კახა ჩხეტიანი: მთელ საქართველოს ბოდიშს გიხდით...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა "ტირანასთან" გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. 

"ფეხბურთელებს უგულოდ თამაშში ვერ დავადანაშაულებ. თუ მათ რაღაც არ გამოუვიდათ, ეს ჩემი ბრალი იყო. მეტოქემ ყველაფრის შანსი მოგვცა, სივრცეებიც იყო, შეტევის საშუალებაც, მაგრამ ვერ შევქმენით...

ძირითად შემადგენლობაში მოხვედრილი ყველა მოთამაშე იმსახურებდა თამაშს. თუ სწორად არ შეირჩა 11 ფეხბურთელი, ესეც ჩემი ბრალი გახლავთ.

არაფერი გამოგვივიდა, ამიტომაც დავმარცხდით. რამე რომ გამოგვსვლოდა, უკეთეს შედეგს ვნახავდით. ჩემს თავზე ვიღებ ყველაფერს.

ყველანაირად ვეცდებით, რომ დღეს რა თამაშიც ნახეთ, ევროპა ლიგაზე ეს აღარ
იხილოთ. არაფერი გამოგვივიდა, შემდეგში კი ყველაფრის გამოსწორებას ვცდით.

პერნამბუკოს ფლანგზეც უთამაშია, ცენტრშიც უთამაშია, მაგრამ არ ვიცი, ვერაფერს ვიტყვი. ქავთარაძეს მიკროტრავმა ჰქონდა და ამიტომ ვერ მიიღო შეხვედრაში მონაწილეობა. 

ევროპის ლიგისთვის გაძლიერებას რამდენად შევძლებთ, ეგ არ ვიცი. რა ბირთვიც გვყავს, იმას სამუშაო აქვს. ყველას ბოდიშს გიხდით, თქვენც, მთელ საქართველოს, ყველას გული დაგწყვიტეთ.

თუ ხელმძღვანელობა ჩათვლის, რომ ჩემთან ერთად გუნდი ვერ ვითარდება, იქნებ გზებიც გაიყაროს, არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ჩხეტიანმა. 

altთბილისის "დინამო" "ტირანასთან" დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა



მკითხველის კომენტარები / 120 /
ჩხეტიანი არ არის გუნდის გამკეთებელი მწვრთნელი,ტორპედოში რომ მივიდა დახვდა ის ფეხბურთელები და შეთამაშებული გუნდი და დაიდო შედეგი,ხელმძღვანელობაც ხედავდა გუნდს მაშინ..ეს არ იყო მეორე წელს ორი კაცის გარდა ყველა გაუშვა გუნდიდან და მოიყვანა ფულის ტომარა ფეხბურთელები და გააკოტრეს გუნდი,მთელი თავისი სამეგობრო და საძმო ტორპედოს ხარჯზე აცხოვრა ყველას გუნდში ასაქმებდა,მოკლედ გაიშიფრა ვინც არის.
Gia
20 აგვისტო 2020 23:20
2
ამოგვივიდა ყელში ყველას თქვენი ბტყელი სიტყვები, როდესმე ხომ უნდა გვეღირსოს ასეთ გუნდებთან ნორმალური თამაში, დაახვიეთ ყველამ ფიფიას თამადობით. შუა ზაფხულში ფეხბურთელებს ყიდით და ვიღაც სირები მოგყავთ, მოგიტყანთ სელექცია
დინამოს ფანი
20 აგვისტო 2020 20:25
0
Yvelaperi winaaa
Piit
21 აგვისტო 2020 20:58
0
კახა ჩხეტიანს ტორპედოს გულშემატკივრები,ახალ მისულს რომ დაუპირისპირდნენ და წასვლას ითხოვდნენ,მაშინ მხარი დავუჭირე და არც შევმცდარვარ.ახლაც, მიუხედავად ამ საზიზღრობისა,მაინც მხარს ვუჭერ და ვფიქრობ,რომ დრო უნდა მივცეთ გუნდთან მუშაობისათვის,მაგრემ მეორე მხრივ,თვითონ როგორ ფიქრობ,კახა,გუნდი ვითარდება?თუ დაშლა განვითარებას ნიშნავს,კი ბატონო,მაგრამ განვითარებას თავისი ვექტორი აქვს და ჯერჯერობით მისი ნიშანი,უარყოფითია.ამ ხალხით,არც იმის შანსი ჩანს,რომ წინ,უკეთესობა გველის.კლასი რომ არ არის,ეგ ერთი,მაგრამ ბრძოლის სურვილიც რომ არ იყო და აზროვნების ნიშნებიც კი არ შეინიშნება გუნდის მოქმედებაში,ამას რაღა ვუყოთ?ერთადერთი გიორგი კუციაა,რაღაც დონეზე გასვლის პერსპექტივას რომ ვატყობ.სხვები კი,ჯერ ისევ პერსპექტიულები,უკვე რეგრესს განიცდიან და რა იმედი უნდა გვქონდეს,არ ვიცი.
სოსო
20 აგვისტო 2020 20:12
6
შეიძლება მოიგო, შეიძლება წააგო, მაგრამ ღირსება და თავმოყვარეობა არ უნდა დაკარგო, რაც სამწუხაროდ ამათ კი არ დაკარგეს, არამედ ზოგადად არც გააჩნიათ როგორც ანს!
სოხუმელი ვეტერანი
20 აგვისტო 2020 17:29
0
რა უნდა თქვას ასეთი თამაშის შემდეგ ისეთი, რომ მოსამენად ღირდეს? ამიტომ ასეთი თამაშის შემდეგ ჟურნალისტები საერთოდ არ უნდა ცხადდებოდნენ პრესკონფერენციაზე და ცარიელ დარბაზში რომ შემოვა, ჩხეტიანი იქნება თუ სხვა, მაშინ დაინახავს და მიხვდება კარგად...
ანესთეზეოლოგი
20 აგვისტო 2020 17:11
0
ზოგადად, საქმიანობა და წარმატება შედეგეთ ფასდება!!! საფეხბურთო კლუბის წარმატება წარუმატებლობა სპორტული შედეგით !!! დინამოს შედეგები ჩამოთვალოს რა ბატონმა რომან ფიფიამ !!! კახა ჩხეტიანს იქნებ ვინმემ დაუსვას 3 კითხვა: 1.თუ იცის საერთოდ გულშემატკივრისთვის დინამო რას ნიშნავს? 2.დინამო რასაც გუშინ მოედანზე აკეთებდა მაგას თამაში არ ჰქვია და იქნებ სახელი გვითხრას რა ჰქვია. 3. მისი ბოდიშის არსი რაში მდგომარეობა და რა ქმედებაში გამოიხატება, ბოდიში მაგრამ მომწონს ჩემი სამსახური და გუშინდელი მარაზმის მიუხედავად უნდა გავაგრძელო მუშაობაო, უკაცრავად ღადაობაო?!
?!
20 აგვისტო 2020 16:32
0
ფიფია რომ დინამოს ღუპავს უკვე წლებია სა მისი ხელმძღვანელობით გუნდი იმაზე წლიდანნ წლამდე უარეს შედეგა აჩვენებს და ამ კაცს რომ არ აქვს კლუბის განვითარების არც გეგმა და არც არანაირი ხედვა ამას ხვალხიი უკვე წლებია ლაპარაკობს და აპროტესტებს მაგრამ არაფერი იცბლება და არც შეიცველა სამწუხაროდ დღეს დინამო არის ამ ადამიანის კერძო საკუთრება და რასაც უნდა იმას იზამს ჩვენ რამდენიც არ უნდა ვიყვიროთ ამას არანაირი აზრი არ აქვს ერთპიროვნულად კლუბი მისი საკუთრება უბრალოდ მე ერთი თხოვნა მექნება იქნებ სახელი ემბლემა და ფერები შეუცვალოს და ისე გაგრძელოს მისი პატრონობა ისტორიას მაინც სცეს პატივი ))
გიო
20 აგვისტო 2020 16:22
0
საინტერესო იცით რაარის ? ეხლა გადავხედე გუნდის სტრუქტურას და სპორტული დირექტორი ვერ ვნახე .. ანუ ტრანსფერებზე ვინ ზრუნავს ? ფეხბურთEლს სანამ გუნდში მოიყვანს ვინმე საერთოდ აკვირდება? გინდს სკაუტები ყაავს და თუ ყავს მერე ამ სკაუტების შეგროვებულ ინფორმაციას ვინ 'ფილტრავს ვინ იღებს გადაწყვეტილება ფეხბურთელის მოყვანაზე? ერთი თელა შამათავა წერია ტრანსფერების მენეჯერი მაგრამ ეგ სხვარამე..
გიოდინამო1
20 აგვისტო 2020 15:42
0
Chxetiani,, s veshami, davai dasvidania,, + fifia !!!
Givlari
20 აგვისტო 2020 15:40
0
უსირცხვილო და უთავმოყვარეო ხალხი, რომლებსაც ფეხბურთელებს ვერ უწოდებ. თითქოს ბირჟაზე იდგნენ ან პლაჟზე აგორავებდნენ ბურთს.ერთად ერთი ბენიო ცდილობდა რაღაცას. გასაკუთრებით აღსანიშნავია მწვრთნელის უუნარობა ტაქტიკაში, გუნდის გადაწყობაში თამაშის დროს და საერთოდ ეგ არ არის ის მწვრთნელი, რომელიც უნდა ჰყავდეს დინამოს. საქართველოს განახლებული ჩემპიონატის თამაშებში და თელავთან ბოლო თამაშის დროსას გამოჩნდა, რომ ამ ფორმაციის დინამო არ არის ის გუნდი, რომელსაც ქართული ფეხბურთის ფლაგმანი უნდა ეწოდოს
mvx
20 აგვისტო 2020 15:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული