კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
ამისი არც მატჩის წინა კომენტარი მომეწონა, რამდენჯერ ახსენა ხვთის მადლითო წარმატებას მივაღწევთო, ტირანას ვძლევთო ღმერთის დახმარებითო და ასეთები. ნორმალურია ეხლა ეს თუ დებილი? თუმცა ფიფია თუ არ მოშორდა პირველ რიგში, თავი დ თავი ეგ არის...
levani
19 აგვისტო 2020 23:57
1
კაია ჩხეტი ეს ბოდიში გეყოფა მომვალ ამ დრომდე მერე კიდე ერთი ბოდიში და კი წახვალ მთავარია ის ძარღვი არ შეერთდეს შუბლზე როა თორემ შეგრცხვება და გაწითლდები.
სამტრედიის სოფლიდან
19 აგვისტო 2020 23:56
0
სირცხვილი და თავისმოჭრა იყო და გულისამრევი რაც ვნახეთ. თან ალბანეთში არც დაწყებულა სეზონი. შემოდგომა-ზამთარზე გადავიდეთ ჯობია როგორც ევროპაშია. ხომ ვხედავთ მაგითი მკვდარი ვერ გაცოცხლდება, ბევრად ღრმა პრობლემაა, საერთო დონეა ძალიან დაბალი და წლიდან წლამდე ვარდება.
გია
19 აგვისტო 2020 23:51
2
მერე შენი ბრალი რომ არის ამისთანა უჯიგრო კაცების თავმოყრა კლუბში, ადექი და შენვე მოითხოვე მათი გაგდება, ეგაა და ეგ.
ეს ფეხბურთი კი არა კარდიბალეტი იყო. რა უნდა ასეთ კლუბს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურზე?
როდის დამთავრდება საქართველოში ეს სუბსიდირებული საფეხბურთო ჩემპიონატი. ან სამოუყვარულო გახადეთ ან წმინდად კომერციული პროფესიონალური.
ახლა რაც არის, ესაა უმსგავსობა და აქ ხარისხი არასოდეს იქნება.
როგორც კი ვინმე ოდნავ რაიმედ ღირებული გამოჩნდება მაშინვე ყიდიან, მონათმფლობელობის ერაში ვართ.
ევროპალიგის შესარჩევზეც ასე იზამს ახლა ყველა კლუბი და უცბად მოისვენებს ევროპა ქართული კარდიბალეტისაგან..
jango
19 აგვისტო 2020 23:51
1
მერამდენე წელია ამათი ჩაჯ...ლი თამაშის მერე მწვრთნელის კომენტარი copy paste-ვით მეორდება.
ირაკლი
19 აგვისტო 2020 23:51
1
მთელი გუნდი გასაშვებია აი 1 ფეხბურთელიც არ არის რომ თქვა დასატოვიაო მწვრთნელიც გასაშვებია და ფიფია რომ უნდა გადადგეს ეს უკვე არ არის ახალი ამბავი
Ka
19 აგვისტო 2020 23:50
1
ერთი ადამიანი დაასახელეთ ვინც ხედავს გუნდის განვიტარებას! სირცხვილია ესეთი სოფლის ფუნდი რომ ქვეყნის ჩემპიონი ხდება :(
simartle
19 აგვისტო 2020 23:49
0
სოფლის გუნდი სხვა სოფლელებს ხვდება და იათზე ცოტათი უკეტესია. ამიტომაც ხდება ჩემპიონი
555
20 აგვისტო 2020 15:04
0
შენ და ფიფია რაც მალე მოშორდებით ამ გასაცოდავებულ დინამოს მოთ უკეთესი. შენს ადგილას უკვე გადამდგარი ვიქნებოდი
თორნიკე
19 აგვისტო 2020 23:48
1
ამასობაში დრო გადის, ყოველ წელს ერთიდაიგივე... შევაბერდით უკვე ამდენ სირცხვილს
შოთა
19 აგვისტო 2020 23:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული