თბილისის "დინამოს" სამარცხვინო მარცხი ფარერებზე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად "კლაკსვიკთან" 1:6 განადგურდა.

თამაშის დაწყებისთანავე ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, რომ თბილისელებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ბურთზე კონტროლი დაემყარებინათ და პოზიციურად შეეტიათ, მაგრამ მასპინძლებისათვის ეს მოულოდნელი არ გამოდგა. ფარერელები ბევრად ორგანიზებულნი ჩანდნენ, დროულად კეტავდნენ ზონებს, ბურთიანი მეტოქე ხომ მჭიდროდ აჰყავდათ და შეტევის განვითარების მიმართულებებიც არ რჩებოდათ უყურადღებოდ.

ასე რომ, ქართველებმა ვერაფრით შეძლეს რაიმე სახის უპირატესობის მოპოვება. სამაგიეროდ, მასპინძლები გათამამდნენ და რამდენჯერმე კვასხვაძის საჯარიმოს მიუახლოვდნენ, ხოლო საჯარიმოში პირველივე ჩაწოდებისას, ჩვენი მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობა სერბი ლეგიონერის, პავლოვიჩის
გოლით დასრულდა.

ამ გოლს თამაშის სურათი იოტისოდენადაც არ შეუცვლია, მაგრამ ტაიმის ბოლო ხუთ წუთში უკვე თბილისელები დომინირებდნენ. მართალია, კარში ვერც ერთხელ ვერ მოარტყეს, მაგრამ სამჯერ კი დაარტყეს.

შესვენების შემდეგ ისევ „დინამო“ აქტიურობდა, მაგრამ რაიმე სახეირო ვერ შექმნეს. ჩასაფრებული „კლაკსვიკი“ თურმე თავის შანსს ელოდა და მალევე მიეცა, რაშიც მათ პირველი გოლის ჩვენთვის ანტიგმირი ბენიო დაეხმარათ, რომელმაც საჯარიმოში შეგდებულ დიაგონალურ პასზე იოჰანსენს ვერ დაასწრო და ფარერელები ორი ბურთით დაწინაურდნენ.

არ გაუვლია ორიოდ წუთს და ბენიო ბურთის უნახავივით მოიქცა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა.

დანარჩენზე რაღა გითხრათ? „დინამოსა“ და ჩვენი ცოდვით ფარერული ცივი ქვებიც კი დაიწვებოდნენ.

ტორსჰავნი. „ტორსვედლიური“
კლასკვიკი - დინამო (თბ) 6:1
გოლები: 0:1 პავლოვიჩი (22), 0:2 იოჰანსენი (58), 0:3 კლეტსკარო (60), 0:4 კლეტსტკარო (69), 1:4 პერნამბუკო (71), 1:5 კლეტსკარო (73), 1:6 იოჰანსენი (85)

კლაკსვიკი: იონსენი, კლატაკარდი, ფაერო, ვატნსდალი, ბრინჩი, ანდრეასენი, დანიელსენი, პავლოვიჩი (სკრბეცი 75), ბიარტალიო, პ. იოჰანსენი (დოშლიაკი 89), კლეტსკარო (ი. იოჰანსენი 85)

დინამო (თბ): კვასხვაძე, ქიმაძე, კობოური (კუხიანიძე 74), ბენიო, იაშვილი, ქარდავა, პაპავა, ქავთარაძე, ზარია (კუცია 61), ორშულა (პერნამბუკო 52), გაბედავა

მკითხველის კომენტარები / 228 /
ეს ის შემთხვევაა, როცა ფეხბურთელები და მწვრთნელიც არ ვარგა. ამ ჩისკოს კიდე მწვრთნელობა ვინ დააბრალა
gio
25 სექტემბერი 2020 12:28
3
დინამო ვინც არ უნდა ყოფილიყო ხუნტის და მისი თავკაცის ედიკას პირობებში უკანონოდ არის მითვისებული. ამიტომ დავიბრუნოთ ხალხმა სახალხო გუნდი! ეს მაინც შევძლოთ:)
irakli
25 სექტემბერი 2020 12:23
2
ვიწყებ ხელმოწერების შეგროვებას რა თა გაუქმდეს ეროვნული ლიგა ყველა სტადიონი გადა კეთდეს რეკრიაციულ ზონად და ბოლოს ვინც იტყვის ფეხბურთელივარო უნდა ისჯებოდეს ჯარიმით 5000 ლარით ან ადმინისტრაციული სასჯელიდ 6 თვის ვადით
wr
25 სექტემბერი 2020 12:08
4
აბა დაიმალე ეხლა ფიფია როგორც იცი ხოლმე, მერე რაღაც უაზრო ბოლი ახსნა გამოუშვი და წავიდა ეს მარაზმი და საბანძეთი თავიდააან!!!! როდემდე ?!
დინამო არა რფდინამო-საბანძეთი
25 სექტემბერი 2020 12:08
0
არარატ-არმენიას, ტირანას, კლაკსვიკის და კიდევ რამდენის ისტორიები ხომ დავწერეთ.... აბა, ვინ იქნება შემდეგი ?! როდემდე?!
?!
25 სექტემბერი 2020 12:05
0
მწვრთნელების როტაცია რომ ხდება ერთი კლუბიდან მეორეში. გამოგდებულ მწვრთნელს რომ მიიღებ და ამბიცია გაქვს ვითომ ჩემპიონობის, რას უნდა მიაღწიოს არ მესმის. გაუშვებენ ერთს მოიყვანე მეორეს რომელსაც თავის წინა კლუბში არაფერი გაუკეთებია. გვარებს არ ჩამოვთვლი, ყოველ წელს ერთიდაიგივე გვარები და შედეგი ყოველ წელს უარესი.
რასაც ვუყურებ ცოტა გია ნემსაძე კიდევ ახერხებს გორის სულისაგან რაღაცის გამოძერწვას. თუმცა დიდი პოტენციალი არ აქვს ამ.გუნდს დღესდღეობით. მაგრამ ასე თუ ისე შედეგს დებს ეს ადამიანი. მეტი გასაქანი რომ ჰქონდეს უფრო მეტი შედეგის იქნებოდა
ეს აღარაა ფეხბურთი
25 სექტემბერი 2020 12:02
2
დაასკდნეენ მიწაზე.
ziko
25 სექტემბერი 2020 12:00
0
და ამ მეკარეს უწევდნენ რეკომენდაციას ნაკრების კარში? ეტყობა ფორმის პიკიდან კარგა გვარიანად ,,ჩამოცურდა''. ერთი, ორი ფეხბურთელის გარდა 15-20 წელია საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელი აღარ გაზრდილა...თავდამსხმელი ხომ მით უმეტეს, არველაძის შემდეგ არავინ. ჩაკვეტაძის იმედი ჯერ კიდევ მაქვს, მაგრამ ტრავმებს ჰაერში იჭერენ ვინც კი რაღაცა ნიჭს ავლენს,ადვილი მისახვედრია რატომაც, რა ევროპა, ბავშებს მიხედეთ, ყველა ეზოში განათებული მოედნები გააკეთედ, ამერიკაში კალათბურთი მაგ მიდგომამ გაქაჩა...
გუსანი
25 სექტემბერი 2020 12:00
1
გულისამრევი საბანძეთი!!!!!
!
25 სექტემბერი 2020 11:58
0
ხელფასები გამოაქვეყნეთ ამ არასწორების!!!!!!! მარტო მეკარის ერთი თვის ხელფასი იმდენია რო ძალიან ბევრი ქართველი წლები მოუნდება იგივე შემოსავლის მიღებას
wbc
25 სექტემბერი 2020 11:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული