საქართველოს ქალთა ნაკრები დანიასთან 0:14 განადგურდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
12 ნოემბერს, ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში საქართველოს ქალთა ნაკრები ვიბორგში დანიასთან 0:14 დამარცხდა.

პირველი ტაიმი დანიამ 10:0 მოიგო, მეორე ტაიმში კი 4 გოლის გატანა "იკმარა".

რა თქმა უნდა, დანიასთან გამარჯვებას არავინ ელოდა, მაგრამ პირველ წრეში ამ გუნდთან ჩვენმა ნაკრებმა თბილისში 0:2 წააგო და მთლად ასეთი შედეგი მოულოდნელი იყო.

ლევან ბაჯელიძის შეგირდებმა ჯგუფში ხუთივე შეხვედრაში მარცხი იწვნიეს (ბურთების შეფარდება 1:30) და 5 მარტს მალტას უმასპინძლებენ.

საქართველო: გაბუნია (სუხაშვილი 46), ტატუაშვილი, სუთიძე, კალანდაძე, რაუხი, პასიკაშვილი, თოდაძე, ციკოლია (ჩემინავა 46), ბაქრაძე,
ჭიჭინაძე (დანელია 46), მატვეევა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ამათ ბურთი პირველად დაინახეს მე მგონი
0
მეკარე კოსმოსშია!! არც ერთ ბურთზე არ განძრეულა!!
buba
15:03 13-11-2019
0

სიახლეები პოპულარული