ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" 2:0 დამარცხების შემდეგ პრესკონფერენციაზე "ტირანას" მწვრთნელმა ემანუელ ეგბომ კომენტარი გააკეთა.
"გამარჯვებით გახარებული ვარ. შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ. ახლა "ცრვენა ზვეზდასთან" დაპირისპირებაზე ვფიქრობ.
"დინამომ" ის ფეხბურთი ითამაშა, როგორი წარმოდგენაც მასზე მქონდა. თავისუფალი სივრცეები არ დავუტოვეთ. კარგი გუნდი დავამარცხეთ. მომენტები ბევრი არ შეგვიქმნია, მაგრამ ყველა გამოვიყენეთ.
ჩემი ფილოსოფია რელიგიასთანაა დაკავშირებული და მჯეროდა, რომ ისევე, როგორც 17 წლის წინ, ამჯერადაც გავიმარჯვებდით.
ჩემს მომავალს რაც შეეხება, კლუბთან კონტრაქტი მაკავშირებს, ეს მოგება კი გუნდის ერთად შეკვრაში კიდევ უფრო
დაგვეხმარება".
2. წინა სეზონი დაცვის ცენტრში თამაშობდა კობოური, რომელიც ჩაანაცვლა ლოჩოშვილით, ამ უკანასკნელის სტატისტიკას თუ ნახავთ, ახალგაზრდულ ნაკრებშიც და გუნდშიც მნიშვნელოვან თამაშებში უპატიებელ შეცდომებს უშვებს. სლოვაკეთის ჟილინაში რომ წაიყვანეს, ძირითად გუნდში 1 თამაში არ უთამაშებიათ.
3. არ შეიძლება ნომინალურ ცენტრ. მცველს მარჯვენა ფლანგი ჩააბარო, რადგან ვერ ითამაშებს, შეუძლებელია.
4. არ შეიძლება, 1 წლის უთამაშებელი შულაია ძირითადში დააყენო. შარშან ფეიონოორდთან რომ გააგდეს წითელი ბარათით, მას შემდეგ 2-3 თამაში ჰქონდა ჩატარებული.
5. არ შეიძლება საყრდენ ზონაში პაპავას და ქარდავას იმედად იყო, რადგან მეორე ლიგის გუნდიც კი მოგიგებს ამ დროს.
6. არ შეიძლება თავდასხმაში ელვას იმედად ყოფნა, რადგან არაა მაღალი დონის ფორვარდი.
7. არ შეიძლებოდა პერალესის გაშვება, რადგან კვასხვაძე თავის აჩრდილიც კი აღარაა.
8. არ შეიძლება უსუსტეს გუნდთან წაგება და შემდეგ მათი მხრიდან დაცინვა. სირცხვილია უბრალოდ!!!