ლიგა 1-ის მე-19 ტურში პსჟ "რეიმსს" უმასპინძლებს. მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პარიზული გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ უპასუხა კითხვაზე, მზადაა თუ არა სათამაშოდ ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია:
"როგორც ყოველთვის, როდესაც ფეხბურთელს ვიმატებთ, გვჯერა, რომ ჩვენი დახმარება და გაუმჯობესება შეუძლია. როდის ითამაშებს? ვნახავთ, ეს დამოკიდებულია ვარჯიშებზე, რაც მნიშვნელოვანია. მთავარია აქაა და ხედავს, რას მოვითხოვთ ფეხბურთელებისგან. მისი უნარები გავაანალიზეთ, რაც გუნდის სისტემასთან შესაბამისია.
უნდა დავაკვირდეთ, როგორი ურთიერთმოქმედება ექნება პარტნიორებთან, რათა მეტი ენერგია შეგვძინოს. ეს ჩვენი სამუშაოა, მაგრამ ვფიქრობ, გუნდისთვის სასარგებლო იქნება. ვარჯიშებზე კარგად მუშაობდა, ფიზიკურად
ძალიან კარგადაა მომზადებული, ადაპტაციას ადვილად გადის და მგონია, სათამაშოდ მზადაა. 6-7 შემტევი გვყავს და იმაზე ვმუშაობთ, როგორ შევქმნათ მეტი საიერიშო კომბინაციები.
ბრედლი ბარკოლას კონკურენტია? მათ ერთად თამაში შეუძლიათ. სხვადასხვა ვარიანტებს ვამუშავებთ. ხვიჩას შორიდან გატანაც შეუძლია, ისევე როგორც მარკო ასენსიოს და ვიტინიას. "კვარას" ვიცნობთ, ჯერ კიდევ ზაფხულში გვინდოდა მისი შეძენა".