"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის

AutoSharing Option
პორტუგალიური O JOGO-ს ინფორმაციით, "ზესტაფონისა" და თბილისის "დინამოს" ყოფილი მცველი რენე ფერეირა სანტოსი კარიერას "პორტუში" გააგრძელებს.

28 წლის ფეხბურთელს "მარიტიმუსთან" მოქმედი კონტრაქტი 2021 წელს უმთავრდება, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობა რენეს გასხვისებაზე თანახმაა და "პორტუსთან" მოლაპარაკებები უკვე დაიწყო.

რენემ პორტუგალიის ჩემპიონის მთავარი მწვრთნელი სეჟიო კონსეისაოს ყურადღება 10 ივნისს, "დრაგაუზე" გამართულ მატჩში მიიპყრო, რომელშიც "პორტუმ" "მარიტიმო" ანგარიშით 1:0 დაამარცხა. გარდა ამისა, პორტუგალიის პრიმერა ლიგის მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად რენე ლიგის საუკეთესო ცენტრალურ მცველად დაასახელეს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი "ზესტაფონში" 2013 წელს ჩაირიცხა, 2015 წელს კი თბილისის
"დინამოში" გადავიდა. დედაქალაქურ კლუბში თამაშის დროს აქტიურად მიდიოდა საუბრები რენეს ნატურალიზაციასა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიწვევაზე. თბილისური კლუბის რიგები ბრაზილიელმა 2017 წელს დატოვა და კარიერა სამშობლოში განაგრძო. 2019 წლიდან კი "მარიტიმუში" გამოდის.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ამის ნატურალიზებაზე იყო საუბარი წლების წინ, როგორც მახსოვს, გაეფორმებინათ მერე, სად გვყავს ნაკრებში პორტუს დონის გუნდებში მოთამაშეები.
jjj
15 აგვისტო 2020 00:07
1
სამწუხაროა პორტუს დონის გუნდში არცერთი ქართველი არ თამაშობს,საქართველოში ნათამაშები უცხოელი კი ამ დონის კლუბში გადადის
ზაალი
14 აგვისტო 2020 20:28
1
ს.კ "ზესტაფონს" მოჰყავდა კვალიფიციური და პერსპექტიული ფეხბურთელები! რაც მალე დაბრუნდება ეს გუნდი, მით უკეთესი!
11
14 აგვისტო 2020 18:37
1
რა მაგარი ყოფილა,
ddgfdf
14 აგვისტო 2020 18:29
0
ზანგები ჩქაარა!!! ჩქარა ზანგები საქართველოში და რაც შეიძლება მეტი და ბევრი!)))))))))))))))
ჯოყოლა
14 აგვისტო 2020 18:16
12
კახა ცხადაძეზე გაბრაზებული ვარ რადგან რენე უნდოდა ნაკრებში და ამის გამო დავით თარგამაძეზე თქვა უარი. თარგამაძის მსგავსი მხოლოდ დავით ყიფიანი იყო.
Giorgi kakaladze
14 აგვისტო 2020 18:12
16
კიდევ ერთხელ მტკიცდება რომ კვალიფიცირებული მენეჯერები არაგვყავს !!
beqa
14 აგვისტო 2020 18:06
0
ეჰ. რა ბიჭი დაკარგა(დავკარგეთ) სამშობლომ!დაურიგეთ პასპორტები, კვირკველიებს, ხოჭოლავებსდა კაკაბაძაძეებს არ ჯობია?))))
ჯოყოლა
14 აგვისტო 2020 17:47
7
ეჰ... წარმატებები!
Homeros
14 აგვისტო 2020 16:53
0
კარგად თამაშობდა რენე ზესტაფონშიც და დინამოშიც, ყოველშემთხვევაში საქართველოს კვალობაზე
გიონატ
14 აგვისტო 2020 16:45
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული