უცნაური ამბავი: ფეხბურთელებმა ერთმანეთში ჩხუბი ატეხეს, ხოლო ქართველმა მსაჯებმა მოედანი დატოვეს

AutoSharing Option
კალინინგრადის "ბალტიკასა" და თურქმენეთის ჩემპიონ "ალტინ ასირს" შორის გამართული ამხანაგური მატჩი მასობრივი ჩხუბითა და ქართველ მსაჯთა ბრიგადის მოედნიდან გასვლით დასრულდა.

"ბალტიკას" პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას ქართველ მსაჯთა ბრიგადა ემსახურებოდა, თუმცა მათი სახელები გავრცელებულ განცხადებაში არ წერია. კლუბისვე ინფორმაციით, ქართველი რეფერი მატჩს ლმობიერად სჯიდა, რამაც თურქმენთა მხრიდან ბევრი უხეშობა გამოიწვია. კალინინგრადელთა მთავარ მწვრთნელთან საუბრის შემდეგ ქართველმა მსაჯმა ყვითელი ბარათების ამოღება დაიწყო, თუმცა უკვე გვიანი იყო, რადგან სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა.

81-ე წუთზე მოედანზე ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი დაიწყო, სათადარიგო მოთამაშეებიც ჩაერთნენ ჩხუბში და
ამის საპასუხოდ, ქართველმა მსაჯებმა მინდორი დატოვეს. ცოტა ხანში სიტუაცია დამშვიდდა, ფეხბურთელები ერთმანეთს გადაეხვივნენ, თუმცა ქართველი არბიტრები მოედანზე აღარ დაბრუნებულან. შეხვედრის განსჯა საკუთარ თავზე "ბალტიკას" მთ. მწვრთნელის ასისტენმა შალვა კერაშვილმა აიღო, გვერდითი მსაჯობა კი გუნდის ექიმმა და მასაჟისტმა შეითავსეს. მატჩი "ბალტიკას" გამარჯვებით დასრულდა - 3:1.

მკითხველის კომენტარები / 2 /
მახსოვს 3წლის ვიყავი სტუმრები მოგვივიდა ბაბუა ადრე დათვრა და თამადობა მე გავაგრძელე
ასეა ეს
21:29 10-02-2020
1
:D :D :D
ჟონდო ღლონტი
18:13 10-02-2020
2

სიახლეები პოპულარული