ბერლინის ტურნირი - "დინამო" ვიცე-ჩემპიონია, იაშვილი - ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი

AutoSharing Option
ბერლინის ლეგენდათა ტურნირის ფინალში თბილისის "დინამოს" ვეტერანთა გუნდი "ჰერტასთან" 2:5 დამარცხდა. ჩვენი გუნდიდან გოლები ალექსანდრე იაშვილმა და ლევან ცქიტიშვილმა გაიტანეს.

ტურნირის ბომბარდირი 8 გატანილი გოლით და საუკეთესო ფეხბურთელი ალექსანდრე იაშვილი გახდა. საუკეთესო მეკარეებად კი ორგანიზატორებმა "დინამოელი" გიორგი ლომაია და "ბორუსიას" გოლკიპერი რომან ვაიდენფელერი აღიარეს.

თბილისის "დინამომ" ჯგუფში ""ბაიერს" 4:2 მოუგო, "დორტმუნდთან" 2:3 წააგო, "შალკეს" კი 6:3 სძლია, ხოლო ნახევარფინალში "ვერდერი" 5:2 დაამარცხა.

"ჰერტაში" პირველ მატჩში სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ითამაშა, მაგრამ ტრავმა მიიღო და დანარჩენ შეხვედრებში მონაწილეობა არ მიუღია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
https://tv.sport1.de/player/player.php?id=c230033999 აქ ნახავთ ლომი ჩვენი ბიჭების თამაშს! იაში და კალაძე სასწრაფოდ ნაკრებში!
ემზარ დუისბურგი
02:34 13-01-2020
6
თუ რამის თავი გქონდათ როცა საჭირო იყო მაშინ მოგეგოთ
ზორბეგი
23:33 12-01-2020
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული