ახალგაზრდა ბათუმელს ფრანჩესკო ტოტის აკადემია 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

AutoSharing Option
ფოტო: ajaratv.ge

ახალგაზრდა ბათუმელი ფეხბურთელი გიორგი გვიანიძე ფრანჩესკო ტოტის აკადემიასთან კონტრაქტს გააფორმებს. ფეხბურთელმა ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ეთერში, გადაცემა "რადიოვიზიასთან" ისაუბრა.

იტალიური ფეხბურთის ლეგენდის სახელობის აკადემია ახალგაზრდა მოთამაშეს 5-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს.

ajaratv-ის ინფორმაციით, კონტრაქტის გაფორმებამდე მხოლოდ ბოლო დეტალებია დარჩენილი.

გიორგი გვიანიძეს ასევე თურქული, გერმანული და სხვა იტალიური აკადემიებიდანაც ჰქონდა შემოთავაზება, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ტოტის აკადემიაზე შეაჩერა.

ამჟამად ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიაში თამაშობს.

მომზადებულია ajaratv.ge-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
ამ ვარცხნილობით სხვა აკადემიის არჩევა ცოდვა იყო) წარმატებები გიო!!!
ბათუმის ფანი
15:58 26-05-2020
1
ბევრი წარმატებება ბიჭს
ბაჩი
15:32 26-05-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული