ევროპა ლიგაზე თბილისის "ლოკომოტივის" მეტოქე ცნობილია

AutoSharing Option
დღეს, 31 აგვისტოს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა გაიმართა და ცნობილი გახდა თბილისის "ლოკომოტივის" მეტოქე.

თბილისელი "რკინიგზელები" ევროპული საკლუბო ტურნირის პრესტიჟით მეორე ტურნირის მეორე ეტაპზე მოსკოვის "დინამოს" დაუპირისპირდება.

კენჭისყრის შედეგადვე გადაწყდა და 1-მატჩიანი დაპირისპირება თბილისში, 17 სექტემბერს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 31 /
ბურსასპორივით უნდა გამოვაბუნძულოთ საკვალიფიკაციოდან
Nara
31 აგვისტო 2020 21:17
1
სიაფანდს!
საფეხბურთო აზროვნებით და ტექნიკით ყოველთვის და ყველგან ვჯობდით და ვაჯობებთ რუსულ ფეხბურთს რაც არ უნდა ლეგიონერები ყავდეთ.ფიზიკური მომზადება უჭირთ და გამოსასწორებელი აქვთ შეძლებისდაგვარად.ჭიაბრიშვილზე სომხებთან წაგებით ნუ იმსჯელებთ.წინა თამაშმა დამარწმუნა,რომ ის თამაში ხეჩიკაშვილმა წააგო და ჭიაბერაშვილი მაგიტომ წამოვიდა გუნდიდან.საკმაოდ ჭკვიანი ტაქტიკოსი და ძლიერი მოტივატორია.ასე რომ დიდი შანსია თბილისში მოსკოვის დინამოსთან მინიმუმ არ წააგონ.წარმატებები ბიჭებს
ნუკრი
31 აგვისტო 2020 20:39
0
რა ფონი უნდა შექმნა აქ.აქ შანსი თითქმის არ არსებობს,ალბათ 10ჯერ რომ ათამაშო ესენი ერთხელ ან მოუგებს ან ვერ ლოკომოტივი,ანუ რეალურად გასვლის შანსი 5-10 პროცენტია.თუმცა ასეთები მომხდარა და მოხდება კიდეც.სასწაული უნდა მოახდინოს ჭიაბრიშვილმა.ისე კაირატი რო შეგვხვედროდა აუცილებლად გავივლიდით.
master
31 აგვისტო 2020 18:48
1
არავითარი განცდა არ მაქვს, თითქოს მოსკოვის "დინამო"-სთან თამაში(დიახ, თამაში და არა რაიმე სხვა)პოლიტიკასთან კავშირშია. ეს მხოლოდ სპორტია და მისი სხვა განზომილებაში გადატანა დაინტერესებული ადამიანების სურვილია. სულ რომ მოსკოველებს 10:0 მოვუგოთ, ან მათ მოიგონ, რა შეიცვლება-არაფერი. ასე რომ, მართლა სასაცილოა იმ ადამიანები მოსაზრება, ვინც არათუ საფეხბურთო კლუბების, ეროვნული ნაკრებების შეხვედრას სახელმწიფოებს შორის დაპირისპირებად აღიქვამენ. ცივილიზაციის რა საფეხურზე დგანან:)?!
ლაშა
31 აგვისტო 2020 17:50
5
ნუ შეუქმნით ეხლა ისეთ ფონს.ითამაშონ თავისუფლად.წარმატებები
კახა ქ.
31 აგვისტო 2020 17:20
0
პაოკი არ განმეორდეს და წაგება კიდე არაფერია .ლოკომოტივმა თავისი უკვე გააკეთა
zaza
31 აგვისტო 2020 17:20
0
ჩემი აზრით მთავრობამ ამ მატჩისთვის უნდა დაუშვას გულშემატკივრები.მასკებით კასკებით თუ სხვა დამცავი საშუალებებით, ოღონდ დაუშვას. მაინც რასაც უნდა იმას აკეთებს მთავრობა. აბა ისე რა მნიშვნელობა აქვს თამაში თბილისში იქნება თუ მოსკოვში. კლასით ფიზმომზადებით ტექნიკით ყველაფრით გვჯობნიან დინამოელები თან ძლიერი ლეგიონერები ჰყავთ.
დავით 67
31 აგვისტო 2020 17:07
2
რა კარგი იქნებოდა თბილისის დინამოს მოხვედროდა მოსკოვის დინამო, და ლოკომოტივს ის უელსური გუნდი......
Dato
31 აგვისტო 2020 17:00
0
ხალხო ნუ ქმნით რა არასწორ მოლოდინებს, პირიქით ხელს უშლით მობილიზებაში.
kaira
31 აგვისტო 2020 16:52
0
ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე ყავს ლოკოს. ბევრად ძლიერი ვიდრე წინა. აქ თავგანწირვაც ვერ გიშველის. რა ვიცი, ალბათ ფიზიკურად უნდა მოუმატონ, ეცადონ თავიდანვე გოლი არ გაუშვან. აქ არც ტაქტიკა გიშველის. შენზე სწრაფები, შენზე ტექნიკური და ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობენ.
ჰაჰა
31 აგვისტო 2020 16:41
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული