ევროტურნირებზე გასულმა ოთხივე ქართულმა კლუბმა ლიცენზია მიიღო

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტმა 2020/2021 წლების ლიცენზირების პროცესი დაასრულა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული მდგომაორების გამო სალიცენზიო პროცესი ონლაინ რეჟიმში გაგრძელდა და შეუფერხებლად დასრულდა. კერძოდ, განხილულ იქნა უეფას 2020/2021წ.წ. სეზონისთვის ლიცენზიების გაცემის საკითხები და ლიცენზირების კომიტეტმა მიიღო შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილებები, რომლებიც ეცნობა ფეხბურთის კლუბებს. კერძოდ:

უეფას ლიცენზია მიიღო ევროპის 2020/2021წწ. საკლუბო ტურნირებზე გასულმა ოთხივე ქართულმა კლუბმა:

ფ.კ. "დინამო თბილისი"
ფ.კ. "დინამო" (ბათუმი)
ფ.კ. "საბურთალო" (თბილისი)
ფ.კ. "ლოკომოტივი" (თბილისი)

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად განხორციელდა ქალთა ფეხბურთის კლუბების ლიცენზირება უეფას
ქალთა ჩემპიონთა ლიგისთვის. სასიხარულოა, რომ საქართველოს ქალთა ლიგის 2019წ. გამარჯვებულმა კლუბმა "ლანჩხუთმა" წარმატებით გაიარა ლიცენზირების პროცესი და მიიღო შესაბამისი ლიცენზია.

ლიცენზირების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ასევე ქალთა ფეხბურთის კლუბი "ნიკე" (თბილისი) და ფ.კ. "ნორჩი დინამო მერანის" (თბილისი) ქალთა გუნდი. კლუბებს მიღებული გამოცდილება საქართველოს ქალთა ლიგის ლიცენზირების პროცესში გამოადგებათ, რომელიც მომავალი სეზონიდან დაინერგება.

ლიცენზირების კომიტეტის ონლაინ სხდომაში მონაწილეობა მიიღეს და ლიცენზირების პროცესის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უეფას კლუბების ლიცენზირების უფროსმა - ალეშ ზავრლმა, ასევე სფფ-ის ხელმძღვანელებმა - გენერალურმა მდივანმა - დავით მუჯირმა და ვიცე-პრეზიდენტმა - ნიკოლოზ ჯღარკავამ.

GFF.GE
მკითხველის კომენტარები / 2 /
დღევანდელი ფედერაცია მხოლოდ დიდი ხელფასით პრემიათი და დანამატით გამოირჩევა,თვეობით არა აქვთ აღებული ხალხს ხელფასები გუნდებიდან,მიმართეს ფედერაციას მაგრამ არც კი უმოქმედიათ,ეხლა თუ ამ გუნდებმა ლიცენზია მიიღეს დავალიანების გადაუხდელობის გარეშე გამოდის ფედერაციაც მაქინატორობს რაღაცას,სხვა გზა არაა ფიფას და უეფას უნდა გაეგზავნოს წერილი ფედერაციის უმოქმედობაზე,ასევე არა სამთავრობოებს და ტელევიზიებშიც უნდა გახმაურდეს ეს ყველაფერი
საქართველოში დღეს დიქტატურაა
01:03 17-05-2020
17
როგორც ვიცი საბურთალოს არ გაუსტუმრებია ვალები და როგორ მიიღეს ლიცენზია საინტერესოა?აუცილებლად ფიფაში და უეფაში უნდა უჩივლონ,რომ ფედერაციამ ზომები მიიღოს?გაიხსენეთ რეინჯერსის მაგალითი.ევროპაზე ფულს შოულობენ კლუბის მეპატრონეები და ეგ არის მხოლოდ,ხოლო გულშემატკივრებს ნერვებს გვაგლეჯენ.მაგალითისთვის საბურთალოს და არარატ არმენიას მატჩი,სადაც შეგნებულად უცნაური შემადგენლობა იქნა დაყენებული.
rezi
22:04 17-05-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული