მყვინთავებმა "საბურთალოს" ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი იპოვეს

AutoSharing Option
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.

"ამ ხნის განმავლობაში საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფსკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეცტექნიკა, მათ შორის, თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებდნენ ტერიტორიის მონიტორინგს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების
მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

წყარო: Interpressnews

მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან ვწუხვარ,სამძიმარს ვუცხადებ განსვენებულის ოჯახს,კლუბ "საბურთალოს",ქართულ ფეხბურთს და მთელ საქართველოს.მერამდენე სიცოცხლე უნდა დავკარგოთ ასე უაზროდ,ეს არ მესმის.ნუთუ მხოლოდ კომენდანტის საათს შეუძლია გზებზე და ქუჩებში გაჩაღებული ხოცვა-ჟლეტვის შეჩერება?ეს რა უბედურება გვჭირს?!
სოსო
14:52 22-06-2020
0
ბათუმელი გულშემატკივრების სახელით ვუსამძიმრებ ოჯახს.
roma bejanidze
14:43 22-06-2020
0

სიახლეები პოპულარული