"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...
ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.
არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.
ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა.
ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.
თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა.
თბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა
მაგრამ ყველაზე მეტად იცით ვისი ბრალია ეს ყველაფერი?
არც ფედერაცია, არც ფიფია და არც ძმანი მისნი, ჩვენ ვართ მთავარი, მისი უდიდებულესობა ქართველი ერი, თუ ერი გვქვია საერთოდ!
ამ უბედურ ქვეყანაში თუ სახელმწოფო გადატრიალებები და რევოლუციები მოსულა, საფეხბურთო გადატრიალება რატო არ მოსულა ნეტა?
ჩვენი ბრალია, ჩვენი, პირადად ჩემი და დანარჩენი ყველასი, ვისაც მართლა გული გვტკივა ამდეი შეურაწყოფისგან, მაგრამ ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი? მგონი კომენტატორმა, რომელიც კომენტარს უკეთებს რეპორტაჟს, უნდა თქვა სახალხოდ რო ეს ანტიფეხბურთია.გენიოსმა ეროსიმ გაბედა და დიდებულ დინამოს აკადრა ფრაზა: "მკვდრებმა ცოცხალი კედელი აღმართესო", იმ დონამოს რომლისაც თვით ლივერპულს ეშინოდა და ამ ჯაყოებს ვერ ვუბედავთ ვერაფერს.