ახალგაზრდა ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე იჯარის წესით თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩება და მიუნხენურ გრანდს 2024 წლის ზაფხულში შეუერთდება.
სარაგოსამ მიმდინარე ლა ლიგაში 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლი გაიტანა. ლუის დე ლა ფუენტემ მას ეროვნულ ნაკრებშიც უხმო და შოტლანდიასთან დაპირისპირებაში "ფურია როხაში" დებიუტიც ჰქონდა.