მეუფე იაკობმა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე განცხადება გააკეთა

AutoSharing Option
ბოდბელი ეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებით, ის ვერ ამჩნევს, რომ პროკურატურა ან შინაგან საქმეთა სამინისტრო გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ვინმეს ხელს აფარებდეს.

როგორც მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა, დავით სარალიძის მკვლელობის ამბავმა აჩვენა, რომ არაფერი ჩაიფარცხება.

"მე ვერ შევამჩნიე ვერც პროკურატურას, ვერც შსს-ს ვიღაცას ხელს აფარებდნენ. რაც მთავარია ითქვა, რომ ეს იყო მკვლელობა, აქაც ჩემი გულისტკივილი მინდა გამოვხატო. ვუსამძიმრებ შაქრაშვილის სიკვდილს არა მთელ საქართველოს, მხოლოდ ოჯახს.

ჟურნალისტებმა ბევრი რამ გააკეთეს, მაგრამ არ მგონია, რომ ეს ძიებაც არ მისულიყო ამაზე და უფრო ღრმადაც
ჩავლენ ალბათ. ჩემთვის გულსატკენია, რომ აქეთაც ახალგზარდები არიან. იქით გარდაცვლილი გვყავს და აქეთ კიდევ ამდენი ახალგაზრდა. ჩემი თხოვნა იქნება, ოჯახის ტრაგედიას და გიორგის ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან,"- განაცხადა მეუფე იაკობმა.

შეგახსენებთ, რომ ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

წყარო: IPN.GE


მკითხველის კომენტარები / 17 /
მოკლედ, რას არ აკეთებენ, რომ რაც შეიძლება გავლენიანები გახდნენ. უსწორებენ წინა და ახალ მთავრობებსაც, მიწებსაც იღებენ, მანქანებსაც... ლოცვები?? წირვები?? სასულიერო პირებმა უნდა მიხედონ თავიანთ საქმეს!
ზუზუ
12 ივლისი 2020 13:34
9
მაფიოზა
giusha3232
12 ივლისი 2020 13:23
8
ეს გვაკლდა კიდევ აქ.!
D
12 ივლისი 2020 13:13
13
არ ურჩევნია თავის საქმეს ანუ ფულის შოვნას მიხედოს სანამ ჯერ კიდევ ძლიერია ეკლესია?
go west
12 ივლისი 2020 13:09
12
თან პროკურატურას და ხელისუფლებას აფარებს ხელს და თან პოლიტიკოსებს მიმართავს არ ჩაერიოთო,ვაახ საით მიექანები საცოდავო საქართველო.
ბრავო
12 ივლისი 2020 12:54
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული