გლდანში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება

AutoSharing Option
8 ნოემბერს, 12:00 საათზე, გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე გლდანის რაიონის გამგებელთან და მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად დაესწრებიან.

გლდანის საფეხბურთო ცენტრის პროექტის ფარგლებში, ადგილზე ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული მოედანი ზომით 108 მ * 72 მ მოეწყობა, ასევე დამონტაჟდება მოედნის 230-250 ლუქსიანი განათება, ორას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა და ადმინისტრაციული შენობა.

საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის დასრულება 2020 წლის დეკემბერში იგეგმება. სპორტულ კომპლექსს ქალთა და მოყვარულ ფეხბურთელთა გუნდებთან ერთად ადგილობრივი საფეხბურთო
სკოლები სრულიად უსასყიდლოდ გამოიყენებენ.

მისამართი: გლდანი, მე-7 მკ/რ, ყოფილი რადიოქარხნის მიმდებარე ტერიტორია.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ra gadakevit am gdans, mogcemen xmebs isedac, regionebs mixedet puli tu gakvt, betonze da talaxchi tamachoben umaglesi ligis gundebi, sircxvilia arcert kvekanachi chvennairi talaxnarevi stadionebi araa, kvelgan pegburti pegburts emgvaneba , sakartvelos garda, arc stadionebi, arc makurebeli, tbilischi uamravi stadionebia da xalxi ar dadis, regionebchi stadionebi ras gavs
KUTAISELI
15:14 12-11-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული