თბილისის „დინამომ“ უელსში 90+7-ე წუთზე გატანილი პენალტით გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის დინამომ“ გასვლაზე „ქონას ქი ნომედსი“ 1:0 დაამარცხა.

მატჩის წინ „დინამოს“ მწვრთნელმა ჩისკომ განაცხადა, რომ მეტოქე შეისწავლეს და მისი გუნდი კარგ ფორმაში იყო. უელსურ გუნდს კი კორონავირუსისა და ტრავმების გამო განაცხადში მხოლოდ 14 ფეხბურთელი ჰყავდა.

პირველი 20 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, თუმცა ბურთს თითქმის სულ ჩვენები ფლობდნენ, მაგრამ მეტოქის კართან სიტუაციას ვერ ამწვავებდნენ. პირველი სახიფათო მომენტი 24-ე წუთზე საჯარიმოს გარედან ქარდავას გასროლას მოჰყვა, რომელიც ხარიხამ უკუაგდო. 10 წუთის შემდეგ ძარიას საგოლედ დარტყმა მცველმა არ დაანება.
ამას მოყოლილი კუთხურის შემდეგ კი ქავთარაძემ ვერ მოარტყა კარში.

მეორე ნახევარში თამაშის არც სურათი და არც ხასიათი არ შეცვლილა. არ შეცვლილა არც ანგარიში და ყველას რომ ეგონა, თამაში ოვერტაიმში გაგრძელდებოდა, კომპენსირებულ დროში პერნამბუკომ თერთმეტმეტრიანი მოიპოვა, რომელიც გაბედავამ გაიტანა.

რექსემი. „"რეისქურს გრაუნდი“
ქონას ქი ნომედსი - დინამო (თბ) 0:1
გოლი: გაბედავა (90+7, პენ)

ქონას ქი ნომედსი: ბრასი, დევისი, დისნეი, ფარქუჰარსონი, რობერტსი, ედვარდსი, ოუენი, სინგლ-დოოლი, პული, ინსალი (ვილიამსი (87), ოუენსი

დინამო: კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური, ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე (კლოოსტერი 90+5), ზარია (კაპანაძე 80), ორშულა (პერნამბუკო 59), გაბედავა


მკითხველის კომენტარები / 17 /
გილოცავთ, მაგრამ მეტი მოგეთხოვებათ, დინამო ბრენდია!
ქომაგი
18 სექტემბერი 2020 00:33
4
ასეთი თამაშინ ან მოვიგებთ ფარერებზე ან არა. ლოკოსგან კი ასეთ საჩუქარს არ ველოდი. ყოჩაღ ბიჭებს მაგარი წარმატებაა. მარტო ფილიპი ღირს ყველა ერთად აღებულ ეროვნული ლიგის გინდებზე მეტი. გაიხარეთ ბიჭებო. მადლობა ამ სუხარულისთვის
Tornike
18 სექტემბერი 2020 00:20
2
გაიხარეთ და წარმატებები
grisha
17 სექტემბერი 2020 23:46
5
ლოკიმოტივის მიგება სასწაულია. მაგრამ ნუ გვავიწყდება დინა მი ბრიტანეთში თამაშობდა. დღეს ჩვენი დღე იყო....
ჯიმა
18 სექტემბერი 2020 02:32
3
ვინმეს ახსოვს უცხოელებთან ქართულ გუნდს ბოლო წუთზე გოლი გაეტანოს?
გიორგი-11
18 სექტემბერი 2020 10:38
0
მკვდრებს ძლივს მოუგეს
zas.
18 სექტემბერი 2020 10:54
3
გამარჯვება მაინც გამარჯვებაა ბიჭებო და გილოცავთ,მაგრამ მეტია საჭირო.ვიცი,რომ გაცილებით მეტი შეგიძლიათ.მონდომებას რამდენი შესძლებია,ლოკომოტივმა გვაჩვენა.ამის გაკეთება, თქვენც შეგიძლიათ.
სოსო
18 სექტემბერი 2020 10:39
0
ევროპაზე ყველა ქართული გუნდის უპირობო გულშემატკივარი ვარ, იმედი მაქვს ჩისკო აათამაშებს დინამოს. თუმცა ამ თამაშით რაც დღეს დინამომ ითამაშა - "ვერ გავფრინდებით". პირველ ტაიმში კარში 0-ჯერ დავარტყით! და ეს იმ დროს როცა ტოტალიზატორში ჩვენი კუში მოგებაზე 1,19 იყო კონაჰის 19, ფრე კიდევ 8,0. ფარერებამდე ცოტა უნდა მოვსულიერდეთ!!! წარმატებები ბიჭებს და მეტი იმოძრავეთ, მეტი ჯიგარი გთხოვთ
თორნიკე
18 სექტემბერი 2020 09:40
0
დინამო რასაც თამაშობს მაგას ფეხბურთი არ ქვია
გოგა
18 სექტემბერი 2020 09:59
1
ფიფია ამდენი ხანი რით ვერ ააშენე გუნდი! მოიყვანე წესიერი მწვრთნელი და მიეცი საშუალება იმუშაოს დამოუკიდებლად!
დინამოს ფანი
18 სექტემბერი 2020 10:03
2

სიახლეები პოპულარული