გოგიტა გოგუა: ნაკრებიდან 1 ხელის მოსმით, 1 არაზუსტი პასის გამო მომიშორეს, ვაისი კი...

AutoSharing Option
სპორტულმა გაზეთმა "ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრების ყოფილ შემტევ გოგიტა გოგუასთან, რომელიც ამჟამად თბილისის "შევარდენი 1906"-ის მოთამაშე-მწვრთნელია და ფეხბურთელმა ეროვნული გუნდიდან მისი გაშვების შესახებ ისაუბრა.

"მოედანზე 3-4 კაცს ვერ ვატყუებდი, მაგრამ ყოველთვის გულს ვდებდი. დრო გავიდა და მახსენება ის უსიამოვნებები, რომლებიც მწვრთნელებთან მქონია. ვფიქრობ და თავს დამნაშავედ მაინც ვერ ვაღიარებ. მოედანზე ყველაფერზე პასუხისმგებელი მოთამაშეა.

თავს არავის დავუხრიდი და შეურაცხყოფას არავის ვუტარებდი, რადგან პიროვნება თუ არ ხარ, ვერაფერს მიაღწევ. საწყენია, რომ ეს ზოგს სხვაგვარად ესმოდა. იცით, გული რაზე მწყდება? ერთი ხელის
მოსმით მომიშორეს, თანაც რის გამო? ვარჯიშზე ერთი არასწორი პასისთვის...

დღემდე მიმაჩნია, რომ უსამართლოდ მომექცნენ. სწორედ ეს გამოცდილება მალაპარაკებს, რომ მწვრთნელის უპირველეს მოვალეობაში ერთ-ერთი მთავარი ფეხბურთელთან ურთიერთობის დალაგება და მისი კარგად გაგებაა, პირდაპირ ხელი კი არ უნდა ჰკრა", - აღნიშნა გოგუამ.

გოგიტამ კომენტარი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისზეც გააკეთა, რომელთან ერთადაც ადრე უმუშავია.

"რამენსკოეს "სატურნში" მუშაობის პერიოდში ვაისმა გუნდში მიმიწვია და სანამ მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ყველა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დავიწყე. მასთან ვარჯიში და მოედანზე გასვლა მსიამოვნებდა. არც კი მიცნობდა და მაინც მენდობოდა.

ნაკრებში 1 თამაშის შანსის მოცემის ღირსი ვიყავი. გული მწყდება, რომ ეს არ მოხდა. ბოლოს კახა ცხადაძემ გამომიძახა, თუმცა შემდეგ კუნთი გამიწყდა და ეს შესაძლებლობა ვერ გამოვიყენე. მაგრამ მიწვევისათვის მუდამ კახა ცხადაძის მადლობელი ვიქნები".

ბოლოს გოგუა ბელარუსთან მარტის დაპირისპირებასაც შეეხო.

"ბელარუსთან შეხვედრას აუცილებლად მოვიგებთ. ჩვენი მეტოქე არაა ის გუნდი, რომ ვერ დავამარცხოთ. რაც მთავარია, ვაისმა ისეთი ნაკრები ჩამოაყალიბა, სადაც ბიჭები თავდაუზოგავად იბრძვიან - მე ამ გუნდის მეიმედება.

ჩვენი ნაკრებიდან ჯაბა კანკავას გამოვარჩევდი. როცა ასეთი კაპიტანი გყავს, ბევრს შეძლებ. პლუს - ლორია, კვირკველია, ოქრიაშვილი, რომელთაც მაღალ დონეზე უთამაშიათ. ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, მათ შორის, ახალი თაობიდან და წარმატებები მინდა ვუსურვო გუნდს.

თავს უნდა შთააგონონ, რომ მეტი შეუძლიათ. დააკვირდით, ქართველი ლამის ყველა ქვეყანაში გუნდის ლიდერია. ერთა ლიგის ბარიერის გადასალახავად მათ თავდაჯერებულობა სჭირდებათ და ყველაფერი კარგად იქნება. მჯერა, ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ოცნება აგვიხდება", - განაცხადა გოგუამ.



მკითხველის კომენტარები / 22 /
ერთი გამაგებინეთ რომელ ქვეყანაშია ქართველი გუნდის ლიდერი? ყაზახეთში და ტაჯიკეთში? ტოპ 5 ჩემპიონატში საუკუნეა მოთამაშე არ გვყოლია. პ.ს მჭედლიძე არ ითვლება))
gio
25 თებერვალი 2020 13:53
6
მე არ გადამიკიტხავს სტატია სიმართლე რომ ვთქვათ, უბრალოდ სტატიის სათაურს ვპასუხობ, არაზუსტი პასის გამო კი არ ჩამოგაშორეს ნაკრებს, არა! უბრალოდ, ვინც უფრო ზუსტ პასებს არიგებს იმას დაეთმო ეროვნულ ნაკრებში ადგილი... შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს რომ ეროვნული ნაკრები, მთელ ერს ეკუთვნის, განცდა მრჩება, რომ ერთხელ და ორჯერ რომ მოირგებენ ეროვნულის მაისურს, შემდგომში აუცილებლად მათი საკუთრებაა! გასაგებია რომ ზოგადად სპორტსმენი ცოტა ეგოისტი უნდა იყოს, მაგრამ ზოგადი სიკეთე პირად ინტერესებზე გადაატაროს, ეგეთი დამოკიდებულება დამღუპველია საკუთარი თავისთვისა და მთლიანი გუნდისთვის, იმიტომაცაა ფეხბურთში კარგად რომ მიგვდის საქმეები სამწუხაროდ! მე ამ ფეხბურთელის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, ამას ხაზს ვუსვამ!!!
გურია
25 თებერვალი 2020 17:41
4
ამაზე "ხისთავიანი" ფეხბურთელი მე არ მახსენდება, კაცი ჯარიმა, კაცი ყვითელი ბარათი, კაცი მენთეშაშვილი
pele
25 თებერვალი 2020 13:03
19
ყოველთვის მიხაროდა გოგუას თამაშის ყურება, ესეთი მებრძოლი ფეხბურთელი უხდებოდა და სჭირდებოდა ნაკრებს, სამწუხაროა რომ სათანადოდ ვერ დააფასეს
გიორგი
25 თებერვალი 2020 13:07
6
გოგიტა გოგუა ნაკრებიდან ყოველთვის მებრძოლ და გულიან ფეხბურთელად მახსოვდა. სამწუხაროდ, შარშან ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთ თამაშში მისი შესრულებით (სიმულაციები, პროვოკატორობა) რაც ვნახე, შთაბეჭდილება სრულიად წამეშალა.
ქართული ფეხბურთი
25 თებერვალი 2020 13:50
1
ფაქტი კი ერთია ამ კაცმა სადაც კი ითამაშა მაჩანჩალა ფეხბურთელი არსად ყოფილა, ნაკრებში კი არასოდეს დაუზოგავს თავი. ქეცბაიამ აგინაო და ამანაც გინებით უპასუხაო და მის მერე არ იძახებდა, მე პირადად ასე მითხრეს მისმა ნაცნობებმა.
გოგა
25 თებერვალი 2020 16:08
1
საქმის კეთებას პროფესიონალიზმი უნდა და არა ემოციები და სიხისტე.როცა ნაკრების მაისური გაცვია იქ პირადი გვერდზე უნდა გადადო.უშეცდომო არავინ არააა. გამოდის რომ სხვა ფეხბურთელები ნაკრებში იტანდნენ შეურაცყოფას და მარტო გოგუამ ვერ აიტანა და მაგიტომ აითვალისწუნეს!
gabo
25 თებერვალი 2020 14:54
1
ნაცები და ქოცები რა შუაშია, უკვე ამაზრზენია ყველაფერს პოლიტიკასთან რომ აკავშირებს ეს ხალხი. გოგუა მარტო ქეცბაიას არ დაუწუნებია, მანამდე კუპერიც და სხვა მწვრთნელებსაც ჰყავდათ გამოძახებული, მისცეს შანსი, მაგრამ მერე აღარ იძახებდნენ. კი, აქტიური ფეხბურთელი იყო, ჯინიანი, მაგრამ თუ დაუკვირდებოდით ძალიან ინდივიდუალური. ქეცბაიასთან შეიძლება მართლაც მოუვიდა სერიოზული კამათი მაგრამ, მთავარი მიზეზი ის იყო რატომაც მერე აღარ იძხებდნენ რომ, გუნდურად ვერ თამაშბდა, შედეგს გუნდი დებს და არა ერთი ფეხბურთელი, იმატაო და მარტომ გამოიჩინო თავი, ეს ნაკრებს არ არგებდა. ვიმეორებ აქტიური თუმცა შედეგს ვერ დებდა, ამიტომაც, მწვრთნელებმა დაიწუნეს, მერე ხალხი მწვრთნელებზე იტყოდა რატომ ვერ დებს ნაკრები შედეგს?! მწვრთნელებსაც რამე ხომ უნდა შეეცვალათ,ამიტომაც სხვას იძხებდნენ და არა გოგუას.
არჩილი
25 თებერვალი 2020 17:28
5
მენთეშაშვილთან რა გინდათ? ვერ ვხვდები, კაცი დარბოდა , თავს არ ზოგავდა, ყველა მწვრთნელი ენდობოდა, სულ ძირითადში იყო სანამ შეეძლო./ /. გოგუა ჯიგრიანად თამაშობდა, მაგრამ ყველგან კაცი პრობლემა იყო!! ქეცბაია აგინებდაო და ვერ ვხდები , მარტო მაგას აგინებდა ? თან ისე უბრალოოდ? თუ ყველას აგინებდა და მარტო ამან არ შეირჩინა? / რას სისულელეაა, ტყულად არავინ არავის შეაგინებს!
Vasili
25 თებერვალი 2020 17:20
2
"ქართველი ლამის ყველა ქვეყანაში გუნდის ლიდერია"

ნეტა მართლა ასე იყოს...
sormona
25 თებერვალი 2020 15:28
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული