მამარდაშვილის მეთერთმეტე მშრალი მატჩი - "ვალენსიამ" "გრანადას" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 26-ე ტურის გადადებულ მატჩში „ვალენსიამ“ გასვლაზე „გრანადა“ 1:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ, ორჯერ სტუმრები გიორგი მამარდაშვილმა იხსნა, ხოლო ერთხელ - ხარიხამ. შესვენების შემდეგ თამაში გათანაბრდა და შეცვლაზე შესულმა ალმეიდამ „ღამურებს“ გამარჯვება მოუპოვა.

ქართველმა მეკარემ ამ სეზონში პრიმერაზე მეთერთმეტე მშრალი მატჩი ჩაატარა, საქართველოს ნაკრების ჩათვლით კი, ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში არ გაუშვა გოლი. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 7.4, whoscored 7.3, Flashscore 7.1.

„ვალენსია“ 44 ქულით მეშვიდე ადგილზეა, ევროტურნირებზე გასასვლელ ზონას 5 ქულა აშორებს და 15 აპრილს პამპლონაში
„ოსასუნას“ დაუპირისპირდება.

გრანადა. „ლოს კარმენესი“. 15 107 მაყურებელი
გრანადა - ვალენსია 0:1
გოლი: ალმეიდა (77)

altეს მამარდაშვილის წასვლის დადასტურებაა? - "ვალენსიამ" გამოცდილ მეკარესთან შეთანხმებას მიაღწია

მკითხველის კომენტარები / 1 /
უკვე ევროტურნირების ზონაშია.
ნიკი
00:22 05-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული