კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
არადა კომენტატორები ხო სხლავენ,ტირანა დამარხეს და დასამარხი თვიტონ ყოფილან თურმე დდდდდ
555
20 აგვისტო 2020 09:18
1
100%! ეს სანდრო ცნობილაძე (გუშინ არ იყო, ვიცი), ხომ გლიჯავს. ის ისტორია შავკანიან ქართველზე მოძველDა, გასაგებია. ესპანეთის თამაშს უკეთებს კომენტარს. იმ მატჩის გარდა კიდევ 2 ტურია. მთელი პირველი ტაიმი ამტკიცებს, რომ თუ სევილია წააგებს, მაშინ ვილიარეალი დაეწევა, თუ ორივეს მოიგებსო. იმ წუთისთვის ვილიას ნათამაშები აქვს უკვე (წინა დღეს), 7 (შვიდი) ქულით ჩამორჩება და მე-4 ადგილიც გარანტირებული აქვს უკვე სევილიას. თან ამ სანდრომ მეორეც აიყოლია და ერთი 10ჯერ მაინც ამაზე ლაპარაკობდნენ. ვერ მოვითმინე, შესვენებაზე თუ რამე ტელეფონი ვიცოდი სილკნეტის ყველგან დავრეკე. იმიტომ რომ პატივს ვცემ სილკნეტს, ძალიან გვანებივრებენ სპორტული გადაცემებით და ასეთი სულელური კომენტები არცხვენს მათ. ამიტომ! შენც არ მომიკვდე - იგივე გააგრძელეს. ალბათ 2 დღის წინანდელი ცხრილი ედოთ წინ. ასეთი კომენტატორები, ასეთი ფეხბურთელები! ეეეეჰ
alexandre
20 აგვისტო 2020 11:28
0
დარჩენილ გუნდებსაც იგივე მოელით
123
20 აგვისტო 2020 09:16
4
აი თქვენი რეალური სახე და განა მარტო ფეხბურთი?
123
20 აგვისტო 2020 09:14
3
საუბედუროდ ამ უთავმოყვარო ხალხმა,ბოდიშიც გააუფასურეს საქართველოში. მოიხადე ბოდიში,ზნაჩიტ გადადი საქმეზე და წადი სახლშიიი.
margali
20 აგვისტო 2020 09:04
2
ბოდიში სიტყვით და საქმით ვითომ არაფერი მომხდარა?
სსს
20 აგვისტო 2020 08:35
1
როდემდე ერთიდაიგივე ყოველწელს როდემდე? 100%-ანი ევროპალიგაზეც რომ გაბანძდებით მერე რას იტყვით ორჯერ ბოდიშს? თავმოყვარეობა საერთოდ არ გაქვთ? ჰო და იქნებ ისიც გვითხრათ რასაც მოედანზე აკეთებთ ეგ თამაში ნაღდად არ არის და სახელი რა ჰქვია? ქართული ფეხბურთის სირცხვილი ხართ საბურთალოსთან ერთად!!!!!
?!
20 აგვისტო 2020 08:33
0
რა ბოდიში უთავმოყვარე ბრბო ხართ,ფულის მეტი არაფერი გაინტერესებთ, ერთი გუნდის შექმნა რა გახდა საქართველოში, რომ ცოტათი მაინც გაახაროთ ხალხი.
zmo
20 აგვისტო 2020 07:56
1
ეხლა მიხვდი ფულია საინტერესო და არა სხვა?
123
20 აგვისტო 2020 09:11
0
კაცურად სულ პირჯვარს რო იწერ ღმერთი ხო გწამს?! ხოდა წადი რააააააა! წადიიი! შევარდნაძე წავიდა ბოლო ბოლო და შენ რატო ვერ ხვდები
ვახო
20 აგვისტო 2020 07:51
1
რა თავმოყვარეობაზეა საუბარი? ესენი ფულის გულისტვის სულს მიჰყიდიან ეშმაკს
123
20 აგვისტო 2020 15:00
0
გაყევით პოლიტიკაში კობიაშვილს, უთავმოყვარეო ცხვრებო .რაც მონა გყავთ პრეზიდენტი იგივე თქვენ ხართ.

კახა
20 აგვისტო 2020 08:49
3
ყველა გამოხმაურება
რასაც ესენი „თამაშობენ“რაღაც სხვა სახეობაა ,არ არის ეს ფეხბურთი,და საქართველოში აღარ არის ფეხბურთი,მაგრამ არ გვინდა ამის გაგება,შეგუება,ეს კარგია მაგრამ ამათ ხელში უარესი იქნება, მეტი რაღა შეიძლება მარა მაინც, თვითონ თავისი ნათესავებიც რომ აღარ უყრებენ და აღარ დაინტერესებდებიან ამ საცოდაობით!!!
zesta.
20 აგვისტო 2020 07:21
0
კითხვა მაქვს თქვენი საიტისგან განსხვავებით ლელო ჯიზე კომენტარი რატო არ იწერება. კომუნიზმში არიან ჯერ კიდევ?
გიორგი
20 აგვისტო 2020 07:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული