სერგეი სტეპაშინი: იმედია, მოსკოვის "დინამო" თავს არ შეირცხვენს

AutoSharing Option
ევროპა ლიგაზე თბილისის "ლოკომოტივთან" მატჩის წინ მოსკოვის "დინამოს" პერსპექტივაზე რუსული კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრმა სერგეი სტეპაშინმა ისაუბრა.

"გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასასვლელად მზადაა.

მეტიც, მე ვთვლი, რომ ამჟამად შესაძლებლობებით "დინამო" "კრასნოდარზე" სუსტი არაა, შემადგენლობითა და ფეხბურთელების დონით. ჩვენს გუნდს გაუმართლა, რომ შესანიშნავი სტადიონი გვაქვს და შესანიშნავი გულშემატკივრები გვყავს.

ამიტომ, იმედია, "დინამო" ევროთასებზე თავს არ შეირცხვენს და გვაიძულებს შეგვახსენოს, როგორ მოიგო რამდენიმე წლის წინ ჯგუფში 6 მატჩი და გავიდა პლეი-ოფში", - განუცხადა სტეპაშინმა "იზვესტიას".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ევროთასები კიარა წადი ურალ უფას ეთამაშე
avto
23:04 17-09-2020
0
იმედია თქვენი იმედები გამართლდება და სტეპქშინის იმედები იმედია, რომ უიმედოდ იქნება
ლევანი
19:38 17-09-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული