ფოტო: facebook.com/fcKolkheti1913/
ამჟამად საქართველოს ჩემპიონატის ლიგა 3-ში მოასპარეზე ფოთის "კოლხეთის" ფეხბურთელები და წარმომადგენლები ფოთის მოსახლეებს სახლებში ეწვივნენ და აუცილებელი სურსათით დაეხმარნენ.
"დღეს, 31 მარტს, ფოთის "კოლხეთი 1913"-მა საქველმოქმედო აქცია ჩაატარა, რის შედეგადაც ერთჯერადი სასურსათო დახმარებები გაეწიათ გუნდის სტაჟიან გულშემატკივრებს, ხელმოკლე და მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთაც ზემოთაღნიშნული დახმარებები გუნდის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და ფეხბურთელებმა სახლებში მიართვეს", - წერია კლუბის "ფეისბუქგვერდზე".
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფოთი სხვა 6 ქალაქთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშაა და ქალაქში შესვლა-გამოსვლას სამხედრო ძალები აწესრიგებენ.