წესითა და რიგით, შემდეგ ეტაპზე "გრანადა" უნდა გავიდეს, მაგრამ... - გიორგი ჭიაბრიშვილი

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივის" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა ინტერვიუ მისცა ქართულ სპორტულ გაზეთ "ლელოს" და გუნდის შესახებ ისაუბრა.

"ლა ლიგის წინა სეზონში მე-6 ადგილზე გავიდა, წელს კი ორიდან ორი მოგება აქვს და როგორ შევპირდე გულშემატკივარს, რომ მოვიგებთ?!. ჯერ გუნდის შენება დაწყებულიც არ არის, ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებსაც მთელი კარიერა წინ აქვთ, მაგრამ შენებას წლები დასჭირდება. ამ ორ მოგებას არ მინდა ზედმეტი მოლოდინი მოჰყვეს. ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდს ვხვდებით.

წინა ორი მეტოქე და ჩვენ რომ გავერთიანდეთ, შემსრულებლებით ერთი "გრანადა" მაინც არ გამოვა...
მაგრამ ჩვენ ვეცდებით, ყველანაირი მორიდების გარეშე ფეხბურთი ვითამაშოთ. რაც გამოვა, გამოვა... წესით და რიგით, შემდეგ ეტაპზე "გრანადა" უნდა გავიდეს. კი, ერთმატჩიანი თამაშია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენს სტადიონზე რომ ვთამაშობდეთ, კიდევ ვიტყოდი, რომ მეტი შანსი გვაქვს-მეთქი.

რაც უნდა უმაყურებლოდ ვიყოთ, მაინც სახლში ხარ და (იცინის)... ისე, ჩვენ უმაყურებლოდ თამაშს მიჩვეულები ვართ. უცხოელი რომ ჩამოდის, სხვა სტადიონი და გარემო ხვდება, მაყურებელი არ არის და განწყობაც იმდენად არ აქვთ. ამიტომ, აქ მეტი შანსი იქნებოდა... ჩვენ წელს პირველად გავედით ევროტურნირზე. მოთამაშეთა საშუალო ასაკი 23 წელია.

მივდივართ ესპანეთში, სადაც ყველაზე მაღალი დონის ჩემპიონატს თამაშობენ და იქაც ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს ვეთამაშებით. ვნახოთ... ხალხმა ისე არ გაიგოს, რომ ვნერვიულობთ - არა, ყველანაირი სტრესი მოხსნილი გვაქვს. ბევრი გავაკეთეთ და კიდევ შეიძლება დავამატოთ, მაგრამ რეალობა არის ის, რაც არის..." - აღნიშნა ჭიაბრიშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა lelo.ge

მკითხველის კომენტარები / 32 /
სად ვუყურო, არ იცით?
100%
23 სექტემბერი 2020 22:36
0
Silk universal-ი გადმოსცემს, პირდაპირს.
buba
24 სექტემბერი 2020 12:12
0
ჯობია არ უყურო)
დავით
24 სექტემბერი 2020 00:25
6
საქართველოს თუ სომხეთის?! დ.დ.
ლაშა
23 სექტემბერი 2020 22:01
7
ყარაულის თოფივით გაუვარდა, ორ მატჩისნი ყოფილიყო განახებდა რუმინული გუნდიც შენს ადგილს,მის დღეში ვერ მოხვდება აწი ერევანის არარატთან გადარჩაკებული სადმე
ლორდი
23 სექტემბერი 2020 12:02
22
ჭიას გუნდში იმდენი "მრჩევეველი: და
"მცოდნე" ყავს, რომელთა აზრი უთუოდ უნდა გაითვალისწინოს, რო დიდი იმედი არ მაქვს წარმატების, ამიტომაც უჭირს ყველა მწვრ.იქ მუშაობა.
gela
24 სექტემბერი 2020 15:58
0
ესპანეთი 0-1 საქართველო
გრანადა ?-? ლოკო

ყველაფერი შესაძლებელია
რეზო
24 სექტემბერი 2020 14:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული