sports.kz-მა გაავრეცელა ინფორმაცია, რომ თბილისის "დინამოს" 30 წლის თავდამსხმელმა ლევან კუტალიამ შეიძლება კარიერა ყაზახეთში გააგრძელოს. გამოცემის მტკიცებით, ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირის სამსახურით პავლოდარის "ირტიში" დაინტერესდა.
ინფორმაციის დასაზუსტებლად sports.kz კუტალიას დაუკავშირდა, რომელმაც მოკლე პასუხი გასცა:
"ირტიშთან" მოლაპარაკება მიმდინარეობს, მაგრამ გადავალ თუ არა ამ გუნდში, ჯერ არ ვიცი. ყაზახეთის ჩემპიონატი ჩემთვის საინტერესოა".
sportall.ge-სთვის მიცემულ ინტერვიუში ლევანმა განაცხადა, რომ "დინამოსთან" კონტრაქტი დეკემბრის ბოლოს ეწურება, უცხოური კლუბებიდან შეთავაზებები აქვს და ყველაფერი ახლო მომავალში გაირკვევა.