კორონავირუსთან დაკავშირებით თბილისის "დინამოს" განცხადება

AutoSharing Option
კორონავირუსთან დაკავშირებით თბილისის "დინამომ" განცხადება გაავრცელა:

"მსოფლიოსა და საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, დინამო თბილისი გაცნობებთ, რომ ჩვენს საფეხბურთო აკადემიაში წვრთნა უკვე მეორე კვირაა შეჩერებულია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რეკომენდაციით, რამდენიმე დღეა სავარჯიშო პროცესი დიღმის ბაზაზეც შეჩერებულია. პირველი გუნდის ფეხბურთელები (ასევე აკადემიის ახალგაზრდა ფეხბურთელები) ინდივიდუალური პროგრამით, მწვრთნელთა და სამედიცინო შტაბის მეთვალყურეობით ვარჯიშობენ.

ჩვენი გუნდი აცნობიერებს საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას და ყველა წევრი მაქსიმალურად ერიდება თავშეყრის ადგილებში ყოფნას, რათა ბაზაზე საწვრთნელი პროცესის განახლების შემდეგ ყველანაირი საშიშროება თავიდან იქნას აცილებული. ამავე მიზეზით და მრავალი
სტუმრის ერთად თავშეყრის თავიდან არიდების გამო დროებით მუშაობას ჩვენი საკლუბო მაღაზიაც წყვეტს.

დინამო თბილისი გისურვებთ ჯანმრთელობას და მოგიწოდებთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებას".
მკითხველის კომენტარები / 3 /
მივმართავ საიტის ადმინისტრაციას!!!
ძალიან გთხოვთ მოაშორეთ ეს არაიდენტიფიცირებული ხალხის კომენტარები. მათი მოსაწონი ხომ ვერაფერი დაწერეთ და რომც კარგი დაწეროთ მაინც ნეგატივს და ღვარძლს ანთხევს ეს ხალხი. საერთოდ რაში გაინტერესებთ უზნეო ხალხის აზრი. თუ კრიტიკაა - კრიტიკა იყოს, ელ ლანძღვა რომ იწერება რატომ აძლევთ ამის საშუალებას?!!!
კორონა კი არ უშველის ამ ქვეყანას, უფრო უარესი რამე უნდა მოხდეს რომ გონს მოეგოს საზოგადოება.
საიტის ადმინისტრაციას
13:31 17-03-2020
3
იმედი მქონდა წავიკითხავდი შემდეგს , სავარჯიშო პროცესი რადგანაც შეჩერებულია ბაზაზე, აკადემიაში, შესაბამისად ჯანდაცვის სამინისტრის უფლებას ვრთავთ გამოიყენოს ბაზა აკადეიის საცხოვრებელი საკარანტინო ზონისათვის !!! მაგრამ ''ფაქ'' ეს დინამო თბილისია , პაკაზუხა გუნდი, სსრკ დროინდელი შსს თანამშრომელთა კაგებეშნიკების დინაო , ან რა განცხადება გააკეთეს ასეთი რომ ''გაატელევიზორეთ'' ვითომ რამე გააკეთეს, სადაცაა ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა გამოცხადდება, ესენი კიდევ თავს იწონებენ ვარჯიშებს აღარ ვატარებთო ? ფუ თქვენი
akaki
01:53 17-03-2020
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული