თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
და რატომ არ გვინდა ვთქვათ,რომ თამაში არ ვიცით. ეხლა მსაჯის ბრალია?,ეხლაც გარემოების და ჰაერის ბრალია?,თუ ეხლაც ბედი არ გვწყალობდა? და ამათი პატრონი რომ პრეტენზიული იქნება ფეხბურთზე. თფუ თქვენი......
თავადი
25 სექტემბერი 2020 17:25
2
ეხლა მაინც ხო ვნახეთ ყვრლამ, ვის და როგორ ფეხბურთელებს ურიგებს ფულს ფედერაცია
გოგა
25 სექტემბერი 2020 15:52
3
მე ნამდვილად არ გამკვირვებია ასეთი მარცხი იმიტომ, რომ ლოგიკურია ყველაფერი. ნერვების მოშლას აზრი არა აქვს, როცა დინამო გეგმაზომიერად მიდის განადგურებამდე. მისი მეპატრონე არის ტიპიური სოვდაგარი, რომელიც ფულის გათეთრებით არის დაკავებული. მას არავითარი სპორტული ინტერესი არა აქვს და არ გაგიკვირდეთ თუ მალე საფეხბურთო კლუბის ნაცვლად დინამო სავაჭრო ცენტრად ან სხვა მსგავს ორგანიზაციად გადაკეთდა. აქ ბევრი რეაგირებას ითხოვს სახელმწიფოსგან და სამართალდამცავი ორგანოებისაგან, მაგრამ ეს გამორიცხულია ვინაიდან, დინამო კერძო საკუთრებაა და რეაგირება მხოლოდ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მოხდება. ყველაზე სამარცხვინო და შეურაცხმყოფელი ფიფიასგან გუნდის ძველი დიდების დაბრუნების შესახებ ზღაპრებია, რომლისაც სამწუხაროდ კიდევ ბევრს სჯერა, მაგრამ სულ ტყუილად
: )))))))
25 სექტემბერი 2020 12:47
1
და ამ მეკარეს უწევდნენ რეკომენდაციას ნაკრების კარში? ეტყობა ფორმის პიკიდან კარგა გვარიანად ,,ჩამოცურდა''. ერთი, ორი ფეხბურთელის გარდა 15-20 წელია საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელი აღარ გაზრდილა...თავდამსხმელი ხომ მით უმეტეს, არველაძის შემდეგ არავინ. ჩაკვეტაძის იმედი ჯერ კიდევ მაქვს, მაგრამ ტრავმებს ჰაერში იჭერენ ვინც კი რაღაცა ნიჭს ავლენს,ადვილი მისახვედრია რატომაც, რა ევროპა, ბავშებს მიხედეთ, ყველა ეზოში განათებული მოედნები გააკეთედ, ამერიკაში კალათბურთი მაგ მიდგომამ გაქაჩა...
გუსანი
25 სექტემბერი 2020 12:00
1
თბილისის დინამო აგებს ფარერებთან ხალხო 1-6?! ოკეანის ფსკერზე ქვევით შეიძლება რამე იყოს? თურმე შეიძლება და ეს ფიფიას დინამოა. უნამუსო ვიყო, თუ დასახვრეტი არ იყოს ფიფია, მინიმუმ მოს-ავი, მ ი ნ ი მ უ მ! ფუჰ თქვენი, ხხხხ ტფუუუ.
25 სექტემბერი 2020 10:02
1
ფიფია ციხეში!!!
იბერია
25 სექტემბერი 2020 10:02
0
დათა თუთაშხიაში რომ არის მომენტი, გაკვირვებული სახით რომ უყვება დათას. “აბეზიანამ საცოლეს კაბა მოპარა. საცოლესა, კაცო, საცოლესა!” :))

აი ეგეთი გაკვირვებული ტონით ვეუბნები ჩემ თავს. “კვიპროსის გუნდთან წააგეს 6:1, კვიპროსის გუნდთან” :((

რა ვიცი რა ვთქვა. გინებასაც არ აქვს აზრი. უთავმოყვარეოები მთელი მენეჯმენტი
“საცოლესა ხალხო, საცოლესა” :(((
25 სექტემბერი 2020 00:32
22
კვიპროსის რომ ყოფილიყო რაღა გვიჭირდა ჯიგარო.
ng
25 სექტემბერი 2020 00:40
0
კობიაშვილის და ყაველაშვილის არჩევნებში გამარჯვება “გადაგვარჩენს“ :)
ლაშა
25 სექტემბერი 2020 22:32
0
დინამო მარტო კერძო კლუბი არაა, ეს ეროვნული სიამაყეა მისი წარსულით, იმდენს ნუ იზამთ ბტ ფიფია რომ ხალხი გარეთ გამოვიდეს და ერთი დიდი აქცია მოგიწყოთ, დროა საქმეს სერიოზულად მოკიდოთ ხელი და ეს ფარჩაკი გუნდი დაამსგავსოთ ღირსეულ გუნდს, თორე აქციის ორგანიზება არ დამეზარება, და კიდე (დიდი მადლობა ინფრასტრუქტურისთვის რაც გააკეთეთ)
სირცხვილია :(
25 სექტემბერი 2020 13:51
1
შენ თუ ამ თამაშის მერე კიდე ფიფიას მოუწოდებ რამეს და იმის იმედი გაქ, რომ იგი რამეს გამოასწორებს საღოლ შენ ოპტიმიზმს რა.DD
jjj
25 სექტემბერი 2020 16:43
0
კერძო საკუთრებაა და სამართლებრივ ქვეყანაში თუ გვინდა ცხოვრება ეგრეა
სირცხვილია :(
25 სექტემბერი 2020 17:22
1
დინამო ვინც არ უნდა ყოფილიყო ხუნტის და მისი თავკაცის ედიკას პირობებში უკანონოდ არის მითვისებული. ამიტომ დავიბრუნოთ ხალხმა სახალხო გუნდი! ეს მაინც შევძლოთ:)
irakli
25 სექტემბერი 2020 12:23
2

სიახლეები პოპულარული