კახა ჩხეტიანი: მიზანი ჯგუფური ეტაპია - კლუბის პრეზიდენტი დიდ პრემიებს დაგვპირდა

AutoSharing Option
"ტირანასთან" ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩის წინ თბილისის "დინამოს" მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა:

"გუნდში საბრძოლო განწყობაა. შანსებზე წინასწარ საუბარი არ მსურს. კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ გამარჯვებისთვის გავალთ მოედანზე. უფლის, ჩემი ფეხბურთელებისა და ჩვენი გულშემატკივრების იმედი გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე არ იქნებიან, დარწმუნებული ვარ, მათ ხმას გავიგონებთ.

რაც შესაძლებელი იყო, მეტოქეზე ინფორმაცია მოვიძიეთ. კარგი შემტევი ხაზი ჰყავთ, გუნდის ლიდერები ბრაზილიელი და არგენტინელი ფეხბურთელი არიან. მოთამაშეებთან ერთად მათი თამაში განვიხილეთ და იმედი გვაქვს, ხვალ ჩვენი ბიჭებიხალხის გასახარებლად
ყველაფერს გააკეთებენ.

ცოტა ხნის წინ ითამაშეს თასის ფინალში და ვერ ვიტყვით, რომ ცუდი კონდიციები აქვთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ დიდი უპირატესობა ნამდვილად არ გაგვაჩნია.

ბოლო თამაში ეროვნულ ლიგაში მთლად ხარისხიანად ვერ ჩავატარეთ, რაშიც, რაღაც მხრივ, ცუდმა მინდორმაც შეგვიშალა ხელი. ხვალინდელ მატჩში კი სულ სხვა მოტივაცია გაგვაჩნია.

"კუკსის" დამარცხება თავის დროზე იოლი არ ყოფილა, გახსოვთ, როგორი მიმდინარეობაც იყო იმ მატჩში. ეს კლუბები რომ შევადაროთ, მიმაჩნია, რომ "ტირანა" უკეთესი გუნდია.

კლუბის პრეზიდენტმა მიზნად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა დაგვისახა, დიდ პრემიებსაც შეგვპირდა. თუმცა თანხა მთავარი არაა, გუნდში პატრიოტები მყავს, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სახელით თამაშობენ.

გაძლიერებას რაც შეეხება, ერთი ფეხბურთელის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. ეს ლეგიონერი იქნება და იმედია, გუნდს გააძლიერებს.

გუნდში დიდი კონკურენციაა, თან ყველას გვსურს, რომ ლეგიონერმა თავიდანვე კარგად ითამაშოს. თუმცა პერნამბუკოს დრო დასჭირდება, ოჯახიდან შორსაა, 21 წლის ბიჭია, თუმცა ველოდებით, რომ იმ იმედებს, რაც პირველი თამაშით ჩაგვისახა, გაამართლებს.

ნიკა ნინუას წარმატებებს ვუსურვებ. მას საკმარისი ნიჭი აქვს და თუ მოინდომებს, შეუძლია პაოკი-ს ლიდერი გახდეს და საბერძნეთის ლიგაში წამყვან ფეხბურთელად იქცეს. "ბეშიქთაშში" ტრანსფერის ჩაშლის გამო რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო, თუმცა, იმედია, ყველაფერს დაძლევს.

ქართულ კლუბებს, პირველ რიგში, ჯგუფში მოხვედრას ვუსურვებ. ყველას ძლიერი მეტოქე შეხვდა, თუმცა ღმერთმა ინებოს, რომ სამივემ პირველივე ეტაპიც გადალახოს და ჯგუფურ ეტაპამდეც მიაღწიოს."

თბილისის "დინამოსა" და "ტირანას" შეხვედრა "დინამო არენაზე" 19 აგვისტოს, 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსიალაციას კი პირველი არხი შემოგვთავაზებს.

მკითხველის კომენტარები / 37 /
წარმატებები მინდა ვუსურვო დინამოს ტირანასთან.
რეალურად ჯგუფში გასვლა არის ოცნება დინამოსი და მთლიანად ქართული ერის.რაც შეეხება მიზანს დინამოს პრესტიჟის შენარჩუნება და დიდი ანგარიშით არ წაგება ევროთასების ფლეიოფში, ეს არის მიზანი!
თქვე კარგო ადამიანებო(ფიფია,ჩხეტიანი)ციდან ხომ არ უნდა ჩამოვარდეს ეს ჯგუფში შესვლა,რის ხარჯზე უნდა მოხდეს, რა კონტინენტით.ისე იძახიან თითქოს ხალხი რეალობის გაგნებაში არ იყოს
ირაკლი
19 აგვისტო 2020 12:29
0
გასაკვირია პირდაპირ! რა პრემიასაც არ უნდა დაჰპირდეს ფიფია ფეხბურთელებს, ძალუძს კი ამ შემადგენლობით დინამოს თუნდაც ცრვენა ზვეზდას დამარცხება? ყოველ წელს ჯგუფური ეტაპია მიზანი და დუნაისკა სტრედას დონის გუნდებთან ვვარდებით. ამბიციები არ გვაკლია ნამდვილად , მაგრამ ამ გუნდით მერწმუნეთ ტირანასთანაც არ გველის იოლი გასეირნება
????
18 აგვისტო 2020 22:07
2
თუ ლიონმა მოახერხა და მანჩესტერ სიტის და იუვენტუსის მოუგო და გამოთიშა ლიგას დინამომ რატომ ვერ უნდა მოუგოს ტირანას და ცვერნაზვეზდას?? ბურთი მრგვალია და მონდომებით და ბრძოლით ყველაფერი შესაძლებელია.
გელა
18 აგვისტო 2020 21:38
11
ბურთი მრგვალი კია, მაგრამ მაგ ბურთს სათანადოდ გამოყენება უნდა და კარში გატანა, თორემ იმის გულშემატკივრობა რა ვთქვი, დინამოს გამარჯვება რომ არ მოენატრა
????
18 აგვისტო 2020 22:39
0
ფიფია სიაფანტია.გააძლიერე გუნდი კარგი ლეგიონერებით. რა პრემიებს პირდები ხომ ისედაც იცი რომ ვერ მოხვდებიან ამ შემადგენლობით ჯგუფში
გია
19 აგვისტო 2020 00:02
0
მომავალ წელსაც იგივე შინაარსის განცხადება გაკეთდება შედეგი 0 !
beqa
19 აგვისტო 2020 00:05
0
ესენი დაგვცინიან! ეა ჯგუფური ეტაპი ღადაობთ!? ფიფიას გაკეთებული გუნდი არ გაიშვა! ამდენი წელია ტიპი გვეკაიფება ხმა მაინც აღარ ამოიღოს და შეურაცხყოფას ნუღა გვაყენებს, გადააქცია გუნდი თავის ბებოს ბოსტნად
გულშემატკივარი
19 აგვისტო 2020 11:27
2
რათქმაუნდა წარმატებას ვუსურვებ დინამოს. მაგრამ არ მჯერა ფიფიასი და ყოველ წელს ერთი და იგივე ტაქტიკის, რომელიც მუდამ დინამოს გამოვარდნით და შერცხვენით სრულდება. მართლა ჯგუფური ეტაპი თუ უნდა ვინმეს, ამას პრემიების დაპირება კი არა, გაძლიერება სჭირდება გუნდის და არა შენგელიას და ლიდერების ჭ კლასის გუნდებში გაყიდვა
გადასარევი გიორგი
19 აგვისტო 2020 01:23
0
ვაი ამაᲗ პატრონს! ჯგუფური ეტაპი არა? ალბანელებს მოუგებᲗ?
ვენდი
19 აგვისტო 2020 14:13
6
ნეტავი ასე მოხდეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში გამორიცხულია დინამო მოხვდეს და ეს კარგად იცის ფიფიამ,თორემ რა პრემიებს შეპირდებოდა. ჯგუფური ეტაპი კი არა ხვალაც არ ვართ აშკარა ფავორიტები. აი ცვერნა ზვეზდაზე ხო აღარაფელს ვამბობ.
გოგა
18 აგვისტო 2020 23:10
1
რეალს მოუგეთო და ოქროს ზოდებს დაგირიგებთო რომ გითხრათ ფიფიამ შეძლებთ? ფეხბურთში რომ არ წყვეტთ ვარსკლავებს კი ვხედავთ მაგრამ აზროვნებაც მასე გაქვთ გადაგვარებული? ჯობია იქვე დინამოს ირგვლივ გახსნათ სავაჭრო სივრცე და ისე გაყიდოთ ფეხბურთელები.
ეს ქომაგების შეურაცხობაა რასაც გვეუბნებით!
ქომაგი
18 აგვისტო 2020 22:07
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული