ჩისკომ ევროპა ლიგის კენჭისყრის შედეგი შეაფასა

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/pg/DINAMOTB
თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ჩისკო მუნიოსმა სპორტულ საიტ "live.ge-სთან" საუბრისას თბილისურ კლუბში დაბრუნებაზე და ევროპა ლიგის კენჭისყრის შედეგის შესახებ ისაუბრა.

"ჩემთვის ამ გუნდში ყოფნა ყოველთვის ბედნიერების ტოლფასია, რადგან "დინამო" ჩემი მეორე სახლია. კლუბში არყოფნისას განშორებასაც კი ვერ ვგრძნობ. აქ ბოლოს 7 თვის წინ ვიყავი და ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს გუშინ იყო. კლუბის ყველა თანამშრომელი ჩემთვის ძალიან ახლობელი და დასაფასებელი პიროვნებაა, მათთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს.

რაც შეეხება ევროპა ლიგას, მოკლე დროში შეფასების გაკეთება გამიჭირდება, თუმცა ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს
განიხილავს, რის შემდეგაც მეტოქის ძალისა და დონის შესახებ კონკრეტული წარმოდგენა გვექნება.

ერთი რამის თქმა კი შემიძლია, ამ ეტაპზე სუსტი გუნდები არ არიან. პირველ რიგში, ჩვენი გუნდის მენტალური მდგომარეობა უეკთესობისკენ უნდა შევცვალოთ. დანარჩენი კი მომავალში გამოჩნდება და თავის საუკეთესოდ წარმოჩენას შევეცდებით", - განაცხადა ჩისკომ.

მოგეხსენებათ, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისელთა მეტოქე უელსის ჩემპიონი "ქონაჰ'ს ქუაი ნომადსი" იქნება. შეხვედრა 17 სექტემბერს უელსში გაიმართება.

altევროპა ლიგაზე თბილისის "დინამოს" მეტოქე ცნობილია

 

altჩისკომ პირველი ვარჯიში ჩაატარა - ესპანელი "დინამოში" სეზონის ბოლომდე დარჩება



 

altევროპა ლიგაზე თბილისის "ლოკომოტივის" მეტოქე ცნობილია

altგია ჭიაბრიშვილმა კენჭისყრის შედეგი შეაფასა

altმოსკოვის "დინამოს" მწვრთნელმა "ლოკომოტივთან" დაპირისპირებაზე პირველი კომენტარი გააკეთა



მკითხველის კომენტარები / 10 /
ეხლა თუ ეს თამაში წააგო მერე ნახეთ რეები მოხდება ესეც არვარგა და იდიოტი ყოფილა მოდით ვნახოთ ვინარის ატალანტა არავინ და არც ფეხბურთელები ყავს ვინც მაღალი დონისაა და იტყვი რომ მომავალი ვარსკვლავია უბრალოთ გუნდია შეთამაშებული და ეგაა წარმატების მიზეზი ვაცადოთ ამ კაცს დაიწყოს ნოლიდან და ააშენოს გუნდი რომელიც წარმატებას მოიტანს თავის დროზე ნუ დაიწყებთ გინებას და ნუ უწოდებთ უცოდინარს
Gio
01 სექტემბერი 2020 12:13
0
ერთმა ახლობელმა მითხრა,ჩისკოს უთქვია:ვინ იყო მწვრთნელი,მწვრთნელი
იყო თუ მენახირე,საფუძვლიანად არი გუნდი დანგრეულიო.
ისევ დინამოს გულშემატკივარი
01 სექტემბერი 2020 07:28
5
როგორ არ არიან ამ ეტაპზე სუსტი გუნდები? მაგალითად რა სამწუხაროც არ უნდა იყოს ერთი სუსტი გუნდი დინამოა :(
ზურა
31 აგვისტო 2020 22:05
0
ორი უელსური გუნდი გავიდა მეორე საკვალიფიკაციოზე,მათ შორის ნიუ სეინთსმა ჟილინა გააგდო.სულ ეს ნიუ სეინთსი ხდებოდა ჩემპიონი უელსში,წელს გახდა ეს კონას დრუიდსი,ასე რომ სუსტი გუნდი ვერაფრით იქნება ჩვენთვის,მითუმეტეს სტუმრად.უელსში წაგებულიც გვაქვს ლანელთან თუ გაიხსენებთ.მაგრამ თუ ამათთანაც წააგო დინამომ და მართლა არ ყოფილა ქართული ფეხბყრთის საშველი.ძალიან გაუმართლა წილისყრაში,პირველ ეტაპზეც და ახლაც,ამ გამართლებას გამოყენება უნდა აუცილებლად,ყოველ წელს ასე გაუმართლებს კენჭისყრაში
master
31 აგვისტო 2020 21:57
0
წარმატებები !!! ჩისკოს დიდი პატივისცემა და იმედები უკავშირდება! ცოტა გასაკვირია ამ ეტაპზე თუ არ არიან სუსტი გუნდები, აბა რომელ ეტაპზე არიან? :)
ლევანი
31 აგვისტო 2020 19:19
2
გინდათ იოლად ფულის შოვნა? ფულზე ოცნებობთ?
მაშინ გამაზეთ ქართულ კლუბების წაგებაზე და შედეგი გარანტირებულია. რაც მეტს დადებს, მით მეტია მოგება, თუ ფულს მოიგებთ, ეს ხომ მოგებაა და თუ წააგებთ, ამ სასწაულით იამაყებთ, ეს ხომ ქართველების მოგებაა სიმონ!!!
ორივე შემთხვევაში იგებთ... ოღონდ უნდა წააგონ, როგორც წოველთვის, ბურთს დაეუფლა ჩვენი დომენტი...აი მომენტი! ვაი დომენტის და გააცუდა სანჯერ დომენტიმ... ითამაშეთ და არ წააგებთ.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
31 აგვისტო 2020 19:14
16
ერთი რამის თქმა კი შემიძლია, ამ ეტაპზე სუსტი გუნდები არ არიან.

მე გამომრჩა რამე და უკვე ჯგუფურ ეტაპზეა ჩვენი ჩემპიონი, თუ ამ კაცს გამორჩა რამე და ყველას გამოგვრჩა, რეომ ამას რაღაც გამორჩა?!...
მ. ტ.
31 აგვისტო 2020 19:12
3
უნდა ამოვტენოთ. უელსური ბანდაა.
ა?
31 აგვისტო 2020 18:45
1
წარმნატებები კარგ კაცს და სულით დინამოელს! იმედია ფიფია ამჯერად მაინც მისცემს მუშაობის საშუალებას და დროს!
ზურა
31 აგვისტო 2020 18:32
0
შეუძლებელია ამათზე მეტად სასურველი და იოლი მეტოქე შეხვედროდათ, მაგრამ დინამო საერთოდ არ ვარგა და ალბათ აქაც შეგვარცხვეენეენ. :(
დათო
31 აგვისტო 2020 18:24
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული