"დინამო" უპასუხისმგებლოდ იქცევა - რომან გოცირიძე უეფას სანქციას ეხმაურება

AutoSharing Option
საქართველოს პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" რომან გოცირიძე სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" თბილისის "დინამოს" მიმართ უეფას მიერ დაწესებულ სასჯელს ეხმაურება.

"თბილისის "დინამო" უპასუხისმგებლოდ იქცევა. ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადოს და დაგმოს გულშემატკივართა ნაწილის ფაშისტური გამოხდომები, ცდილობს, გაამართლოს ისინი. უეფამ არ მიიღო "დინამოს" სააპელაციო საჩივარი და ცარიელი ტრიბუნების ქვეშ მოუწევს საპასუხო თამაშის გამართვა.

ქვემოთ ერთ-ერთი ბანერია გამოფენილი, რომლის შესახებაც "დინამოს" გულშემატკივართა კლუბი ამბობს, რომ ეს რიცხვები ამ კლუბის დაარსების თარიღია. სინამდვილეში რაც არის, მეორე ფოტოში ჩანს, სადაც ტვინგამორეცხილი ქართველი ნაცისტი დგას ჰიტლერის პოზაში
მსგავსი ბანერის გვერდით.

უეფამ, გარდა ბანერებისა, რასისტული შეძახილები და ჟესტებიც დააფიქსირა სტადიონზე.

"დინამო" უეფამ დაავალდებულა, რომ უნდა გამოფინოს საპასუხო, ანტირასისტული ბანერი და გადაიხადოს 50 ათასი ევრო. ვნახოთ, როგორ მიმართავს თავის გზააბნეულ ქომაგებს და მოუხდის თუ არა ბოდიშს ყველას, ქართველებს თუ არაქართველებს და აღიარებს თუ არა იმ მორალურ ზიანს, რომელიც მიადგა ქვეყანას და რომელიც შეიძლება არ მომხდარიყო, მსგავსი ქმედებების პირველი გამოვლინებისთანავე რომ მიეღოთ შესაბამისი ზომები", - წერს რომან გოცირიძე.

თბილისის "დინამო" უეფამ ფანკლუბის წევრების მხრიდან ფაშისტური სიმბოლიკის გამოფენის გამო დასაჯა. ქართულმა კლუბმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა უეფამ სასჯელი ძალაში დატოვა.

მკითხველის კომენტარები / 41 /
ქოცების ტროლები ერთხმად აყვურდნენ კუპონი კუპონიო, იმას კი არ უყურებენ რა თქვა ამ კაცმა. არა და რაც თქვა სიმართლეა.დინამოს ხელმძღვანელობამ ეს მოფაშისტო ელემენტები უნდა ჩამოაშოროს გუნდს და გულშემატკივარს ბოდიში მოუხადოს. აქ მოვისმინე ზოგს არ ჯერა ფაშისტების არსებობა და ფიქრობს უეფამ უსამართოდ დაგვსაჯაო. გაგახსენებტ ერთ ფაქტს რუსთაველზე პარლამენტის წინ ერთი მოფაშისტო ჯგუფი როგორ ემუქრებოდა ხალს ბრუტალური ანგარიშწორებით ამაზე ხელისუფლების რეაქცია კი ნოლი და წახალისება.რაც შეეხება კუპონიჩობას გოცირიძე ხელისუფლებაში რომ იყო ლარი 1,6 იყო ახლა კი 2,99-ია
irakli81
14 აგვისტო 2019 17:45
11
გოცირიძე არსად დაგეკარგოს კუპონიანად) რაც თქვა ცუდად არ უთქვამს, მაგრამ ზოგადად რომ ცუდ საქმეებზეა ჩასაფრებული ეს ნაღდია.
dato
14 აგვისტო 2019 19:39
11
ისე ამ სიმბოლოზე, რომ ავარდა უეფა, მაგ ლოგიკით ლაციო სულაც ასაგრძალი ყოფილა, ჯერერთი გუნდი მუსოლინის დაფუძნებულია, მერემეორე გუნდის სიმბოლო ფაშისტური არწივია, და რამდენი ლაციოს ფეხბურთელი მახსოვს გოლს გიტლერის პოზაში ხელგაშლილი აღნიშნავდა. თუმცა დინამოს ზოგიერთი ე. წ ფანის გამართლება არ შეიძლება.
Nnn
14 აგვისტო 2019 17:30
10
მერე რა გინდა დასაჯეს წინა კვირაში ლაციო.ფეხბურთის თამაშს ვერ აუკრძალავენ და სანქციებს იღებს უეფა და არავის პატიობს მსგავს საქციელს.მიუხედავად იმისა რომ უეფა მიმაჩნია კორუმპირებულ დაწესებულებად,ამ შემთხვევაში მართალია.ნუ ცდილობთ ზოგიერთები ტაულეტის ქაღალდით სირბილს.დავემორჩილოთ,კანონიერ,რელიგიურ და მორალურ პრინციპებს.
1
14 აგვისტო 2019 18:16
1
ეგ არწივი ფაშისტური კი არა, რომაულია და ნაცისტებს ქონდათ წაღებული რომაელებისგან, ვინაიდან თავს მესამე რომის იმპერიას უწოდებდნენ.
kote
14 აგვისტო 2019 18:02
1
რომან კუპონიჩ, ის როგორ იყო ხალხის ფული, რომ გამორეცხეთ კუპონებით? ტვინი გამორეცხილი და სინდის ნამუს გამორეცხილიც ის არის, ვინც კუპონიზაცია ჩაუტარა საქართველოს!
დავითი
14 აგვისტო 2019 17:09
28
დისლაიქი არ დამისვია,მაგრამ ტვინგამორეცხილობაში ვერ დაგეთანხმები.ეგ ნამდვილად ნამუს გარეცხილია და არც თვითონ იტყვის რომ ეს სიცრუეა,ტვინგამორეცხილები კი ჩვენ აღმოვჩნდით რომ ეგ მოვითმინეთ და შედეგად ჯიბეც გამოგვირეცხეს.სწორედ ამიტომაა,რომ თვითონ ნაცისტი,სხვებს აბრალებს ფაშისტობას და ჩვენც კვლავ ვითმენთ.სანამ მოვუთმენთ,სულ ასეთ და უარეს დღეში ვიქნებით
სოსო
15 აგვისტო 2019 10:30
1
ვის არ მოეწონა ეს კომენტარი? ტყული ფაქტი მოვიყვანე თუ სინდის ნამუსია ხალხის ღლეტა? ასე ძლაინ რამ შეგაყვარათ კარიკატურა?
დავითი
14 აგვისტო 2019 18:21
12
ყველა გამოხმაურება
ეს ის არ არის,იოსელიანის მთავრობაში რო იყო ვიცე პრემიერი?!...რამდენ მანეთსაც ახლა შემოიტანთ ბანკში,ერთი წლის მერე ორმაგს დაგიბრუნებთო,ამან და მისმა მთავრობამ არ დაგვაყაჩაღა?!...მიდი რა!...მორალი უკითხე შენს ბელადს,უკრაინაში!...
ქუთაისი
14 აგვისტო 2019 16:48
26
გოცირიძის პერსონა აქ მე-100 ხარისხოვანია, თავად ფაქტია შოკის მომგვრელი, ქართველი შეიძლება ჯანდაბას იყოს სტალინისტი, მარა გიტლერისტობა რა უბედურებაა.
Kkk
14 აგვისტო 2019 17:20
8
ჯერ კიდევ მაშინ როცა საქართველოს ჩემპიონატის ატანა შემეძლო და დავდიოდი თამაშებზე უკვე რომან ფიფიას დროს დინამო ფანკლუბში იყვნენ შავენში ჩაცმული ნიღბიანები რომლებიც ფაშისტური მოწოდებებით გამოირჩეოდნენ თამაშების მსვლელობისას და ეს როგორც ჩანს დღემდე გრძელდება. დინამოს ხელმძღვანელებს ჰქონდა სასაცილო ალიბი - თურმე ფანკლუბი დინამოს პირველი საგარეო მატჩში 1988 წელს გაჰყვა. 1981 წელს თასის მფლობელთა თასის ფინალში რომ ქართველები იყვნენ ისინი არ ითვლებიან ქართველბად. 1988 წელს სიტყვა ფანკლუბი არც გაუგიათ (Fan Club) და თუ გაიგებდნენ ეგრევე კედელთან დახვრეტა :D
დათო30
14 აგვისტო 2019 16:36
2
ამ მთავრობას ნაღდად არ ვგულშემატკივრობ, მაგრამ გოცირიძე რაც არის, ყველას ახსოვს, შე მართლა კუპონა, რამდენი კაცი ამოწყვიტა გაკუპონებამ, საქართველოს ეროვნული ბანკის ნაცვლად, ხალხი ეროვნულ ბანძს ეძახდა, გახსოვს შე გნიდა? მე მახსოვს. რაში სჭირდებათ ასეთი სახეები ნაცებს, ვერ გამიგია?!
ბ.მ.ბ.
14 აგვისტო 2019 16:31
20
რა ტქვა ცუდი დაგვაჯვეს ზედ ამ ახვრებმა გამოვიდეს და ბოდისჰი მოუხადოს დინამოს გულსჰემატკივრებს დანამოს სჰეფებმა
bajo
14 აგვისტო 2019 16:18
8
საქართველოში უამრავი მუქთახორა ცხოვრობს. დაბალი ინტელექტის, არაფრისმცოდნე და არაფრისშემძლე ხალხი, რომლებსაც თავიანთი უუნარობა აკომპლექსებთ და თვითგამოხატვას ასეთი მეთოდებით ცდილობენ. ზოგი ფაშისტობს, ზოგი "ჯვარკომბალობს", ზოგიც ურაპატრიოტობს და ჰგონიათ რომ ქვეყანას საქმეს უკეთებენ.
ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეების კეთება კი რთულია, ცოდნასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. და რადგანაც ამ "არსებებს" ეს თვისებები არ გააჩნიათ, "ოქროს წესს" ვასწავლი - თუ ვერ აკეთებთ, ნუ გააფუჭებთ მაინც...
korben dallas
14 აგვისტო 2019 16:13
7
სასაცილოა ნაცისტი ნაციზმს რომ აბრალებს არანაცისტებს.ვერავინ დამაჯერებს,რომ დინამოს ფანები,მიუხედავად მათი საკმაოდ ხშირი აგრესიული ქნედებებისა მოწინააღმდეგე გუნდების ფანების მიმართ,. ფაშიზმის მიმდევრები არიან
სოსო
14 აგვისტო 2019 15:56
28
Pirvelad vetanxmebi am kacs. Fashizmi aris ubedureba.
Mdaaa
14 აგვისტო 2019 15:56
6

სიახლეები პოპულარული