პროექტის ფარგლებში, ადგილზე დაგეგმილია ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედნის მშენებლობა, განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით.
პროექტის საერთო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და FIFA-ს პროგრამა "ფორვარდის" თანადაფინანსებით განხორციელდება. მშენებლობა მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყება და მისი დასრულება 2021 წლის შემოდგომაზე იგეგმება.
საფეხბურთო ცენტრით სარგებლობას სრულიად უფასოდ შეძლებენ ადგილობრივი საფეხბურთო სკოლები, მოყვარულთა და ქალთა
შეგახსენებთ, რომ მსგავსი საფეხბურთო ცენტრი უკვე ფუნქციონირებს ვარკეთილში. გლდანში, ვაკესა და ფოთში კი მიმდინარე წლის შემოდგომაზე გაიხსნება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გეგმის მიხედვით, საფეხბურთო ცენტრები თბილისის რამდენიმე უბანსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში უნდა მოეწყოს.
GFF.GE