დღეს, 11 ივლისს გურამ კაშიას და ვაკო ყაზაიშვილის "სან ხოსე ერსქვეიქსი" "მინესოტა იუნაიტედს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ დასრულდა, თუმცა გამორჩეული იყო ქართველი ლეგიონერების გიორგი შაქარაშვილის ოჯახის მხარდასაჭერი ჟესტი - ჩვენებურმებმა მაისურზე: "გიორგი შქარაშვილი" და "SHAKARA" დაიწერეს.
მოგვიანებით, ვაკომ სოციალურ ქსელში პოსტიც განათავსა და დააწერა: "ამ მძიმე პერიოდში, მხარდაჭერას ვუცხადებ გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობელ ადამიანებს #არაძალადობას #Notoviolence"