კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
ამას მწვრთნელი რატომ ჰქვია გამაგებინეთ ვინმემ ???!!!
გაუშვით ეს კაცი და მოიყვანეთ მწვრთნელი !
სანდრო
20 აგვისტო 2020 00:20
2
მოგებას თავი რომ დავანებოთ და ტირანას რომ ერთ ბურთსაც ვერ გაუტან, არ ვიცი რა უნდა თქვა კაცმა. სუსტი დინამო როგორ არ მინახავს, აბა ბოლო 20 წელია რას ვუყურებ, მაგრამ ეს დინამო რაც დღესაა, გამორჩეულად უსუსტესი გუნდია. ისე რა უნდა მოთხოვო ამათ, ვინც ოდნავ რაღაცას ახერხებს ყველა უცხოეთში გარბის და დარჩნენ აქ ხეიბრები. სიმართლე გითხრათ ეხლა წაგება უკეთესიცაა, შემდგომ სულ მთლად გაფარჩაკებას გადავრჩით.
დათო
20 აგვისტო 2020 00:19
0
სამარცხვინოები ხართ! ტირანასთან ერთ მომენტს რო ვერ შექმნი, კიდე განვითარებაზე როგორ საუბრობ? როგორ არ გრცხვენია კიდე რო აპირებ მუშაობის გაგრძელებას? ფიფია შენ კიდე მოშორდი რა, ხო ხედავ არ გამოგდის და არც გამოგივა! იმიტომ რომ აზრზე არ ხარ
giorgiT
20 აგვისტო 2020 00:13
0
საქართველოს ჩემპიონატი იმ ავადსახსენებელ საბჭოთა კავშირშიც ტარდებოდა და ჩემპიონები ხან ტყიბულის მაღაროელი და ხანაც ტყვარჩელის მემაროჟნე ხდებოდნენ, თუმცა ბევრად უფრო ღირსეულად გამოიყურებოდნენ...
მ.ტ.
20 აგვისტო 2020 00:13
1
ჩხეტო შენ და დოლიძეს თუ გაქვთ ნამუსი უნდა წახვიდეთ! ეგ იქნება ბოდიში!
ლადო
20 აგვისტო 2020 00:05
0
სირცხვილი, მერამდენეთ?
Skorpion07
20 აგვისტო 2020 00:04
0
კახა პიროვნულად ვერ შეგაფასებთ არ გიცნობთ, თქვენი სამწვრთვნელო ისტორიაც დიდად არ ვიცი მაგრამ ამ ერთი მატჩის შემდეგ თავმოყვარე მწვრთვნელი პირდაპირ გააკეთებდა განცხადებას წასვლათან დაკავშირებით
კობა
20 აგვისტო 2020 00:02
1
სირცხვილი და თავის მოჭრა უკვე მერამდენედ არც სახელმწიფო დახმარება გიშველით თქვენ საცოდავებო.*
Skorpion07
20 აგვისტო 2020 00:01
0
ეჰჰ ბატონო კახა ჩემო ბებერ შენ საერთოდ მწვრთნელი რატომ გქვია მე აზრზე არ ვარ!ბოდიშს როცა იხდი მინიმუმ ყური მაინც უნდა გიწითლდებოდეს,მაგას რა უნდა ფულს მიხდიდნენ და ბოდიშებს ყოველ წამს მოვიხდი.მაგაში არაა პრობლემა!პრობლემა არის სუფთა სინდისში!!აი იმაში რაც საერთოდ არავის არ გაგვაჩნია ამ ქვეყანაში.უარესის ღირსი ვართ რომ ყოველ თქვენს თამაშებს დიდი იმედებით ველით ახია ჩვენზე))წახვალ და სხვა მოვა და გვატრიალებს ეგეც წრეზე.იხადეთ ბოდიშები რამდენიც გინდათ.აი მართლა გულით მაინტერესებს რას ფიქრობთ ამ მომენტში შენც,ფეხბურთელებიც და ფიფიაც.აი მართლა თავს პროფესიონალებად ხომ არ თვლით?გთხოვთ მითხარით რომ არ თვლით!!!!თქვენ ყველას გვაყენებთ ამ თქვენი კომენტარითაც შეურაცხყოფას!მანდ არ იჯექი ნინუას რო ყიდიდნენ? 200 000 კი არ უნდა იყოთ დახამებული ეს არის დღევანდელ ფეხბურთში სასაცილო თანხა ამდენს უნდა იხდიდეთ ბიჭო მინიმუმ ფეხბურთელში.ან რამდენ ასეულ მილიონს გიხდით სახელმწიფო?სახელმწიფო კი არა ხალხი! სად მიდის ეგ ფული სინდისი სად გაქვთ ბიჭო სინდისიიიიი????????მშიერი ქვეყანა გიხდით რამოდენიმე ასეულ მილიონს და თქვენ ამ ფულს ატრიალებთ კორუფციაში?აი ხალხო მართლა გულით მაინტერესებს როდემდე ვითმინოთ ასეთი ამბები???????????აი დაფიქრდით ბიჭო დაფიქრდიით რაში იხარჯება ამდენი ფული აი დღეს უყურებდით მაგის შედეგს!!!!!ქვეყნის ჩემპიონი ვარდება ტირანასთან!ალბანეთის ჩემპიონთან დინამო თბილისი!!!!!!!!! ))))))))))))))))))))))
აბგდ
20 აგვისტო 2020 00:01
3
ამან ტორპედოს რო წვრთნიდა მაშინაც შერცხვა წაგებით ,მერე "პასუხისმგებლობა" აიღო და მეორე წელს ჩემპიონთა ლიგაც მოაგებინა "აცალეთ 2030 წლამდე " :-D:-D ვავა ფიფიავ ვავა ბიძოვ .... ფუი თქვენი....
დავითი სიმართლე
19 აგვისტო 2020 23:57
3
ფიფია ხო, მაგრამ ბიძო რა შუაშია? რეებს ბოდიალობ?!
მამუკა
20 აგვისტო 2020 03:18
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული