. ასეთები არიან ჩვენს ჩემპიონატშიც, მაგრამ სხვა გუნდებში მუშაობენ.

წარმოსახვის ძიებაში გვავიწყდებოდა ის ფაქტი, რომ "დინამოს" კარში იყო ხოსე პერალესი, რომელიც დიდი ალბათობით, ესპანეთის საუკეთესო მეკარეების ასეულში ვერ მოხვდება, ვერც საქართველოს ეროვნული ლიგის მეკარეების სამეულში. მეტსაც ვიტყვი, ის სათამაშო კლასით თითქმის იმავე დონეზეა, როგორც  - დემეტრე ბულისკერია, ლუკა შეროზია, გიორგი ჩოჩიშვილი, ბექა ქურდაძე და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში ის განსხვავებაა, რომ ამ ბიჭებს კარგი გამოწრთობის შემთხვევაში უფრო დიდი პერსპექტივა აქვთ, ვიდრე პერალესს.

"დინამოს" ორი არჩევანი ჰქონდა, უნდა ეთამაშა ან ყრუ დაცვა, ან ერთი გადახუნებული ფრაზისთვის დაეჯერებინა: "საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა". მაგრამ ორივე შემთხვევაში პრობლემა იყო, რადგან არც საყრდენი ზონა და არც დაცვის ხაზი არ იყო მზად, იდეალურად დასდგომოდა მეტოქეს.

ზოგს შეტევაში სირბილი უფრო შეეძლო, ვიდრე ზონების შევსება; ზოგს მაღალ ბურთზე უჭირდა თამაში, ზოგს მეორე ტაიმში ფიზიკური მომზადება არ ეყო, ზოგსაც არ შეეძლო მეტოქის მოძრაობის გამოცნობა და ზოგსაც მხოლოდ ის აბედნიერებდა, რომ "დე კუიპზე" თამაშობდა.

"ფეიენოორდი" არ არის ევროპულ ასპარეზზე მაღალი დონის კლუბი, დღესდღეობით საშუალო დონის გუნდია ნაკლებად "ფერადი" ფეხბურთით. თუ მკითხავთ, წინა სეზონში მხოლოდ ვან პერსი სძენდა მათ თამაშს გარკვეულ ხიბლს. ჩვენ ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალური შესაძლებლობის იმედზე ვიყავით. გვეგონა, რომ იქ ლევან შენგელიას ბენეფისი შედგებოდა ან ნიკა ნინუა ჯარიმიდან გაიტანდა, როტერდამიდან კი გატანილი გოლით, ფრით ან მინიმალური ანგარიშით დამარცხებულები დავბრუნდებოდით. მაგრამ გვავიწყდება ის ფაქტი, რომ ეს გუნდი წელიწადში რამდენჯერმე ამომავალი ტალანტებით გადაძეძგილ "აიაქსს" და პსვ-ს ეთამაშება, რომლებიც ინდივიდუალური შესაძლებლობით გამორჩეულ ცხვირმოუწმენდავ ბავშვებს მთელი მსოფლიოს გარშემო კრებენ და ვარსკვლავებად აქცევენ.

დიახ, "ფეიენოორდის" მცველები მათ უმკლავდებიან. წინა წელს 6:2 აგემა როტერდამულმა გუნდმა "აიაქსს", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე საოცრებებს აკეთებდა.

ჰოდა, არავის არაფრის იმედი არ ჰქონდეს, სანამ "დინამოში" "გუნდის" გაკეთება არ დაიწყება; სანამ არ დასრულდება კლუბის პოლიტიკა, რომლის მიხედვით, აკადემიაში გამოზრდილ ნიჭიერ ბიჭებს ევროპის დაბალი დონის კლუბებში ასხვისებს. მალე შენგელიაც წავა, შემდეგ ნინუაც, დიდი ალბათობით, ზარიაც და გაგრძელდება ის, რაც არაერთხელ გვინახავს.

P.S. ათწლედში ერთხელ შეიძლება წილისყრაში გაგიმართლოს ან არა. შეეშვით წარმოსახვებით გამოკვებას და "დატკბით" რეალობით.

altთბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" ვერაფერი გააწყო - 0:4 [VIDEO]

altთბილისის "დინამოს" მწვრთნელი: ასეთ შედეგს არ ველოდით და არც ვიმსახურებდით

alt იაპ სტამი თბილისის "დინამოსთან" დიდი ანგარიშით მოგებაზე: ამან არ გამაკვირვა

მკითხველის კომენტარები / 42 /
გუშინ გამოჩნდა კლასში ძალიან დიდი სხვაობა, ამ კლასის ამაღლება არ მოხერხდება თუ ფეინოორდის მსგავს გუნდებს ხშირად არ ვეთამაშედ. ერთი რაღაც არ მესმის რატომ არ შეიძლება რომ ზაფხულში სეზონის წინა მოსამზადებელი ამხანაგური მატჩების ჩატარება ფეინოორდის მსგავს გუნდებთან, რატო გეგმავენ ეს ქართული კლუბები თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთის მეორე და მესამე ლიგის თითქმის სამოყვარულო კლუბებთან? ისედაც ნოლზე დაშვებული კლასის მქონე ფეხბურთელი კინდე მისი მსგავსი უკლასო გუნდებთან უნდა ათამაშო და თან ელოდო რომ ამით ის რაღაცას ისწავლის? ერთი გადახედეთ რა გუნდებს ეთამაშებიან ბობოლა გუნდები ამხანაგურებში, პირველი ან მეორე ლიგების კიარა სამოყვარულო კლუბებს ეთამაშებიან გუშინ ბავარიამ რომელიღაც გერმანულ სამოყვარულო კლუბს ეთამაშა 23 -0 მოუგო, ასეთ სამოყვარულო გუნდს თბილისის დინამოსთან თამაში არ ურჩევნიათ,? ამიტომ სანამ იმ დონემდე მივაღწევთ რომ ევროპის საკლუბო ტურნირებზე მოვხდეთ და წამყვან კლუბებს ვეთამაშოთ მანამდე ამ კლუბებს ამხანაგურებში ვეთამაშოთ რაც შეიძლება მეტი რომ როცა ოფიციალურ შეხვედრებში მათთან დაპირისპირება მოგვიწევს ფეხბურთელებს მუხლები აღარ აუკანკალდეთ
dinamo
09 აგვისტო 2019 16:05
2
გრნიოსი ხარ, საქართველოში ჩემიონატია მაგ დროს გაჩაღებული და როგორ უნდა ეთამაშო ბავარიას? როცა ამხანაგური ტურნირებია ზამთრის შესვენებაზე კიდე ჩვენი გუნდები უფუობის გამო მაქსიმუმ თურქეთში გაფრინდენ, როცა ევროპული კლუბები ესპანეთში ამერიკასა და ჩინეთში მიფრინავენ შეკრებებზე.
semi
09 აგვისტო 2019 16:40
3
Semis და რომელმა გენიოსმა გადაიყვანა მაგ სისტემაზე ნატა ა?
ლევანი
09 აგვისტო 2019 23:12
0
პირველად დაიდო ამ საიტზე ისეთი სტატია რომელსაც 100% ვეთანხმები. ყოველ სიტყვას და აზრს მასში ჩადებულს.
Vakhtang Lobzhanidze
09 აგვისტო 2019 17:29
3
დანა პირს არ მიხსნის...მაგრამ....გამახსენდა სსრკ დროინდელი საქართველოს პირველობის მატჩი...ანგარიში იყო 9:1 და როდესაც წინ მყოფმა გუნდმა მეათე ბურთი გაიტანა... გუნდმა რომელიც 9:1 აგებდა მსაჯზე გაცხარებული იერიში მიიტანა ..მეათე (10)! ბურთი თამაშგარედან გაიტანესო.. მახსოვს სტადიონი ჩაბჟირდა სიცილისაგან!!! (მახსოვს გუნდები მაგრამ შეგნებულად არ ვწერ სახელებს რომ ხალხებს შორის "ჩორტის" ჩამოგდება არავინ დამაბრალოს). ასევე ძალიან სასაცილოა ჩვენი ესპანელი მწვრთნელის განცხადება ...
"ფელის ვისენტე: შულაიას გაძევება არასამართლიანი იყო - ასეთ შედეგს არ ვიმსახურებდით"..შე კაი დედმამისშვილო აბა ოქროს ბურთს ვიმსახურებდით??
სამჯერ გადავედით მეტოქის ნახევარზე...ასე ჩვენ დინამოს სსრკ პირველობაზე კრილია სოვეტოვი და კაირატი ეთამაშებოდა....სიმართლეს თვალებში თუ არ შევხედეთ წინ ვერ წავალთ..როგორც კი ახალგაზრდა ბიჭი (17-18 წლის) საქართველოს პირველობაზე ცოტას გაიფაფხურებს ფიფია და ძმანი მისნი ეგრევე უცხოეთში უკრავენ თავს და ამის მერე დინამოს!.დიახ დინამოს! მწვრთნელად ნიშნავენ გუშინდელ ფეხბურთელს (როგორჩ ბრძანეს "მაესტრო" ჩისკოს) . ეს მე როგორც სტაჟიან გულშემატკივარს მიმაჩნია მიზანმიმართულ ქმედებათ ქართველი ერის სასიქადულო გუნდის წინააღმდეგ...4 და 5 ნოლს რეალი და ბარსელონაც აგებენ მაგრამ ასე უსუსურად და უკლასოდ არ გამოიყურებიან..
დინამოდან პერსპექტიულ ფეხბურთელებს უშვებენ და აყავთ ჩამოწერილი ფეხბურთელები ჭ-კლასის გუნდებიდან.....ამას უნდა მოეღოს ბოლო ....ეს გუნდი ბატონო რომან საქართველოს სიამაყეა ...დაცინვაა როცა ბრძანებთ რომ ვერ აკავებთ გუნდში პერსპექტიულ ფეხბურთელებს..არსებობს კონტრაქტი და კონტრაქტის დარღვევეის უფლება არავის არა აქვს...ამ ფეხბურთელებს არავინ არ აიყვანს თქვენი თანხმობის გარეშე..
Like · Reply · 1m
Facebook Comments Plugin
Nugo
09 აგვისტო 2019 14:59
5
ალმაატის კაირატი თბილისის დინამოსთვის ყოველთვის უხერხული მეტოკე იყო სსრკ-ს ჩემპიონატში, გვიჭირდა მათთან მოგება.
გიოშა
10 აგვისტო 2019 03:19
0
ფიფია მოგვშორდი, შენს ხელში დინამოს არაფერი ეშველება, პერსპექტიული ახალგაზრდების გაყიდვით გუნდი არ შენდება რით ვერ უნდა გაიგო. ჩამოწერილი ესპანელებით გამარჯვებები არ მოვა თავისით. მოკითხვები ახლობლებს.
emigranti
09 აგვისტო 2019 14:31
4
კარგია, მაგრამ კიდევ უფრო მწარე სტატიებს ვისურვებდი, განსაკუთრებით ფიფიას მიმართ. კაცი რომელიც გვაბოლებს მერამდენე წელია!
!!!!!
09 აგვისტო 2019 14:23
1
მთლიანობაში ვეთანხმები ავტორს, იმ პოლიტიკით რასაც ატარებს დინამოს ხელმძღვანელობა წინ სვლა არ იქნება, გუნდის შენებას წლები ჭირდება და თანმიმდევრულად გაძლიერება და არა როგორც კი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდება მაშინვე გაყიდვა(დღევანდელი კვერცხი სჯობია ხვალინდელ ქათამს}ერთი სიტყვით როგორც სჩანს, ხელმძღვანელობის მიზანია რეაცხ შეიძლება მეტი ფულის ამოღება დღესვე და არა ძლიერი გუნდის შენება წლობით
ალეკსანდრე
09 აგვისტო 2019 14:36
1
წინა წელს 6:2 აგემა როტერდამულმა გუნდმა "აიაქსს", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე საოცრებებს აკეთებდა.გუშინ თბილისის "დინამო"კი 82 წუთამდე 0-1 აგებდა...
ძალიან კარგი გუნდია დღევანდელი თბილისის დინამო-მათ აუცილებლად გამოცდილი ფსიქოლოგი სჭირდებათ! იოჰან ბოსკამპა კარგად იცის ქართველების მენტალიტეტი და ზუსტად ამან განაპირობა ტაიმების ბოლოს გაშვებული გოლები.მახსენდაბა და ახლაც თვალწინ მიდგას ბოსკამპის მწრვთნელობისას საბერძნეთის ნაკრებთან მატჩის ბოლო წუთებზე წაგებული მატჩი და მრავალი სხვა.
გიოშა
09 აგვისტო 2019 15:27
2
არ უნდა შევქმნათ უაზრო მოლოდინები. ჯერ ფიფია იძახდა გაბალას მატჩის მერე-ფეინოორდს მოვუგებთო. განწყობის შექმნა სხვაა და მატჩისთვის მზადება სხვა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუნდს ეგონა გაბალას დონე და როცა ნახა თანამედროვე ფეხბურთი, პატარა ბავშვები შესრულებით, გუნდი ანერვიულდა. აბა ვერ ვხსნი უაზრო მივარდნებს ბურთზე, (ბურთი ვისაც ქონდა) ამ დროს უბრალო სამკუთხედებს და კედლებს გვითამაშებდნენ საჯარიმოში. მოკლე არა მარტო თანამედროვე ფეხბურთით და ტექნიკით, არამედ ფსიქოლოგიურადაც გვაჯობეს.
mdaa
09 აგვისტო 2019 16:28
0
ის დიდი დინამო ფაქტიურად საქართველოს ნაკრები იყო, რომელიც წლების განმავლობაში იყვნენ შეთამაშებულები და ისეთ ევროპის ერთ-ერთ ლიგაში (სსრკ) მოწინავე პოზიციებზე იყო. დღევანდელი დინამო კი ევროპის ერთ-ერთ უსუსტეს ლიგაში თამაშობს, ტალანტი თუ გამოჩნდა ეგრევე ყიდიან, საპირწონედ კი ჩამოწერილი ფეხბურთელები მოჰყავთ. ეს არის მთავარი მიზეზი ჩვენი გუნდის კონკურენტუუნარობისა. რაც შეეხება გუშინდელ თამაშს, შიშით თამაშობდნენ, არ იხსნებოდნენ, ბურთსაც არ ითხოვდნენ, პირიქით გაურბოდნენ პასს, ხშირად ბურთს ელოდებოდნენ როდის მოგორდებოდა, მიუხედავად კლასში ჩამორჩენისა, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შიშმა დინამო შებოჭა და თუნდაც თავისი შესაძლებლობის ნახევარი არ ითამაშა.
მინდია
09 აგვისტო 2019 19:16
1
საერთოდ მიკვირს საქართველოში გუნდები რომ არსებობენ.შემოსავალი ნულია.ფიფიას კი არ უნდა აგინებდეთ უნდა აქებდეთ რომ ხელფასებს უხდის ფეხბურთელებს ალბათ თავისი ბიზნესიდან.ტვინი გაანძრიეთ რა ხდება მსოფლიო ფეხბურთში ასობით მილიონებს იხდიან ფეხბურთელებში და ჩვენ ყველანაირად გაუბედურებულ ქვეყანაში ფიფიასნაირები გუნდების შენახვას ახერხებენ.
აზრზე მოდით
09 აგვისტო 2019 15:13
10
ინახავს რა სახლში წაიღებს? ფეხბურთი სანახაობაა ხალხისთვის, დინამო კი ქართველებისთვის ფეხბურთზე მეტია, ჩვენი სიამაყე იყო ყოველთვის და ნაძირალა ფიფია დაგვცინის. კარგად გაიხსენეთ ორიოდ წლის წინ ლიგის შესარჩევების დაწყების წინ რომ გამობრძანდა და გაგვიცხადა ისეთ ლეგიონერებს მოვიყვან, ყველას გაგეხარდებათო. მოიყვანა? მოიყვანა კი არა ვინც გვყავდა იმედისმომცემი ყველა გაყიდა. დინამო ქარვასლად გადააქცია და ის ინახავს დინამოს? მგონი დინამო ინახავს უკვე, არადა გუნდში შეენარჩუნებინა ის ფეხბურთელები და თითოეულ მათგანში აიღებდა მეტს, ვიდრე ყველაში ერთად აიღო. როგორმე უნდა ვაიძულოთ გაყიდოს გუნდი, თბილისის დინამო ისეთი ბრენდია აუცილებლად გამოუჩნდება სერიოზული მყიდველი და თუ ასე უყვარს ფიფიას ფეხბურთი ნებისმიერი სხვა ქალაქის გუნდი იყიდოს იმ ფულით და ათ აკადემიასაც ეყოფა, ჰოდა ზარდოს და ყიდოს რამდენიც უნდა, დინამოს კი თავი დაანებოს. გვაფურთხებს სულში ეს არამზადა. წადი რა, ქაჯან, დროა უკვე.
emigranti
10 აგვისტო 2019 05:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული