ევროპა ლიგაზე "ქონას ქი ნომედთან" მატჩის ჩასატარებლად თბილისის "დინამო" უელსში ჩაფრინდა და სამზადისს შეუდგება, - იტყობინება თბილისური კლუბის საიტი:
"დინამოელები დღეს საღამოს რექსემში, რეისქურს გრაუნდზე მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ. მასპინძელი მხარის თხოვნით, მატჩისწინა პრესკონფერენცია არ შედგება. აქედან გამომდინარე, ჩვენი კლუბის მედიასამსახური ჩისკო მუნიოსთან ინტერვიუს ცალკე შემოგთავაზებთ.
დინამოელები ბრიტანეთში 20 ფეხბურთელით იმყოფებიან: როინ კვასხვაძე, ომარ მიგინეიშვილი, ნოდარ იაშვილი, როდნი კლოუსტერი, საიმონ ბენიო, ვიქტორ მონხილი, დავით კობოური, გიორგი ქიმაძე, გიორგი პაპავა, გიორგი კუხიანიძე, ანზორ მექვაბიშვილი, ბაქარ ქარდავა, გიორგი ზარია, გიორგი კუცია, ფილიპ ორშულა,
ნოდარ ქავთარაძე, ირაკლი ბუღრიძე, პერნამბუკუ, გიორგი გაბედავა და თორნიკე კაპანაძე.
შეგახსენებთ, რომ უეფას ევროპა ლიგის შეხვედრა "ქონას ქი ნომედსა" და "დინამოს" შორის 17 სექტემბერს, თბილისის დროით 21.00 საათზე დაიწყება".