დაივიწყეთ ტრადიციები - უტკინი მოსკოვის "დინამოს" თბილისის "ლოკომოტივთან" მარცხზე

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა თბილისის "ლოკომოტივთან" ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხების შემდეგ მოსკოვის "დინამოს" თავის "იუთუბის" არხზე მიმართა:

"დინამოელებო, ყველაზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოთ - დაივიწყოთ თქვენი ტრადიციები. ეს ტრადიციები თქვენი არ არის. ამ ტრადიციებს ის ხალხი ჭედდა, რომელთა უმეტესობა, სამწუხაროდ, კარგა ხანია საფლავშია.

"დინამოს" ტრადიციები კი მხოლოდ ის ტრადიციებია, რომლებიც გულშემატკივრებს რჩებათ და სამახსოვროდ ინახავენ".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩემი აზრით, უტკინმა მხოლოდ მოსკოვური გუნდი არ იგულისხმა. მეტიც, მისი ეს მიმართვა ყველაზე უკეთ ჩვენს (თბილისის) "დინამო"-ს შეეფერება
სიმართლე
21 სექტემბერი 2020 23:56
0
წუხელ სპორტ.რუ.- ზე შევედი და ერთ მოკლე სტატიაში,მოსკოვის დინამომ,თბილისი დინამოსთან წააგოვო,მაინც ასე ეწერა.თბილისის დინამო,მაინც სახელია და საქართველოსთან ასოცირდება.არ ვიცი შემთხვევითი შეცდომაა თუ წინასწარგანზრახული.მათთან წაგება,მაინც ნაკლებად სამარცხვინოდ მიაჩნიათ.
სოსო
22 სექტემბერი 2020 10:32
0
ამხ.სოსო!აზრი რომ გამოიტანო,ამისათვის საჭიროა: ჯერ ისწავლო უკრაინაში,შემდეგ საფრანგეთში,გააგრძელო იტალიაში და ევროპული განათლება დაასრულო ნორვეგიაში.ამის შემდეგ,როდესაც გაგიჩნდება დაუკმაყოფილებლობის გრძნობა,წადი ამერიკაში,კოლუმბიის უნივერსიტეტის იურფაკი მილეწმოლეწე,შეეკარი იქაური სომხური ლობის წარმომადგენლებს.ისინი სპეცდავალებით გამოგაგზავნიან საქართველოში,გახდები დიდი კაცი,გაყიდი ნახევარ საქართველოს,იშოვი დიდ ფულს აზრზეც მოხვალ და ხიდზეც გახვალ! გაიგე? დამავიწყდა! გვარგადაკეთებული თუ არა ხარ, აფერი არ გამოგივა!
დ.დ.
21 სექტემბერი 2020 22:28
20
ფუი ეშმაკს!ასეთი ერთი ვიცი და მეორე მე ვიყო?არ მინდა.ის ერთიც ნამეტანია.ისევ ბრიყვად,გაუგებრად და გაუნათლებლად დავრჩე,მირჩევნია.
სოსო
22 სექტემბერი 2020 10:21
0
აზრი ვერ გამომაქვს.თქვენ დინამოელები არა ხართო?
სოსო
21 სექტემბერი 2020 20:12
4
:)))))))-ს.ზუსტი ხარ.მათ უბრალოდ ავიწყდებათ,რომ გუშინდელი თამაშიც უკვე ისტორიის ნაწილი გახდა და ტრადიციის გაგრძელება.ამ თამაშის შემდეგ,ერთმა გულშემატკივარმა მოგვიწოდა,სპორტექსპრესზე ნახეთ,რა დღეში არიან რუსებიო.შევედი და დავტკბი...იმდენი პოსტი იყო დაბლოკილი,ბილწსიტყვაობის გამო,რამდენიც მგონი მეც კი არ მოგინებია,თავის დროზე მოსკოვის დინამოელები.მერე აქსელ ვართანიანის მიმოხილვას გადავაწყდი,სადაც გახსენებული იქნა სსრკ თასის გათამაშება 1979 წელს.ეს ის წელია,დინამომ პენალტებში რომ დაამარცხა მოსკოვის დინამოელები,ფინალში,მანამდე კი სპარტაკიადაზე აიღო ვერცხლის მედალი.ამავე წელს გამოვთიშეთ ლივერპული და წავაგეთ ჰამბურგთან,ჩემპიონთა თასზე.სტატიაში ორივე ფინალისტის გზაა განხილული ფინალამდე და თამაშების რეპორტაჟებით,ფინალში კი მოკლე ინტერვიუები რამდენიმე დინამოელთან,უკვე საკმაო ხნის შემდეგ აღებული.ფინალამდე მოსკოველებმა მეორე ლიგის ლვოვის კარპატი გამოაგდეს გათამაშებიდან და იქაც მოსკოველთა და მსაჯთა "ტრადიციაზე"საუბრობს,ვართანიანი.როგორ ჩეხავდნენ ლვოველებს,დინამოს მცველები,მახოვიკოვი,ნოვიკოვი და ნიკულინი ლვოველებს.პირველ ტაიმში,46 ჯარიმა დავითვალე და შემდეგ სათვალავი ამერიაო.მსაჯმა იგნატოვმა,მეორე ტაიმში თითო გაფრთხილება მისცა და ამით დაამთავრაო.პრინციპში,რაც დინამოსთან ხდებოდა ყოველ თამაშში,იქაც იგივე მეორდებოდა.ეს იყო მაგათი ტრადიცია და საბედნიეროდ დღევანდელი მოსკოვის დინამო,ჩვენთან თამაშში მაინც,შეუდარებლად უფრო კორექტულად თამაშობდა.სწორედ ამ ტრადიციის ღალატს ვერ იტანენ რუსები,მაგათ როგორ მოაგებინეთო,ჩვენ დროს,ყველას მოედანზე დავარჩენდითო.ეს არის,თორემ ნათქვამიდან აზრის გამოტანას,ცოტათი მეც ვახერხებ ხოლმე.პ.ს.გუშინ სპორტ რუ-ზე შევედი და ერთ მოკლე სტატიაში,მოსკოვიდ დინამო,თბილისელ დინამოელებთან დამარცხდაო,მაინც ასე სწერენ.ლოკომოტივის სახელის დავიწყება უნდათ,არავის გაუგიაო ასეთი გუნდი.მათ რომ არ გაუგიათ,ეს მათ უცოდინრობაზე მეტყველებს,თორემ,ლოკომოტივი ორი წელი,სსრკ ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც კი თამაშობდა,მერე კი,საკმაოდ დიდი ხანი პირველ ლიგაში და კიდევ უფრო დიდი ხანი,მეორე ,ლიგის მეცხრე ზონაში.სპარტაკ ტამბოვთან ერთად.
სოსო
22 სექტემბერი 2020 11:30
0
არადა,ყველაფერი გასაგებად უთხრა!!!
სოსო-ს
21 სექტემბერი 2020 21:33
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული