შოთა არველაძე: შაქარაშვილის ტრაგედიამ ის ძველი და საზარელი ამბები გამახსენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"საბურთალოს" 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულ გარდაცვალებას ტაშკენტის "ფახთაქორის" მწვრთნელი შოთა არველაძე "ფეისბუქის" გვერდზე გამოეხმაურა და ეს ვიდეოც დაურთო:

"რთული დასაჯერებელია, რომ ამდენი გამოცდილების მიუხედავად, ერთმანეთის შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ და ისევ, ძველი დროის მსგავსად, შეგვიძლია ერთმანეთი სასიკვდილოდ გავიმეტოთ. ჩემს თაობაში, რომელიც განსაკუთრებულად რთულ დროში გაიზარდა, მსგავსი ამბები ყოველდღიურობის ნაწილი იყო. ასე, ერთმანეთის გამეტებით, უამრავი ადამიანი და მეგობარი დავკარგეთ.

ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრაგედიამ ის ძველი და საზარელი ამბები გამახსენა, რომელიც, მეგონა, რომ უკან მოვიტოვეთ. დათრგუნული ვარ, რომ ასეთი შემთხვევები კვლავ ხდება
ჩვენ გარშემო. ვუსამძიმრებ გიორგის ოჯახს. ეს ტრაგედია ჩვენზე დიდ კვალს დატოვებს".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული