თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში თბილისის "დინამო" ალბანეთის "ტირანასთან" 0:2 დამარცხდა.

პირველი ნახევრის უმეტესი დრო ბურთის წინ და უკან უსახურ გორაობაში გავიდა. მე-2 წუთზე სტუმართა მეკარე ლილა შეცდა, თუმცა დინამოელებმა ამით ვერ ისარგებლეს.

ამის შემდეგ ალბანელებმა შეუტიეს. არგენტინელმა ტორასამ 30 მეტრი იარა ბურთით, მისი გადაცემის შემდეგ კი კობინამ კარს კი არა, ლამის მოედანს გადააცილა ბურთი.

25 წუთი მოედანზე საინტერესო არაფერი მომხდარა, 35-ე წუთზე კი "დინამომ" რეალური მომენტი შექმნა - კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარისკენ თბილისელთა ცენტრალურმა მცველმა ბენიომ გადაგზავნა, თუმცა
მცირედ არაზუსტად.

"ტირანას" ფეხბურთელებმა ბენიოს მომენტს ღირსეულად უპასუხეს: მე-40 წუთზე თბილისელთა კარს საჯარიმო დარტყმით იდრის ბათა დაემუქრა. ალბანელმაც მცირედით ააცილა მეტოქის კარს.

დამატებითი წუთების ბოლო წამზე თბილისელთა დაცვამ და მეკარემ სრულად გაუგებრად ითამაშეს, არეულობით კი ტორასამ ისარგებლა და ანგარიში გახსნა. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პირველი ნახევარი გატანილი გოლის შემდეგ დაასრულა.

შეხვედრის მეორე ნახევარი საქართველოს ჩემპიონმა აქტიურად დაიწყო - შულაიასა და პერნამბუკოს კომბინაციას ჩაწოდება მოჰყვა, თუმცა კაპანაძე ბურთს ვერ მისწვდა.

ამის შემდეგ დინამოელები ცდილობდნენ, თუმცა ვერც კარში დარტყმამდე მიდიოდა საქმე, ვერც მწვავე შეტევამდე. ძალიან აქტიური იყო აკაკი შულაია, რომელიც რამდენჯერმე გაიქცა ფლანგიდან. ერთ-ერთ გაქცევას ჯარიმა მოჰყვა. კუციამ კარისკენ ჩააწოდა/დაარტყა და კაპანაძემ ბურთი მკერდით გადაგზავნა ალბანელთა კარში, თუმცა თამაშგარე იყო...

75-ე წუთიდან მოყოლებული, "დინამომ" შტურმის მაგვარი მოაწყო, თუმცა გოლი "ტირანამ" გაიტანა - საჯარიმოს გარედან მუჩიმ დაარტყა, კვასხვაძე შეცდა და ისმაილგეციმ დამატებაზე შეაგდო - 0:2.

ამის შემდეგ სათამაშო დრო ალბანელების მინდორზე გორაობაში გადიოდა. "დინამოს" პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ალბანელები დამატებით დროში ორჯერ გადარჩნენ. ბოლოს, აღნიშნულ შეხვედრაში "დინამოს" საუკეთესო ფეხბურთელი ბენიო შეცდა და "ტირანამ" მე-3 გოლის გასატანად გაიწია, თუმცა არაზუსტად დაარტყეს.

ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო - ტირანა 0:2
0:1 ტორასა (45+3), 0:2 ისმაილგეცი (87)

"დინამო": კვასხვაძე, კობოური (ქიმაძე, 59), ლოჩოშვილი, ბენიო, იაშვილი, პაპავა, ქარდავა (კუცია, 67), ბუღრიძე (გაბედავა, 81), პერნამბუკო, შულაია, კაპანაძე

"ტირანა"
: ლიკა, ტოსოვსკი, ვანგიელი, ნაიდოვსკი, ისმაილგეცი, ჩელაკა, ბათა, კობინა, ტორასა (მუჩა, 83), კალე (ტოლი, 71), მუჩი (ადვიაი, 87)

სამწუხაროდ, საქართველოს ჩემპიონი პირველივე შეხვედრის შემდეგ დაემშვიდობა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას, "ტირანა" კი ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურინირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საკუთარ მოედანზე "ცრვენა ზვეზდას" უმასპინძლებს.

altკახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

 

alt"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

მკითხველის კომენტარები / 163 /
კომემტატორებს სჯერათ, რომ დინამომ მაგრად ითამაშა. საიდან მოიყვანეს ეს ორი ახალგაზრდა, ჭურიდან ახალ ამოყვანილებს რომ ჰგვანან.
სიმართლე.
23 აგვისტო 2020 00:51
1
იცოდეთ კომენტარებო! როგორი დარტყმულიც არ უნდა იყვეს, თუ გოლი არ გავიდა არანაირი დარტყმული არ ვარგა. ალბათ ფეხბუთი არასოდეს გითამაშიათ.
კომენტატორებს! ხალხს ნუ ვატყუებთ.
23 აგვისტო 2020 00:40
0
მაგარი ყომარი იყო
გია
21 აგვისტო 2020 13:09
2
სამარცხვინოა დინამო თბილისის ასეთი თამაში მაგრამ რას ვიზამთ როცა გუნდში კახაბერ ჩხეტიანი და მის მიერ მოყვანილი რამოდენიმე ისეთი ფეხბურთელია რომელიც სათადარიგო სკამს უნდა იმსახურებდეს მაგრამ ისინი ძირითადში არიან. გიორგი კუცია სათადარიგო სკამზე იჯდეს ეს ჩხეტიანის შეცდომაა ასევე 2018წლის ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი სათადარიგო სკამზე დასმა ეროვნული ლიგისთვის მიუღებელია.ბრავო ჩხეტიანი ასე გააგრძელე და დაახლოებით ორ თამაშში სახლში გაგიშვებენ
ბონდია
20 აგვისტო 2020 18:43
0
ჯერ მინდა იმ მოტრაბახე ჟურნალისტს ვუთხრა რომ არაპროფესიონალია თავისი სპეციალობის რომელსაც სათაურად ჰქონდა დაწერილი რომელიღაც ქართველი ფეხბურთელის გვარი რომ ეს ფეხბურთელი კარგად იცნობს ალბანეთს...ტრაბახით და არაპროფესიონალური მიდგომა თუნდაც გაზეთის სტატიიდან ასეთ შედეგს მიიღებს ჟურნალისტი !!! ახლა მწვრთნელი ჩხეტიანი ზრდილობის დავუფასებ ბოდიში მოიხადა მაგრამ დინამო თბილისის დონის მწვრთნელი ჯერ არ არის!!! ახლა რომან ფიფიას მინდა ვუთხრა ან არაპროფესიონალი ხარ ფეხბურთში ან ძალიან მიმდობი შენს არაპროფესიონალ დინამოს წევრებისადმისპორტული დირექტორი და რიგი ხალხი ვინც შედეგი უნდა დადონ გუნდი უნდა ააღორძინონ!!! ათასგზის მოგწერეთ რომან ფიფია დინამოს ფეისბუქ მესინჯერის გვერდზე რომ გუნდის აღორძინება არასწორი გზით მიდის მეთქი ერთი სამი წლის წინაც ვწერდით და დამბლოკეთ იქ მესინჯერში!!! აგერ ჩემი სიტყვები დავიცვათ წინ!!! ან პროფესიონალი ხალხი მიიწვიეს დინამო თბილისში ან გაყიდეთ ქართველზე ოღონდ არა მერაბ ჟორდანიაზე!!! არა ლერი სულაბერიძე!!! და მათ საძმაკაცო საახლობლოზე არა!!! არც მაშინდელი დინამო თბილისი არ იყო გუნდი ფულის საკეთებელი დაზგა იყო მხოლოდ!!! და ლევან კობიაშვილს მინდა ვუთხრა დიდი პატივისცემა გამაჩნია თქვენდამი მაგრამ გეუბნებით ბავშვთა ფეხბურთი ბავშვთა სამწვრთნელო სკოლა არის 0-ის ტოლფასი თანამედროვე სტანდარტებს ჩამოუვარდება ბევრად ძალიან!!! არც უნდა მოხდეს შედარება იმდენად დაბალი დონისაა საქართველოში!!!და განვითარება ძალიან უმეტესად მიმდინარეობს ან საერთოდ არ ხდება განვითარება და რომან ფიფიასავით ნუ დაიწყებ ახლა რა თანხები მოიზიდოს და ასე შემდეგ !!! მიხედეთ საქმეს ნამდვილი საქმის კეთებით!!! თორემ გავა წლები და კიდევ ასეთი შედეგები გექნებათ!!! რადგან ფეხბურთელები რა განვითარების დონეზეც არის გაზრდილი ჩამოყალიბებული იმ დონის ფეხბურთს თამაშობს და იმ დონის შედეგებს აჩვენებს და მოიმკის!!!სპორტულ ჟურნალისტიკაში კი 90%სრული არაპროფესიონალიზმი სპორტული კომენტატორების ჩათვლით!!! იმის ნაცვლად პრობლემებზე წეროთ ისაუბროთ მიუთითოთ ...ტრაბახობთ!!!შედეგებიც სახეზე გაქვთ!!!
Simartle
20 აგვისტო 2020 18:10
0
ბატონებო და ქალბატონებო
60 წელია დინამოს ვგულშემატკივრობ ბევრი რამე მინახია მაგრამ ასეთი უსუსური და უპერსპექტივო გუნდი მე პირადად არ მახსოვს.... ნამდვილი მწვრთნელები დევდარიანი..მაისურაძე გააგდეს...ვიეტნამელმა ნათელმხილველმა გაანალიზა დინამოს თამაშიო ????
ამ " დიდი ფეხბურთის ტრადიციების მქონე ქვეყნის ექსპერტმა" დინამოს გამარჯვება იწინასწარმეტყველა???!!! ...ბრმამ ბრმას ჭიტა დაუძახაო....ალბათ ბოლო წლებში (10 წელი მინიმუმ) დინამოს " თავრუდამხვევი " მიღწევები იგულისხმება რომან ფიფიას ხელში ...სან მარინოს სპორტული მიმოხილველები ქართულ თემას არ კადრულობენ იმის შემდეგ რაც "ქუდზე კაცის" დაძახებით შეკრებილმა სან მარინოს ახალგაზრდულმა გუნდმა ჩვენი ნაკრებს სულ კუდით ქვა ასროლინა..არადა ვინმე რომ დაშავებოდათ მწვრთნელს ან მასაჟისტს მოუწევდათ თამაში...... .ფიფია აკადემიას რომ გვამადლი..ალბათ დღევანდელი დინამოს უჯიგრო..ზლაზვნით მოძრავ უპერსპექტივო ფეხბურთელებს თუ გულისხმობ არ ვიცი...ნინუას ჯარიმის დარტყმა და ნელი ტემპში თამაშისას გრძელი პასის გაკეთება შეეძლო და ისიც სასწრაფოდ გაყიდეთ ზედ თამაშის წინ..არ იცოდით რომ ამ აკადემიის ფეხბურთელებით პლუს ბენიო...ბერნაბუკო და მათი მაგვარი ფეხბურთელები რომლებმაც ალბათ ცნობილი ლიგების საფეხბურთო ბაზის გვერძე აქვთ გავლილი ან უკეთეს შემთხვევაში ამ ლიგების მეოთხე ლიგაში სინჯებზე იყვნენ კიდევ ერთხელ შეარცხვენდით ვიეტნამიგან განსხვავებით დიდი ტრადიციების საფეხბურთო ქვეყანას!!!! უკვე მოდაში შემოვიდა ვაი მწთვრთნელებისაგან "ჩემ თავზე ვიღებ.. პასუხიმგებლობას და ბოდიშს ვიხდი" მართლა ძალიან ცუდად იმოქმედა პირადად ჩემზე ამ თამაშის ყერებამ...წაგებით ბარსელონამაც წააგო..მაგრამ..მათ მართლა იბრძოლეს.. ეს სპორტია!!!!..მჯობნის მჯობნიო ნათქვამია...ჩვენი გუნდის საცოდაობით კი .......არადა ვისთან.???!! ფიფია უეფა ფულს იძლევა მონაწილეობისათვის..სახელმწიფო ფულს გახარჯებთ... რით ვერ ამოიღეთ თქვენი დანახარჯი? შეიცოდეთ ისედაც გაჭირვებულიქართველი ხალხი.!!!!! სასწრაფოდ გადასხით დესანტი მთელი დინამოთი მთელი პერსონალით ვიეტნამში სადაც ჩვენი ფეხბურთის კიდევ წამთ..ჩვენ კი არ გვინდა შტერების როლში ყოფნა...რომ იძახით კარგ ფეხბურთელს ვერ დაიჭერ ძალითო..კონტრაქტს თუ არ ემორჩილება ფეხბურთელი რამდენადაც ცნობილია ვერსად ვეღარ ითამაშებს პროფესიულ დონეზე ..და ამ საწყალ ქვეყანაში ყოველთვის მოიძებნება ახალგაზრდა რომელიც დაემორჩილება აპრობირებულ პრაქტიკას მსოფლიოში და ორმხრივად სასარგებლო კონტრაქტს მოაწერს ხელს.. როცა უკვე დაღვინებული ფეხბურთელი გადავა უფრო ძლიერ კლუბში რაც მომგებიანი იქნება მისთვისაც და მეპატრონისათვისაც..ასეა ყველგან ..მაგრამ ჩვენთან ფიზიკურად სუსტ ჯერ არშემდგარ ფეხბურთელს სასწრაფოდ ყიდიან და მის ნაცვლად ჩამოყავთ ყველასგან დაწუნებული მოთამაშეები (ძალიან დიდი გამონაკლისის გარდა)...ჩვენ გულშემატკივარს კი რომელიც სამართლიანად სარგებლობდა მსოფლიოში ერთერთ საუკეთესო ფეხბურთის მცოდნის რეპუტაციით ძალით აყრიან ნაცარს თვალებში..და წლიდან წლამდე ერთიდაიმავე საკენკს გვიყრიან... სირცხვილია..
ნუგზარ ნუცუბიძე
20 აგვისტო 2020 17:37
0
თავიდან ბოლომდე ჩემს კომენტარს რატომ არ დებთ!?! არ მოგწონთ თქვენს კოლეგას რომ ვკიცხავ!?! თუ რა გინდათ თქვენ!?!
Simartle
20 აგვისტო 2020 17:25
0
პროგრამის მიხედვით, ხალხის (ბიუჯეტის) თანხის ხარჯვის ძირითადი მიზანი ალბათ სპორტული შედეგების მიღწევაა !!! სად არის შედეგები?!
?!
20 აგვისტო 2020 16:37
0
უჯიგრო, არაპროფესიონალი, მარაზმატიკი საბანძეთი !!! ყოველ წელს ერთიდაიგივე !!! როდემდე ?!
?!
20 აგვისტო 2020 16:35
0
ფიფია კარგი ბიზნესმენია მაგრამ,ფეხბურთის გაგებაში არაა.როგორ შეიძლება ჩხეტიანი დანიშნო მწვრთნელად(შეიძლება ძალიან კარგი ადამიანია,მაგრამ მე როგორც მწვრთნელზე ვიძახი).მეორე რამდენი ხანია კაცი გუნდშია და ერთი ნორმალური ლეგიონერი თუ გახსოვთ გუნდში,რომელმაც თავი დაგვამახსოვრა(ჩისკოს გარდა).კიდე შეიძლება ბევრი მაგალითის მოყვანა მაგრამ მე მთავარი ვთქვი--მწვრთნელი და ფეხბურთელები.თვითონ ხო აზზე არაა,პა ხოდუ ეგეთივე უცოდინარები ყავს გვერდზე,რომლებიც წველიან და ყველა კმყოფილია, გულშემატკივარის გარდა.მერამდენეჯერ ვიძახი--სადახართ დინამოს ლეგენდებო,რატო ხმას არ იღებთ,თქვენ ხალხი გაღმერთებდათ და რამხელა პატივს გცემდათ თქვენ კი თურმე სულ სხვა რამეს ცემთ პატივს და ძალიან გყვარებიათ ის სხვა რამ.დასანანია , რომ იმაში გაცვალეთ გუნდის სახელიც,ავტორიტეტიც,ტრადიციაც და ა.შ.გული როგორ არ გისკდებათ როცა ხედავთ თუ რა დღეშია თქვენი მშობლიური დინამო.რო გამოდიხართ და რო ყვებით ამბებს, რომ ასე გიყვარდათ დინამო,ისე გიყვარდათ დინამო,სად წავიდა ის სიყვარული,გადასანსლა იმან ჩვენ რო ვიცით.....საწყენია ერთთი კაციც რომ არ დაუდგა გვერდზე გუნდს,რომელმაც ყველაფერი მოგცათ
კახა ქ.
20 აგვისტო 2020 15:55
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული