მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი: ამ თამაშს საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირებად არ აღვიქვამთ

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივთან" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრის წინ მოსკოვის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კირილ ნოვიკოვმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში 17 წუთის დაგვიანებით მოსვლის შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით, აქაური სტუმართმოყვარეობით.

მოწინააღმდეგეზე სრული ინფორმაცია გვაქვს, ბიჭებმა ყველაფერი იციან. ჩვენთვის ცნობილია "ლოკომოტივის" ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. მათზე ახლა არ ვილაპარაკებთ. ვნახოთ, ხვალ რა იქნება.

პოლიტიკაში ცხვირს არ ვყოფთ, საქართველოში ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოვედით. ასე რომ, სპორტისაგან შორს მყოფი განცხადებების შესახებ ვერაფერს ვიტყვი, ამ თამაშს საქ
ართველოსა და რუსეთის დაპირისპირებად არანაირად არ აღვიქვამთ.

ფეხბურთი კონტაქტური სპორტია, ჩვენ ვიბრძვით, თუმცა უხეშად არასდროს ვთამაშობთ. შესაძლოა, ხისტი მოქმედებები იყო, თუმცა ჩვენი ფეხბურთელები განზრახ ასე არასდროს იქცევიან.

მამაჩემს ამ პრესკონფერენციაზე შემოსვლის წინ ვესაუბრე. ბევრი რამ მითხრა, მაგალითად, როცა მოსკოვის "დინამო" საქართველოში ევროთასების შეხვედრებს ატარებდა, ადგილობრივი პუბლიკა ისე უჭერდა მხარს, როგორც თავიანთ ფეხბურთელებს. ხვალ, იმედია, არა მე, არამედ ჩემს გუნდს დაიმახსოვრებენ.

მიმაჩნია, რომ ხვალინდელ თამაშში ორივე გუნდს თანაბარი შანსი აქვს, ყველა მატჩი 0:0-დან იწყება და შესაბამისად, გუნდებს გამარჯვების მოპოვების თანაბარი შესაძლებლობა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 11 /
და მერე იწუწუნებს, ძირითადი ფეხბურთელი გვაკლდა, ფორმაში ჩადგომა ვერ მოასწრეს, ამინდმაც ხელი შეუშალა, პლანეტების განლაგებაც ცუდი იყო, მაგრამ არავითარი მისი შეცდომა, ან მეტს რომ ვერ ქაჩავს, მაქსიმუმ უბნის კამანდას ჩაუყენო მესამე მწვრთნელად, ისეთ თანამდებობაზე უნდა გაუშვა, ნათლუღის ბაზარში პარკების გამყიდველის მესამე მოადგილეობას რომ უდრის...
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
19:09 17-09-2020
0
რაღაც კლუბი კი არა, საქართველო-რუსეთის საფეხბურთო ნაკრებების დაპირისპირებასაც მხოლოდ ფეხბურთის თამაშად აღვიქვამ და საერთოდ არ ვუყურებ პოლიტიკურ ჭრილში. კი ბატონო, თუ ამ თამაშზე აფხაზეთის, ან სამაჩაბლოს ფსონი იქნება, გადავიტან პოლიტიკაში. აბა, სხვა შემთხვევაში, რით დავუკავშირო. რომ მოვიგოთ რა, გულს მოიფხანთ:)?! მოკლედ, რეალობას მოწყვეტილი, უმეტესად, წარუმატებელი ადამიანებისთვის უკავშირებენ ყველაფერს პოლიტიკას. რეალურ სამყაროში მყოფთათვის, სპორტი მხოლოდ სპორტია და მეტი არაფერი.
გიო
14:52 17-09-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული