კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
ნერვებს ნუ იშლით,დეტალებზე ლაპარაკი არც ღირს. რეალურად სხვა შედეგს ელოდით ...!?, მე არა.ყველა გამოვარდება, რეალობაა ეგეთი. დიდი ხანია საქართველოში ფეხბურთი არ არის და არც იქნება , ერთეული ნიჭიერები- ,,მარად მწვანეები" კი ხანდახან გამოჩდებიან, მერე რა? ფეხბურთი მთელი მეურნეობაა, სადაც ერთეულები ამინდს ვერ შექმნიან. 0- დან არის დასაწყები. მარტო ბავშვებთან კი არ უნდა იმუშაონ მწვრთნელებმა ( ჩამოსაყვანია) და ფსიქოლოგებმა, არამედ მათ მშობლებთანაც აუცილებლად. შედეგი მერე მოვა. არაპროფესიონალი და უპასუხისმგებლო არ უნდა გააკარო. ახალგაზრდებს უნდა აეკრძალოს ლუქს-მანქანებით მარიაჟობა, შედეგის დადებამდე და ა.შ. ერთ დამყაყებულ წრეზე ვართ ყველა სფეროში და ვიქნებით თუ ძირფესვიანად მოსახლეობის 60-70 % მაინც არ ამოიქოქა სახელმწიფოებრივი შეგნებით.
გუსანი
20 აგვისტო 2020 13:28
0
კაპანაძე --- პატარა პროვინცულ ქალაქების სადგურზე რო " ნასილშიკი" გხვდება იმას გავს ! იაშვილი --- ვაგზლის მოედნელ კარმანშიკს ! ჩხეტიანი მორწმუნე მომპარავი ბიჭების უმცროს ძმას !
ხულიო იგლესიასი
20 აგვისტო 2020 13:04
5
მაინტერესებს ჟურნალისტები ფიფიას დუ დაუსვამენ კითხვას მომავალთან დაკავშირებით ეს დინამოა ფლაგმანი ჩვენი ქვეყნის!!! თუ ახალგაზრდების გაზრდა და ამით ფულის შოვნაუნდა ჩაიბაროს სხვა გუნდი და იქ ააშენოს საამქრო. უნდა გადადგეს ეს პრეზიდენტი არ გაიჯეჯილა ამ უნამუსო მატყუარა ფიფიამ!! ეს დინამოა
beqa
20 აგვისტო 2020 12:49
1
ერთი ფეხბურთელიც არაა დინამოში თამაშის ღირსი!!! არაუშავს მომავალწელსაც იგივე :)
beqa
20 აგვისტო 2020 12:39
1
me vcxocrob amjamad saberdznethi. am ori dxis ukan iseti reklama gauketes ak ninyas transfers ro vifikre tu ninyas donisa ara magram naxevrebic ro ikvnen tiranas gadauvlian metki. pieikit moxda. ubralod emociebic ki axar makvs
romani
20 აგვისტო 2020 12:24
0
რაც საბურთალომ და მისმა პატრონმა ჯაყომ შარშან არარატთან გააკეთეს იგივე გააკეთეს ახალმა ჯაყოებმა ფიფიას ხელმძღვქნელობით!
მაგრამ ყველაზე მეტად იცით ვისი ბრალია ეს ყველაფერი?
არც ფედერაცია, არც ფიფია და არც ძმანი მისნი, ჩვენ ვართ მთავარი, მისი უდიდებულესობა ქართველი ერი, თუ ერი გვქვია საერთოდ!
ამ უბედურ ქვეყანაში თუ სახელმწოფო გადატრიალებები და რევოლუციები მოსულა, საფეხბურთო გადატრიალება რატო არ მოსულა ნეტა?
ჩვენი ბრალია, ჩვენი, პირადად ჩემი და დანარჩენი ყველასი, ვისაც მართლა გული გვტკივა ამდეი შეურაწყოფისგან, მაგრამ ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი? მგონი კომენტატორმა, რომელიც კომენტარს უკეთებს რეპორტაჟს, უნდა თქვა სახალხოდ რო ეს ანტიფეხბურთია.გენიოსმა ეროსიმ გაბედა და დიდებულ დინამოს აკადრა ფრაზა: "მკვდრებმა ცოცხალი კედელი აღმართესო", იმ დონამოს რომლისაც თვით ლივერპულს ეშინოდა და ამ ჯაყოებს ვერ ვუბედავთ ვერაფერს.
ირაკლი
20 აგვისტო 2020 12:23
1
მართალი ხარ 100 % ძველი დინამოელები გაჩუმებულები რატომ არიან ეგეც მაინტერესბს. სანამდე საზღვარი ხოაქ ყველაფერს.
giorgi
20 აგვისტო 2020 13:26
0
ეს მაინც არ დაბლოკოთ გახსოვთ ასეთი გუნდი ზესტაფონი ეს გუნდი სალათი დაშალეს არვიცი ვის აწყობდა მაგის გაკეთება მაგრამ ფაქტია გააკეთეს ზესტაფონი გუნდი იყო რომელიც მომავალს გვაძლევდა ევრო ტურნირებზე იმდროისთვის გამართულ ფეხბურთს თამაშობდა ეხლა სამაგიეროთ სვარკას უნდა უყურო რომ ამათ თამაშს ადევნო თვალი
Gio
20 აგვისტო 2020 12:20
0
Რომ გგონია მოდი ვუყურებ თამაშს, რაც აქამდე მინახავს იმაზე უარესი მეტი რა უნდა მოხდესო, და ამაშიც რომ იმედი გიცრუვდება
Irakli
20 აგვისტო 2020 12:20
0
არავითარი აზრი არ აქვს ახლა ამ ბოდიშს, ესეც მოძველდა უკვე... კი ბატონო, მჯერა, რომ თქვენც არანაკლებ განიცდით მომხდარს და წუხართ, მაგრამ რამდენჯერ შეიძლება ერთსადაიმავე ადგილზე ცხვირის წამტვრევა? რატომ არ აღიარებთ, რომ გაუმართლებლობა და ვინმეს ფორმაში არყოფნა, ან სხვა პოზიციაზე თამაში კი არა, მთავარი პრობლემა არაპროფესიონალიზმია! ფეხბურთელები რომ სამ პასს ვერ აკეთებენ გადაბმულად და ერთ სტანდარტულს ვერ ასრულებენ ნორმალურად მთელ მატჩში, ეს გაუმართლებლობის კი არა, საქმის არცოდნის და დაბალი კვალიფიკაციის შედეგია. ვთქვათდა გაგვმართლებოდა მართლა და გავსულიყავით შემდეგ ეტაპზე, მერე ჯგუფში მოსახვედრად ვიბრძოლებდით ამ გუნდით და ამ ხარისხით?! არ ვიცი, როგორ იწვრთნებიან ევროპაში ფეხბურთელები და რატომ არ გამოგვდის ჩვენ, ახლა ხომ ბაზებიც ნორმალური გვაქვს და სტადიონებსაც არა უშავს? არ მესმის ამ დინამოსნაირი გუნდის მესვეური, რატომ უნდა თვლიდეს, რომ ეს საშუალო დონის გუნდი მაინცაა და ამ ფეხბურთით შეიძლება რამე შედეგის მიღწევა. ან როგორ შეიძლება ეს გუნდი იყოს რომელიმე ქვეყნის ჩემპიონი?
ნატანჯი
20 აგვისტო 2020 12:20
0
ჩემპიონი ვინც გახადა ისმწვრთნელი გაუშვეს.. მეკარე გაუშვეს.. დაცვის ცენტრში მთავარი ვინციყო გაუშვეს.. ნახევარდაცვაში ნინუა გაუშვეს.. ფორვარდი კუტალია გაუშვეს. ეგიყო გუნდი დღეს ნახირია დამთავარი მენახირე მწვრთნელია და ყველაზე დიდი მენახირე სპორტული დირექტორი
გიოდინამო1
20 აგვისტო 2020 15:13
1
მენტალური მოუმზადებლობით გამოწვეული შენელებული აზროვნება და შესაბამისი თამაშის დაბალი ტემპი და ბურთის დიდხანს დაყოვნება
მენტალური მომზადების ცენტრი
20 აგვისტო 2020 12:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული