კახა ჩხეტიანი: მიზანი ჯგუფური ეტაპია - კლუბის პრეზიდენტი დიდ პრემიებს დაგვპირდა

AutoSharing Option
"ტირანასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩის წინ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"გუნდში საბრძოლო განწყობაა. შანსებზე წინასწარ საუბარი არ მსურს. კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე. უფლის, ჩემი ფეხბურთელებისა და ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე არ იქნებიან, დარწმუნებული ვარ, მათ ხმას გავიგონებთ.

რაც შესაძლებელი იყო, მეტოქეზე ინფორმაცია მოვიძიეთ. კარგი შემტევი ხაზი ჰყავთ, გუნდის ლიდერები ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელი არიან. მოთამაშეებთან ერთად მათი თამაში განვიხილეთ და იმედი გვაქვს, ხვალ ჩვენი ბიჭებიხალხის გასახარებლად
ყველაფერს გააკეთებენ.

ცოტა ხნის წინ ითამაშეს თასის ფინალში და ვერ ვიტყვით, რომ ცუდი კონდიციები აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი უპირატესობა ნამდვილად არ გაგვაჩნია.

ბოლო თამაში ეროვნულ ლიგაში მთლად ხარისხიანად ვერ ჩავატარეთ, რაშიც, რაღაც მხრივ, ცუდმა მინდორმაც შეგვიშალა ხელი. ხვალინდელ მატჩში კი სულ სხვა მოტივაცია გაგვაჩნია.

"კუკსის" დამარცხება თავის დროზე იოლი არ ყოფილა, გახსოვთ, როგორი მიმდინარეობაც იყო იმ მატჩში. ეს კლუბები რომ შევადაროთ, მიმაჩნია, რომ "ტირანა" უკეთესი გუნდია.

კლუბის პრეზიდენტმა მიზნად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა დაგვისახა, დიდ პრემიებსაც შეგვპირდა. თუმცა თანხა მთავარი არაა, გუნდში პატრიოტები მყავს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სახელით თამაშობენ.

გაძლიერებას რაც შეეხება, ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. ეს ლეგიონერი იქნება და იმედია, გუნდს გააძლიერებს.

გუნდში დიდი კონკურენციაა, თან ყველას გვსურს, რომ ლეგიონერმა თავიდანვე კარგად ითამაშოს. თუმცა პერნამბუკოს დრო დასჭირდება, ოჯახიდან შორსაა, 21 წლის ბიჭია, თუმცა ველოდებით, რომ იმ იმედებს, რაც პირველი თამაშით ჩაგვისახა, გაამართლებს.

ნიკა ნინუას წარმატებებს ვუსურვებ. მას საკმარისი ნიჭი აქვს და თუ მოინდომებს, შეუძლია პაოკი-ს ლიდერი გახდეს და საბერძნეთის ლიგაში წამყვან ფეხბურთელად იქცეს. "ბეშიქთაშში" ტრანსფერის ჩაშლის გამო რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, თუმცა, იმედია, ყველაფერს დაძლევს.

ქართულ კლუბებს, პირველ რიგში, ჯგუფში მოხვედრას ვუსურვებ. ყველას ძლიერი მეტოქე შეხვდა, თუმცა ღმერთმა ინებოს, რომ სამივემ პირველივე ეტაპიც გადალახოს და ჯგუფურ ეტაპამდეც მიაღწიოს."

თბილისის "დინამოსა" და "ტირანას" შეხვედრა "დინამო არენაზე" 19 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსიალაციას კი პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
მიდი დინამო. ყურადღებით თამაში და ამ ბარიერს უპრობლემოდ გავივლით. აქ ათასი გენიოსი რომ წერს აზრებს და ზოგს დინამოს წაგება უნდა აი პირველ რიგში მაგათ უნდა ჩაუსვაროთ ოცნებებში. ბევრნი გგულშემატკივრობთ. დინამოს გაუმარჯოს!
გურამი
19 აგვისტო 2020 01:30
9
კაი სტიმული გაქვთ და აბა თქვენ იცით
შოკირებული გულშემატკივარი
19 აგვისტო 2020 11:50
0
ორი თამაში მოიგეთ ეს დაისახეთ მიზნად.და ევროპალიგაზე იფიქრედ.მოიგეთ ორი და ლიგა ევროპაზე ხართ მხოლოდ 2 მეტს არ გთხოვთ:)
Mosexoneli
19 აგვისტო 2020 12:00
0
Წარმატებები დინამოს წარმატებას ვუსურვებ მთელი გულით მაგრამ ეს სურდეს მეპატრონეებს? არმჯერა რადგან გუნდის ლიდერი გაყიდოს ამ ტურნირის წინ ეს მხოლოდ ბიზნესი და უტვინო ბიზნესი.
იბერიელი68
19 აგვისტო 2020 08:08
0
ტირანას თუ ვერ მოვუგეთ მაშინ რა ამბიციებზეა საუბარი არ მესმის, ტირანასთან შანსები 70/30 ზეა, ცრევენა ზვეზდასთან 30/70 ზე. გუნდი არ ძლიერდება ლეგიონერებით, ვინც ცოტას მოუმატებს ეგრევე ყიდიან და ამ კონტიგენტით არა მგონია ჩემპიონათა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გვქონდეს გასვლის შანსი.
zaza
19 აგვისტო 2020 11:06
2
რადგან პრემიებს დაპირდა, მაშინ მესიც კი, მესი სიმონ! ვინ ჩემი ფეხებიაა მესი ტოოო?
განა საქმე ფულშია, საქმე ვალაყუჩაშია პრეზიდენტო, ვალა ყუჩა შიიი! პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ „„„დაპირება ყველაზე იაფი ჯდება, წონა კი, დიდზე დიდი აქვს“““... აასეა ხომ?
ფული ბაბაია, ფული და შვლიპე იასონ, შვლიპე !!! ....ვაი ჩვენ პატრონს უდღეურს...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
18 აგვისტო 2020 23:54
3
როდის მოეშვებით ილუზიებს და დაბრუნდებით რეალობაში? როგორ უნდა მოხვდეს ჯგუფში ეს ბანდა? ბუღრიძე და კაპანაძე არიან მაგ დონის შემტევები? არ არიან სამწუხაროდ. ყველა ვხედავთ. დინამოს გოლის გამტანი არ ჰყავს. ფიფია, იყიდე კარგი თავდამსხმელი!!
გენა
19 აგვისტო 2020 10:11
0
ჩხეტო აბა რა, გულით და სულით გბალეშიკობთ, წინ დინამო
miriani
19 აგვისტო 2020 02:28
4
ფიფიააა, ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა !!! მე17 წუთია ვუყურებ ამ თამაშს და რა მნიშვნელობა აქვს ვინ მოიგებს??? ამ გუნდის გამოჩენაც კი სირცხცილია. ვაი რომ ეს დინამო თბილისია , ის დინამო თბილისი :(((
გადასარევი გიორგი
19 აგვისტო 2020 21:20
0
გული მიგრძნობს რომ დინამო დამაჯერებლად მოიგებს, 2:0 ან 3:1, ვერ დავასაბუთებ, მაგრამ ასეთი წინათგრძნობა მაქვს. საკმაოდ კარგი გუნდია და ესე სკეპტიკურად ნუ უყურებთ!! ვერცერთ რგოლს ვერ იტყვით რომ სუსტია, უბრალოდ შედარებით სუსტი ფლანგია მცველები მეჩვენება. ვნახოთ, წარმატებები ბიჭებს!!
რომელუ
19 აგვისტო 2020 01:34
11

სიახლეები პოპულარული