მოსკოვის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა თბილისის "ლოკომოტივთან" ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე დაპირისპირების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
"ცხადია, ამ გუნდის თამაში საფუძვლიანად არ შეგვისწავლია. უახლოეს დღეებში აუცილებლად ვნახავთ მათ მიერ ჩატარებულ შეხვედრებს.
აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე ქართული ფეხბურთის შესახებ მხოლოდ ზოგადი კომენტარის გაკეთება შემიძლია: მათ ყოველთვის ჰყავდათ კარგი, ტექნიკური ფეხბურთელები და გუნდები სულ შემტევი ფეხბურთის თამაშს ცდილობენ.
ჩვენ ნებისმიერ მოწინააღმდეგეს დიდ პატივს ვცემთ. ამ მატჩისთვის სერიოზულად მოვემზადებით", - უთხრა ნოვიკოვმა "დინამოს" პრესსამსახურს.
შეგახსენებთ, შეხვედრა 17 სექტემბერს თბილისში, მიხეილ მესხის
სათადარიგო მოედანზე გაიმართება.