რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში ქართველი ქომაგების დიდი ნაწილი, სანჩო პანსასავით აღელვებული, დონ კიხოტს მისდევდა და წარმოსახვაში წარმოიდგენდა, თუ როგორ ეთამაშებოდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თბილისის "დინამო" თუნდაც "მანჩესტერ იუნაიტედს". ამ წარმოსახვაში გვავიწყდებოდა ის ამბავი, რა დონეზე ვიყავით და სად? მავანნი იტყვიან, რომ ჟურნალისტები საკბილოს ეძებთო ან თუ მატჩამდე დაიწერებოდა რაიმე, დაგვაბრალებდნენ, ეგ არის, ფეხბურთელებს გუნება-განწყობას უფუჭებთო.

ბლეზ პასკალს დავესესხები ერთ ფრაზას: "წარმოსახვა - ესაა ადამიანის უნარი, ცდუნების სათავე, შეცდომებისა და სიცრუის წყარო, მით უფრო ცბიერი, რომ ყოველთვის როდი ცბიერობს". - ჰოდა, წარმოსახვაში
გვეგონა, რომ "დე კუიპზე" ისევ ის "დინამო" იდგებოდა, რომლის ისტორია დღევანდელ თაობას არ გვახსოვს და მხოლოდ ძველ კადრებში შეგვიძლია ვიხილოთ ან უფროსების მონაყოლი გავიგონოთ.

დღეს ქობულეთში ჩემი ახლობელი მეუბნებოდა, კომუნისტების დროს მოსკოვის ცსკა შეკრებაზე იყო ჩამოსული. სოფელ ბობოყვათში ადგილობრივმა მოსახლეობამ გუნდი შეკრა და დღეს სადაც ქობულეთის "შუქურა" ვარჯიშობს, იქ ფრედ, 2:2 ეთამაშნენო. შეიძლება ეს ამბავი მართლაც მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ყველაფერი განმეორებადია და რაც ადრე იყო, ის ახლაც იქნება.

რაღაცნაირად ბევრი თითს ჩისკოსკენ იშვერს. დაგეთანხმებით, ის დებიუტანტია, შეიძლება მისი სამწვრთნელო კარიერა ან მალე დამთავრდეს, ან დიდხანს გაგრძელდეს. ხშირია შემთხვევა, რომ ფეხბურთელის სამწვრთნელო კარიერა ვერ ამართლებს, რადგან მოედანზე სირბილი და ტაქტიკური მონახაზების გაკეთება სხვადასხვა საქმეა. თუმცა მას ჰყავს თუნდაც გვერდით ზაურ სვანაძე, რომელსაც შეუძლია რაღაცები ასწავლოს და ქართულ-ესპანური კონსესუსი მივიღოთ. მაგრამ ათასში ერთხელ ხდება, რომ მწირი რესურსით მწვრთნელი საოცრებებს ახდენს. ასეთები არიან ჩვენს ჩემპიონატშიც, მაგრამ სხვა გუნდებში მუშაობენ.

წარმოსახვის ძიებაში გვავიწყდებოდა ის ფაქტი, რომ "დინამოს" კარში იყო ხოსე პერალესი, რომელიც დიდი ალბათობით, ესპანეთის საუკეთესო მეკარეების ასეულში ვერ მოხვდება, ვერც საქართველოს ეროვნული ლიგის მეკარეების სამეულში. მეტსაც ვიტყვი, ის სათამაშო კლასით თითქმის იმავე დონეზეა, როგორც  - დემეტრე ბულისკერია, ლუკა შეროზია, გიორგი ჩოჩიშვილი, ბექა ქურდაძე და ა.შ. მაგრამ ამ შემთხვევაში ის განსხვავებაა, რომ ამ ბიჭებს კარგი გამოწრთობის შემთხვევაში უფრო დიდი პერსპექტივა აქვთ, ვიდრე პერალესს.

"დინამოს" ორი არჩევანი ჰქონდა, უნდა ეთამაშა ან ყრუ დაცვა, ან ერთი გადახუნებული ფრაზისთვის დაეჯერებინა: "საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა". მაგრამ ორივე შემთხვევაში პრობლემა იყო, რადგან არც საყრდენი ზონა და არც დაცვის ხაზი არ იყო მზად, იდეალურად დასდგომოდა მეტოქეს.

ზოგს შეტევაში სირბილი უფრო შეეძლო, ვიდრე ზონების შევსება; ზოგს მაღალ ბურთზე უჭირდა თამაში, ზოგს მეორე ტაიმში ფიზიკური მომზადება არ ეყო, ზოგსაც არ შეეძლო მეტოქის მოძრაობის გამოცნობა და ზოგსაც მხოლოდ ის აბედნიერებდა, რომ "დე კუიპზე" თამაშობდა.

"ფეიენოორდი" არ არის ევროპულ ასპარეზზე მაღალი დონის კლუბი, დღესდღეობით საშუალო დონის გუნდია ნაკლებად "ფერადი" ფეხბურთით. თუ მკითხავთ, წინა სეზონში მხოლოდ ვან პერსი სძენდა მათ თამაშს გარკვეულ ხიბლს. ჩვენ ჩვენი ფეხბურთელების ინდივიდუალური შესაძლებლობის იმედზე ვიყავით. გვეგონა, რომ იქ ლევან შენგელიას ბენეფისი შედგებოდა ან ნიკა ნინუა ჯარიმიდან გაიტანდა, როტერდამიდან კი გატანილი გოლით, ფრით ან მინიმალური ანგარიშით დამარცხებულები დავბრუნდებოდით. მაგრამ გვავიწყდება ის ფაქტი, რომ ეს გუნდი წელიწადში რამდენჯერმე ამომავალი ტალანტებით გადაძეძგილ "აიაქსს" და პსვ-ს ეთამაშება, რომლებიც ინდივიდუალური შესაძლებლობით გამორჩეულ ცხვირმოუწმენდავ ბავშვებს მთელი მსოფლიოს გარშემო კრებენ და ვარსკვლავებად აქცევენ.

დიახ, "ფეიენოორდის" მცველები მათ უმკლავდებიან. წინა წელს 6:2 აგემა როტერდამულმა გუნდმა "აიაქსს", რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე საოცრებებს აკეთებდა.

ჰოდა, არავის არაფრის იმედი არ ჰქონდეს, სანამ "დინამოში" "გუნდის" გაკეთება არ დაიწყება; სანამ არ დასრულდება კლუბის პოლიტიკა, რომლის მიხედვით, აკადემიაში გამოზრდილ ნიჭიერ ბიჭებს ევროპის დაბალი დონის კლუბებში ასხვისებს. მალე შენგელიაც წავა, შემდეგ ნინუაც, დიდი ალბათობით, ზარიაც და გაგრძელდება ის, რაც არაერთხელ გვინახავს.

P.S. ათწლედში ერთხელ შეიძლება წილისყრაში გაგიმართლოს ან არა. შეეშვით წარმოსახვებით გამოკვებას და "დატკბით" რეალობით.

altთბილისის "დინამომ" "ფეიენოორდთან" ვერაფერი გააწყო - 0:4 [VIDEO]

altთბილისის "დინამოს" მწვრთნელი: ასეთ შედეგს არ ველოდით და არც ვიმსახურებდით

alt იაპ სტამი თბილისის "დინამოსთან" დიდი ანგარიშით მოგებაზე: ამან არ გამაკვირვა

მკითხველის კომენტარები / 42 /
არც ჟურნალისტი და არც კომენტარის ავტორები აზრზე არ ხართ არც ფეხბურთის არც ელემენტარული ეკონომიკური განათლება გაქვთ რომ მიხვდეთ თუ რატოა ქართული ფეხბურთი ამ დღეში, გაჰკივიხართ ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიეხედოს, უცხოეთში ფეხბურთელები არ უნდა გავუშვათ და მსგავს სიიბრძნეებს.
semi
09 აგვისტო 2019 16:35
16
ისე გადავამოწმე და პერალესი მართლა არ ყოფილა ასეულში
ძღაბი
09 აგვისტო 2019 16:33
0
Aseulshi rom iyos chventan ra unda...ar camovidoda espanetidan da itamashebda mesame ligas...
Robi
09 აგვისტო 2019 17:09
0
არ უნდა შევქმნათ უაზრო მოლოდინები. ჯერ ფიფია იძახდა გაბალას მატჩის მერე-ფეინოორდს მოვუგებთო. განწყობის შექმნა სხვაა და მატჩისთვის მზადება სხვა. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუნდს ეგონა გაბალას დონე და როცა ნახა თანამედროვე ფეხბურთი, პატარა ბავშვები შესრულებით, გუნდი ანერვიულდა. აბა ვერ ვხსნი უაზრო მივარდნებს ბურთზე, (ბურთი ვისაც ქონდა) ამ დროს უბრალო სამკუთხედებს და კედლებს გვითამაშებდნენ საჯარიმოში. მოკლე არა მარტო თანამედროვე ფეხბურთით და ტექნიკით, არამედ ფსიქოლოგიურადაც გვაჯობეს.
mdaa
09 აგვისტო 2019 16:28
0
მეტოქე ჩვენზე მაღალი დონის იყო და ეს დაამტკიცა უბრალოდ შეიძლებოდა 4 გოლის არ გაშვება მწვრთნელთან პრეტენზია მე პირადად არ მაქვს პირიქით უნდა გაუხანგრძლივონ კონტრაქტი პროგრესი ჩანს დინამოს თამაშში და ეს ჩემპიონატზეც აისახა 1 ადგილზე რომ არის დინამო და ევროტურნირებზეც 2 ეტაპი გადავლახეთ ძალიან დაგვეტყო რომ გამოუცდელი გუნდი ვართ და დაძაბულები თამაშობდნენ ფეხბურთელები ამ გამოცდილებას ასეთ თამაშებში ვიძენთ და შემდეგ წელს ასეთ შეცდომებს იმედია აღარ დაუშვებენ ფეხბურთელები რაც შეეხება შემადგენლობას დაცვა არ გვყავს კარგი გუჯა რუხაია 0 ია რასაც ქვია იაშვილი შეტევაში ამწვავებს მაგრამ დაცვაში 0 მოკლედ მარჯვენა მცველი გვჭირდება და ვფიქრობ თემურ ფარცვანია რომელიც თავისუფალი აგენტია კარგი იქნებოდა და გაგვაძლიერებდა ასევე შუა მცველები არ გვივარგა კობოური მონხილი ორივე გასაშვებია გუნდიდან და მოსაყვანია გამოცდილი კარგი მცველები მონხილი იმენა მოყვარულია და კობოური კიდე არ არის დინამოს დონის მცველი დუნაისკასთანაც დაამტკიცა ეს გასულ წელს და ახლაც ასევე კუხიანიძე გასაშვებია და ვინმე წესიერი გამთამაშებელი არის მოსაყვანი და არ სჯობს ესპანელები შეტევაში მოიყვანონ? დაცვაში 4 ლიგიდან მოყვანილ ესპანელზე არ უნდა იყო მაგას სჯობს მოიყვანო ქართველი გამოცდილი ვინმე ან უკრაინის ჩემპიონატიდან სადაც ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ და დაცვაში კარგად დგანან აქ კი პირიქით ხდება ესპანელები დაცვაში მოყავთ უკრაინელები თავდასხმაში ასევე მეკარე ლიტოვჩენკო ჩააყენოს ....
ka
09 აგვისტო 2019 16:12
2
გუშინ გამოჩნდა კლასში ძალიან დიდი სხვაობა, ამ კლასის ამაღლება არ მოხერხდება თუ ფეინოორდის მსგავს გუნდებს ხშირად არ ვეთამაშედ. ერთი რაღაც არ მესმის რატომ არ შეიძლება რომ ზაფხულში სეზონის წინა მოსამზადებელი ამხანაგური მატჩების ჩატარება ფეინოორდის მსგავს გუნდებთან, რატო გეგმავენ ეს ქართული კლუბები თურქეთის, პოლონეთის, რუმინეთის მეორე და მესამე ლიგის თითქმის სამოყვარულო კლუბებთან? ისედაც ნოლზე დაშვებული კლასის მქონე ფეხბურთელი კინდე მისი მსგავსი უკლასო გუნდებთან უნდა ათამაშო და თან ელოდო რომ ამით ის რაღაცას ისწავლის? ერთი გადახედეთ რა გუნდებს ეთამაშებიან ბობოლა გუნდები ამხანაგურებში, პირველი ან მეორე ლიგების კიარა სამოყვარულო კლუბებს ეთამაშებიან გუშინ ბავარიამ რომელიღაც გერმანულ სამოყვარულო კლუბს ეთამაშა 23 -0 მოუგო, ასეთ სამოყვარულო გუნდს თბილისის დინამოსთან თამაში არ ურჩევნიათ,? ამიტომ სანამ იმ დონემდე მივაღწევთ რომ ევროპის საკლუბო ტურნირებზე მოვხდეთ და წამყვან კლუბებს ვეთამაშოთ მანამდე ამ კლუბებს ამხანაგურებში ვეთამაშოთ რაც შეიძლება მეტი რომ როცა ოფიციალურ შეხვედრებში მათთან დაპირისპირება მოგვიწევს ფეხბურთელებს მუხლები აღარ აუკანკალდეთ
dinamo
09 აგვისტო 2019 16:05
2
Semis და რომელმა გენიოსმა გადაიყვანა მაგ სისტემაზე ნატა ა?
ლევანი
09 აგვისტო 2019 23:12
0
გრნიოსი ხარ, საქართველოში ჩემიონატია მაგ დროს გაჩაღებული და როგორ უნდა ეთამაშო ბავარიას? როცა ამხანაგური ტურნირებია ზამთრის შესვენებაზე კიდე ჩვენი გუნდები უფუობის გამო მაქსიმუმ თურქეთში გაფრინდენ, როცა ევროპული კლუბები ესპანეთში ამერიკასა და ჩინეთში მიფრინავენ შეკრებებზე.
semi
09 აგვისტო 2019 16:40
3
არც იმედი მქონია,რომ დინამო მოიგებდა ფეიენორდთან ან ფრეს დასჯერდებოდა,უბრალოდ ასე თუ განადგურდებოდა ეგ ნაღდად არ მეგონა.არავის წარმოუდგენია ახლა ამ წუთისთვის დინამო ვინმეს მომგებ გუნდად, გულშემატკივარს უბრალოდ უნდა,რომ ბრძოლა,სული და გული ჩადონ თამაშში,რასაც არ აკეთებენ ქართული კლუბების უმეტესობა და ფულზე არიან დაგეშილი.არ ვუყურებ საქართველოს ერთა ლიგას.არა იმიტომ,რომ უხარისხო და ცუდი თამაშია არამედ იმიტომ,რომ გულით არ თამაშობენ და მეორე ტაიმში უბრალოდ "დაძუნძულებენ" დაბოლილებივით.მოეწყინა გულშემატკივარს ასეთი უსულდგმულო და უაზრო თამაშები.ხშირად ჩვენი გამოხატვის ფორმა მართალია არასწორია,მაგრამ აღარ გვინდა იმედგაცრუება.ყოველთვის დავდიოდი სტადიონზე დინამოს თამაშებზე,მაგრამ დავიღალე უკვე ამ უაზრობის ყურებით.გამიჩერეთ "ქართული ფეხბურთი" ჩავდივარ...პ.ს.საბურთალო კარგ თამაშს აჩვენებს და ბ.დინამოც.ეს კომენტარი ამ გუნდებს არ ეხებათ...
კარგით რა
09 აგვისტო 2019 16:03
8
ათწლეულები გადის უკვე და არფერი იცვლება. ყოველთვის ერთი და იგივე ხდება. რომელი ერთი გავიხსენოთ? ბოავიშტა, ლევერკუზენი, ბრაგა. თუნდაც იმ წელს, რომელსაც ასე ტკბილად იხსენებს ზოგიერთი, (ბილბაოს ატლეტიკთან დაპირისპირებებს ვგულისხმობ ერთი ტაიმი რომ დაგვაკლდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე) ზუსტად ერთ თვეში ამ თამაშიდან ორჯერ ძალიან მწარედ დავმარცხდით ჰოლანდიურ ტილბურგთან 2000 წლებს აღარ მივყვები. რა იყო საერთო იმ თამაშებსა და გუშინდელ თამაშს შორის? პირველ რიგში უსფუძვლო ამბიციები, ზოგ შემთხვევაში დინამოს თამაშამდე ფავორიტადაც კი მიიჩნევდნენ ან მეტოქის ტოლ-სწორად მაინც. თუმცა როგორც კი თამაში დაიწყებოდა ზუსტად ის ხდებოდა, რაც გუშინ მოხდა - ძალიან დიდი სხვაობა ტემპში, ფიზიკაში, აზროვნებაში ანუ ყველაფერ იმაში რისგანაც შედგება ფეხბურთი. ამით უბრალოდ იმის თქმა მინდა რომ საშუალო ევროპული დონის ფეხბურთს მაშინაც ჩამოვრჩებოდით და ახლაც იგივე დღეში ვართ. ზოგიერთი იტყვის ბიჭებმა პირველად ითამაშეს ასეთ დონეზე და ძალიან დიდი გამოცდილება მიიღესო. და რა ამით? დარწმუნებული ვარ თუ დინამომ მომავალ წელსაც მოახერხა რომელიმე ევროტურნირის ამ ეტაპამდე გაღწევა იმ 11 კაცისგან ვინც გუშინ დაიწყო თამაში არც ერთი არ იქნება დინამოს შემადგენლობაში პირობითად ფილიფს არენაზე, ან ამსტერდამ არენაზე. მათ მაგივრად სხვა ბიჭებს დაგვიჩაგრავენ ამათ კი გუშინდელი გამოცდილება ალბათ გამოადგებათ ირანის, აზერბაიჯანის, უნგრეთის და ა.შ. ჩემპიონატებში სათამაშოდ
დუდუ
09 აგვისტო 2019 16:00
1
დისციპლინა და ცოტა პატრიოტიზმი აკლიათ.
ddgfdf
09 აგვისტო 2019 15:47
3
მართლა მჯერა, რომ დღევანდელი დინამო იმსახურებდა ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპს. მომწონს მე ჩისკოს დინამო, მარა ახლა თავს ზევით ძალა არ იყო. ნინუას ფანი ვარ, ასეთი მონაცემების საყრდენი არ უნდა დაიკარგოს...
ლაშა
09 აგვისტო 2019 15:41
6
ვკითხულობ სტატიას და სრული მარაზმი და ნაბოდიალებია. მიჩნდება განცდა რომ სტატიის ავტორი და არა მარტო, ასევე უმეტესი ქართველი ვითომ გულშემატკივარი აზრზე არ არის და მოწყვეტილია რეალობას, ქართული ფეხბურთის რეალობას. ჩისკოს დააბრალეს ზედიზედ 6 თამაშში გოლი არ აქვთ გაშვებული და ყველა დამაჯერებლად მოიგეს და რაა, რა გინდათ ეხლა ფეინოორდს მოუგოო? ტოტალური ფეხბურთის სამშობლოს ჰოლანდიას, ქვეყანა სადაც მილიარდები იხარჯება ფეხბურთის განვითარებისთვის, მაღალი დონის სტადიონებიდან დაწყებული ბავშვთა აკადემიებით დამთავრებული. მოდით რა ფეხბურთი ისეთი სპორტია მარტო ბრძოლის ჟინით ვერ ითამაშებ , სხვა განვითარება ჭირდება, სტადიონები ჭირდება, ბავშვთა აკადემიები ჭირდება, რეკლამირება ჭირდება, სტადიონზე მისვლა ჭირდება და ა.შ სხვა მრავალი ნიუანსი. ძალიან შორს ვართ ამისგან რაა, დარწმუნებული ვარ დინამოს ან ნებისმიერ სხვა ქართულ გუნდს ევროპა ლიგის ნახევარ ფინალში რომ წააგონ, გადაუვლის ხალხი და არ დაუფასებენ ამ შრომასაც. ყველა პროფესორი გახდა და ექსპერტი, ეგრე არ გამოვა მეგობრებო , ნაბიჯ ნაბიჯ არის ყველაფერი მისაღწევი და არ არის სამართლიანი დინამოს ფეინოორდთან გამარჯვება მოთხოვო, და საბურთალოს ზაგრების დინამოსთან, იმიტომ რომ მათ ყველა ეტაპი გავლილი აქვთ იმისთვის რომ საშუალო ასპარეზზე ითამაშონ და ჩვენ არა. ხოო და კიდევ არავინ არ თხოვთ მათ თავინათ ქვეყანაში ევროპა ლიგის მოგებას.
Z.Z
09 აგვისტო 2019 15:33
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული