ლევან შენგელია: ყველაფერი იქით მიდის, რომ სათამაშოდ თურქეთში წავალ

AutoSharing Option
ესპანური გამოცემა eldesmarque წერს, რომ თბილისის "დინამოს" შემტევი ლევან შენგელია თურქულ კლუბში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა და შესაბამისად, მისი "კადისში" გადასვლის შანსებიც აღარ არსებობს.

გამოცემის მიხედვით, თურქული კლუბის შეთავაზება უფრო მისაღები აღმოჩნდა ქართველისთვის და სტატიის ავტორის მიხედვით, ეს შენგელიამ მათთან საუბარში აღნიშნა.

"საქმე იქით მიდის, რომ სათამაშოდ თურქეთში წავალ. რამდენიმე დღეში ყველაფერი გაირკვევა", - უთხრა შენგელიამ გამოცემას.

საქართველოს ჩემპიონატსა და განსაკუთრებით, ევროპა ლიგაზე კარგი თამაშის გამო ლევან შენგელიამ რამდენიმე კლუბის ინტერესი დაიმსახურა. პირველი შეთავაზება "კადისმა" გააკეთა, შემდეგ იყო "ტენერიფე", თუმცა, როგორც
ჩანს, 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სათამაშოდ თურქეთში წავა.


მკითხველის კომენტარები / 27 /
ფული და ფული, განვითარება ცალ ფეხზე კიდია. აი კიდევ რით ჯობდა ამ დროს სოციალიზმი
გიორგი
19 აგვისტო 2019 14:52
6
შემდეგ ალბათ აზერბაიჯანში , ან უზბეკეთში წავა უკეთესი პირობების გამო. თურქეთი რითი სჯობს ევროპას გამაგებინა ერთი.
ოდდსპორტალი
19 აგვისტო 2019 14:37
2
დარჩი დინამოში. ქვილითაიასავით გახდები თუ წახვალ
იკა
19 აგვისტო 2019 14:22
2
უკეთეს პირობებში რა იგულისხმება, ფული სათამაშო დრო თუ რა, ეგეც დააფიქსირეთ ხოლმე რომ გაიგოს ხალხმა, როგორც ასეთი ესპანეტი 10 თავით ჯობია თურქეთს, მითუმეტეს როცა გუნდი გადმოსასვლელად ბრძოლობს, საგრძნობლად გაძლიერდა კადისი, თურქეთში უნდა იტამაშოს, გუნდში რომელიც ცხრილის შუა ადგილია და სუპერ ლიგაში დასარჩენად, ესპანეთში უფრო განვიტარდებოდი ლევან, შეიძლება ვცდები მაგრამ ლოგიკურად მასე, სად ესპანური და სად თურქული , ცარმათებები ნუ ბლოკავთ..
va-le
19 აგვისტო 2019 13:36
0
კიდევ ერთი ფეხბურთელი გააფუჭა ფულმა.აწი ამისგან არაფერი გამოვა.
status quo
19 აგვისტო 2019 13:17
13
თქვენი არ ვიცი,მე მაგრად ვბალელშიკობ ამ ბიჭს.თავს არვზოგავს არასოდეს,ჟილკიანია,ბევრს ისეთს აჯობებს თავი მაროდონა რო გონია
დ.გ
19 აგვისტო 2019 12:55
12
მისი კარიერა და მისი ცხოვრებაა სადაც უნდა იქ წავა რა გაუხურეთ საქმე ამ ფეხბურთელებს?!
gio
19 აგვისტო 2019 12:49
8
გააჩნია თურქეთში სად, რომელ გუნდში მიდის?! არველაძეებმა, ფაჩულიამ და კიდევ სხვებმაც თურქეთიდან დაიწყეს! კადისში კი ნამდვილად არაფრის პერსპექტივა არ ექნება. ხოლო ის რომ სამშობლო და ახლობლები მოენატრება და შეიძლება ამის გამო თქვას უარი სადღაც გადასაკარგში, მეორე დივიზიონის გუნდში გადასვლაზე, ეს ძალიანაც მისასალმებელი გადაწყვეტილებაა. ვისაც საქართველოს, ყველაფერი ქართულის მიმართ ნიჰილიზმი გჭირთ მხოლოდ მეცოდებით!
aburjga
19 აგვისტო 2019 12:36
12
ნიჰილიზმი რა შუაშია? ახლოს ყოფნაზე რომ ვხუმრობ, ძნელი მისახვედრია?! რათ უნდა ბაასი გალა და ფენერი არ ეძახიან, და არც ერთი პირველ 7-8 გუნდიდან. ჰო და ჩემი აზრით ესპანეთის პირველი ლიგა ჯობია, თურქეთის უმაღლესს. და სიახლოვენ კი არა, მეტმა ფულმა გადააწყვეტია თურქებში თამაში. პროფესიონალური ზრდა არ აინტერესებს, იქნებ და გვეშველოს და თავდახსმელი გამოჩნდეს ვინმე ნაკრებში. ეეეჰ
alexandre
19 აგვისტო 2019 14:59
0
კერძოდ რომელ თურქულ კლუბში აპირებს წასვლას, ვერ დაწერთ?
თემო
19 აგვისტო 2019 12:25
0
ერთადერთი, რის გამოც შეიძლება გაუგო, ის არის, რომ მხოლოდ 23 წლისაა და მოენატრება საქართველო და ახლობლები და შეძლებს ადვილად ჩამოსვლას. საქმე? პროფესია? ეს რა შუაშია.....
alexandre
19 აგვისტო 2019 12:06
13

სიახლეები პოპულარული