"გრანადამ" კაცნაკლული "ლოკომოტივი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "ლოკომოტივი" სტუმრად "გრანადასთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

ორი ეტაპის სენსაციურად გადალახვის შემდეგ „ლოკომოტივის“ „გრანადასთან“ მატჩმა, რა გასაკვირია, რომ ქართველი გულშემატკივრების უდიდესი ინტერესი გამოიწვია. მასპინძლები თავიდანვე უპირატესობას დაეუფლნენ, თუმცა სტუმრები მშვიდად ეთამაშებოდნენ, ზონებს უკეტავდნენ და სახიფათო მომენტები არ იქმნებოდა. მეტოქე თავადაც თამაშობდა და „ლოკოსაც“ აძლევდა თამაშის საშუალებას.

პირველი მომენტი 30-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი მილამ დაუმუშავებლად დაარტყა და მამარდაშვილის ადვილი ნადავლი შეიქნა. 42-ე წუთზე მაჩისი გავიდა მამარდაშვილთან პირისპირ და მეკარე კვლავ
მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. თბილისური გუნდი კარგად ირჯებოდა, მაგრამ ტურნირზე ჩატარებული წინა ორი შეხვედრისგან განსხვავებით, კონტრიერიშებს ვერ ახორციელებდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში აქტიურმა მაჩისმა შორიდან დარტყმით დააწინაურა „გრანადა“. შემდეგ გაბაძემ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ჩვენი გუნდი რიცხობრივ უმცირესობასა და მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა. დარჩენილ დროში ანდალუსიელები გამუდმებით უტევდნენ: შეცვლაზე შესულმა სორომ 67-ე წუთზე თავურით ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს. 76-ეზე მილამ ბურთი ძელს გაარტყა. 85-ე წუთზე მამარდაშვილმა სოროს არ დაანება გატანა, კომპენსირებულ დროში კი მოლინამ გაიტანა.

მოკლედ, კლასმა თავისი გაიტანა, თუმცა ტურნირზე „ლოკომოტივის“ ასპარეზობა მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.

გრანადა. „კარმენესი“
გრანადა - ლოკომოტივი 2:0
გოლები: 1:0 მაჩისი (49), 2:0 მოლინა (90+1)
გაძევება: გაბაძე (59)

გრანადა: რუი სილვა, დიასი, სანჩესი, ვალეხო, ნევა, მილა, გონალონსი, კენედი (სორო 62), მონტორო, მაჩისი (პუერტასი 79), სოლდადო (მოლინა 67)

ლოკომოტივი: მამარდაშვილი, უბილავა, გურეშიძე, სანდოხაძე, გაბაძე, დარცმელია, შონია, სამურკასოვი (მჭედლიშვილი 60), იმრანი (კობახიძე 71), კირკიტაძე (გავაშელიშვილი 75), სიხარულიძე

მკითხველის კომენტარები / 76 /
ლალიგის გუნდია გრანადა ეს ვინც არ იცის იმ ლალიგის სადაც რეალი ბარსა და ატლეტიკოა ეს კოსმოსია ჩვენთვის !!! სამწუხაროდ მეორე ტაიმის დასაწყისშივე გავუშვით გოლი მერე კაცი გაგვიძევეს და ნუ ისედაც განწირულები ვიყავით და ამის მერე საერთოს უიმედოთ დავრჩით მაინც დიდი მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის და მონდომებისთვის იმედი მაქვს ეს გუნდი არ დაიშლება და პირიქით გაძლიერდება მომავალში ასეათი კარგი სერია ევრო თასებზე ბოლოს მხოლოდ ზესტაფონს ქონდა იმის მერე მე ასეთი კაი სერია ქართული კლუბის არ მახსენდება მადლობა ლოკოს იმ სიხარულისთვის რაც მოაუტანა გულშემატკივარს.
გიო
25 სექტემბერი 2020 01:48
2
ქართული ფეხბურთის ფლაგმანის პირადი ცხოვრების კადრებს რატო არ ასაჯააროვებთ? :)))
ბაღდათსკი
25 სექტემბერი 2020 00:09
1
ეგ რა არის, თქვენ იმ მეორე კლუბის საცოდაობა ნახეთ, რატომღაც "დინამო"-ს ემბლემით რომ გამოდის.
ირაკლი
25 სექტემბერი 2020 00:14
0
ლოკომოტივისადმი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. 2019 წლის დეკემბერში როცა გაირკვა თუ ვინ იქნებოდა ევროთასებზე, ლოკომოტივი სათვალავშიც არ მივიღე, თურმე როგორ მწარედ ვცდებოდი. ერთი პატარა შენიშვნა - გრანადასთან დიდი ანგარიშით არ წაგებაზე კი არა შეტევაზეც უნდა ეთამაშათ.
დაT
25 სექტემბერი 2020 00:08
2
ერთადერთი ნათელი წერტილი წაგების მიუხედავად.
მეტრევე
24 სექტემბერი 2020 23:57
4
მადლობა ლოკოს. დინამოს -------- -------!
შოთა
24 სექტემბერი 2020 23:57
3
თავს იქით ძალა არაა. მიხარია რომ ყველა ეპიზოდში ბოლომდე იბრძოლეს, გმირები არიან მართლც. მათ გარეშე წლევანდელი ევროსეზონი ისეთივე უფერული იქნებოდა როგორიც წინა სეზონები იყო. იმედია არ დაიშლება ეს გუნდი, როგორც ტრადიციულად ხდება და მივეჩვიეთ. ის ხუთასი ათასი ევრო რაც უეფამ მოგვცა აუცილებლად სწორად უნდა მოხმარდეს. დინამოს რაც შეეხება დიდი ცვლილებების დროა, ვიღაცამ თავის თავზე უნდა აიღოს ეს სირცხვილი და გადადგეს, ჩისკოზე არაა საუბარი და უფრო მათლა დგას ეს პრობლემა, საერთოდ დინამოს სისტემაა შესაცვლელი და ეს ცვლილებები სათავეში უნდა განხორციელდეს.
Toko
25 სექტემბერი 2020 00:10
0
მადლობის მეტი რა მეთქმის.

მადლობა ლოკომოტივს ღირსეული გამოსვლის გამო
ფეხბურთი
25 სექტემბერი 2020 02:57
3
ღირსეული წაგება
შოკირებული გულშემატკივარი
25 სექტემბერი 2020 01:33
3
ღადაობთ დინამომ რა ქნა არ წერთ თუ შესაბამისი სათაური ვერ მოიფიქრეთ))))
1111
24 სექტემბერი 2020 23:56
1

სიახლეები პოპულარული