"ტირანას" მწვრთნელი: გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" 2:0 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე "ტირანას" მწვრთნელმა ემანუელ ეგბომ კომენტარი გააკეთა.

"გამარჯვებით გახარებული ვარ. შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. ახლა "ცრვენა ზვეზდასთან" დაპირისპირებაზე ვფიქრობ.

"დინამომ" ის ფეხბურთი ითამაშა, როგორი წარმოდგენაც მასზე მქონდა. თავისუფალი სივრცეები არ დავუტოვეთ. კარგი გუნდი დავამარცხეთ. მომენტები ბევრი არ შეგვიქმნია, მაგრამ ყველა გამოვიყენეთ.

ჩემი ფილოსოფია რელიგიასთანაა დაკავშირებული და მჯეროდა, რომ ისევე, როგორც 17 წლის წინ, ამჯერადაც გავიმარჯვებდით.

ჩემს მომავალს რაც შეეხება, კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, ეს მოგება კი გუნდის ერთად შეკვრაში კიდევ უფრო
დაგვეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ოოო, ზუსტად სახელი შეუცვალონ,ეს არის გამოსავალი, თამაშის გამოსწორების იმედი ჩემ მტერს ქონდეს!!!
Z.g.
14:57 20-08-2020
0
ახალი მეპატრონე სჭირდება დინამოს ამ კაცის ხელში სულ მასე იქნება გუნდი
ალეკსანდრე
14:30 20-08-2020
2

სიახლეები პოპულარული