"შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, არ ეხმარებოდა ძმაკაცებს და შეიძლება ამის გამო სცემეს" - დაკავებული არასრულწლოვნის მამა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ზ.ხ.-ს მამა თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძე ვა­რა­უ­დობს, რომ 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლი სა­ბურ­თა­ლო­ე­ლებ­მა სცე­მეს, რად­გან "ჩხუბ­ში მათ არ ეხ­მა­რე­ბო­და".

ამის შე­სა­ხებ მან ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ მომ­ხდარ­თან მის შვილს არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვს.

"მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ჩემს ბიჭს არ უცე­მია. ლო­გი­კუ­რად ვისი ნა­ცე­მია? ბო­ლოს ნა­ხეთ სამი მან­ქა­ნით, ვინც ჩა­მო­ვი­და... ანუ სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბი ჩა­მო­ვიდ­ნენ ნა­ხა­ლოვ­კე­ლე­ბის სა­ცემ­ნე­ლად. გა­ი­გეს, რომ ნა­ხა­ლოვ­კე­ლებ­მა სცე­მეს სა­ბურ­თა­ლო­ე­ლე­ბი. ჩა­მო­ვიდ­ნენ შუ­რის სა­ძი­ებ­ლად. გა­ი­გეს, რომ შა­ქა­რაშ­ვი­ლი ჩხუბ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და, არ ეხ­მა­რე­ბო­და მათ. მერე
სა­ერ­თოდ გა­იქ­ცა და შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით სცე­მეს.

ქურ­დულ მენ­ტა­ლი­ტეტ­ში ასე ხდე­ბა რა, ნა­ხა­ლოვ­კე­ლი ბიჭი ვარ და ვიცი. ორი ძმა­კა­ცი რომ ჩხუ­ბობს და ერთი ძმა­კა­ცი ჩხუ­ბი­დან გა­იქ­ცე­ვა, ის მე­ო­რე სცემს იმას, ეტყვის, რა­ტომ გა­მე­ქე­ციო.

ვგუ­ლის­ხმობ ქე­ი­ფის დროს, აგა­რაკ­ზე რაც მოხ­და. ჩი­ქო­ვანს რომ თავი გა­უ­ტე­ხეს, ცხო­ნე­ბუ­ლი არ ეხ­მა­რე­ბო­და ძმა­კა­ცებს, აშ­ვე­ლებ­და და შე­იძ­ლე­ბა ამის გუ­ლის­თვის ცე­მეს, რომ არ გვეხ­მა­რე­ბო­დიო" - აღ­ნიშ­ნა თა­მაზ ხო­მა­სუ­რი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი 6 არას­რულ­წლო­ვა­ნი სა­სა­მარ­თლომ კვლავ პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვა. ამას­თან, გა­და­ი­სინ­ჯა და­კა­ვე­ბუ­ლე­ბის მი­მართ შე­ფარ­დე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა პა­ტიმ­რო­ბა.

ბრალ­დე­ბის მხა­რე ექ­ვსი­ვე და­კა­ვე­ბუ­ლის პა­ტიმ­რო­ბა­ში და­ტო­ვე­ბას მო­ი­თხოვ­და, დაც­ვის მხა­რე კი გი­რა­ოს სა­ნაც­ვლოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას. არ­ცერ­თი ბრალ­დე­ბუ­ლი ბრალს არ აღი­ა­რებს. ცნო­ბის­თვის, გარ­დაც­ვლი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე სულ 17 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი, რო­მელ­თა­გან 6 არას­რულ­წლო­ვა­ნია.

წყარო: ambebi.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
რა ძმაკცი არავის იცნობდა იქიდან!!! შენ რო მკვლელს გაზრდიდი მასეთი არაკაცული ტვინის პატრონი არაა გასაკვირი
Gia
01 აგვისტო 2020 17:22
0
ტ/კ "ემავიზია" სრულიად საქართველოს ანცვიფრებს... რესპოდენტების შერჩევით და შეკითხვებით. პასუხებზე წამყვანის რეაქცია და გამომეტყველება, ხომ ცალკე შესასწავლი თემაა.
tngh
01 აგვისტო 2020 16:57
0
შენი თავი მომვა ერთი ქურდებთან და ნახავდი იმ ენას ერთ ადგილას რომ შეგთხრიდნენ, ქურდულში კაცის მოკვლა იმის გამო, რომ ვინმეს არ დაეხმარა, სასტიკად ისჯება, ნახალოვკელი კი არა ვინც გინდს იყავი, შე პახანო, ვინ ამოგაღებიებდა ხმას, ტაბურეტკას გადაგაფშვნიდნენ თავზე. ქურდული მენტალოტეტი მოძველდა, მაგრამ ერთი ნაღდად ვიცი, რომ კაცის კვლა უმიზეხოდ მიუღებელია და სასტიკად დასჯადია.
ამისი ქურდული არ გაიშვა
01 აგვისტო 2020 15:25
1
ძმაკაცის სიკვდილამდე ცემა არის ქურდული? ამას ისიც არ ესმის რასაც იბრალებს ნახალოვკელი )))) ლოთი ბასიაკია, ჭკუის დამრიგებელი მაინც არ ჰყავს რომ უთხრან, შენ რომ ტელევიზორში გამოჩნდე, უფრო დარწმუნდებიან შენი გაზრდილი შვილი რა იქნებაო
ჭკუის დამრიგებელი მაინც არ ჰყავს
01 აგვისტო 2020 12:36
0
ამის შვილი თუ დამნაშავეა, ამას ორჯერ მეტი სროკი უნდა მიცე.... ასეთი მამების ბრალია ბოროტი ბავშვები რო იზრდებიან
გიორგი
01 აგვისტო 2020 11:36
1
შენ ტლუვ, მაგას გგონია ვინმე დაიჯერებს? ამით უფრო შარში არ იგდებთ თავს?
: )))))))
01 აგვისტო 2020 11:17
0
საზიზღრობა............. მაშ ქურდული მენტალიტეტი არა? და ისე ცემეს, რომ მოკლეს? მეგობრებმა ცემეს ისე, რომ მოკლეს? მაშ ეს არის ქურდული მენტალიტეტი?
sandro
01 აგვისტო 2020 10:02
0
ამის გაზრდილი შვილია უდანაშაულო?
ჯეკო
01 აგვისტო 2020 09:06
0

სიახლეები პოპულარული