კახა კალაძე "მილანში" კარლო ანჩელოტის მწვრთნელობისას თამაშობდა. ანჩელოტი 18 ოქტომბერს ალესანდრო ალსიატოს წიგნის - "დემონების" პრეზენტაციას დაესწრო და კალაძის ამბავი გაიხსენა.
"ისტორია, რომელიც კალაძეს თავს გადახდა, ჩვენთვის "მილანში" იმ პერიოდში განსაკუთრებული იყო. ის ყოველთვის გვაჩვენებდა ღირსებასა და პროფესიონალიზმს და ეს იდეალური იყო.
როდესაც მისი ძმის გარდაცვალების ცნობა მოვიდა, "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის მნიშვნელოვანი მატჩისთვის ვემზადებოდით. ვფიქრობდით, რომ ვერ ითამაშებდა და გათავისუფლებას გვთხოვდა, მაგრამ ის დარჩა", - ციტირებს ანჩელოტის "ტუტოსპორტი".
ჯობია, თემატური იყოს კრიტიკა და კონსტრუქციული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭირვეული პატარა ბავშვებისგან არაფრით განვსხვავდებით, ზრდასრული ადამიანები.